მთავარი » ხატები და ფრესკები

კასპეროვის ღვთისმშობელი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.11.2011 | 5,661 ნახვა

კასპეროვის ხატი მე-16 საუკუნის ბოლოს ტრანსილვანიიდან ოლვიოპოლის ოლქში, ხერსონის გუბერნიაში ჩამოსახლებულმა სერბებმა გადმოიტანეს. ხატი თაობიდან თაობას გადაეცემოდა და 1809 წელს, ერთ ღამეს, როცა მრავალი სადარდებლით შეპყრობილი კასპეროვა მის წინაშე დიდხანს ლოცულობდა, დაინახა, რომ ხატი, რომელიც ჟამთა სვლისგან ასე იყო ჩამუქებული, რომ ხაზები ძლივს ემჩნეოდა, უცებ განახლდა და ღვთისმშობლისა და მაცხოვრის სახე განათდა. კასპეროვის ღვთისმშობელი ასე დარჩა ის დღემდე. მალე მან მრავალი სასწაული და კურნება მოახდინა და საქვეყნოდ განდიდდა. ყოველი მხრიდან მიდიოდნენ ზეციური შეწევნის მსურველნი, მწუხარენი და უძლურნი.

1852 წელს ხერსონის მოსახლეობამ აიღო ნებართვა, რომ ყოველწლიურად, უფლის ამაღლების დღესასწაულზე ამ ხატთან ერთად ლიტანია აღესრულებინათ. 1852-1855 წლებში, აღმოსავლეთის ომის დროს, ოდესაში, ამ ხატით მტრის თვალწინ ლიტანია შესრულდა და ქალაქი უვნებლად გადარჩა. ეს მიიღეს, როგორც ღვთისმშობლის განსაკუთრებული მფარველობის ნიშანი და მაშინვე გადაწყვიტეს, რომ ამ ამბის მოსახსენებლად 1 ოქტომებრს დღესასწაული დაეწესებინათ.

სასწაულთმოქმედ ხატს ყოველწლიურად ლიტანიით მიაბრძანებდნენ კასპეროვიდან ქალაქ ოდესაში და იქ 1 ოქტომბრიდან აღდგომის მეორე დღემდე რჩება, ამაღლების დღესასწაულიდან 29 ივნისამდე ხერსონში იმყოფება, 1 ივნისიდან 1 აგვისტომდე კი – ქალაქ ნიკოლაევში. ყველა ამ ქალაქში პარასკეობით სასწაულთმოქედი ხატის წინაშე ღვთისმშობლის დაუჯდომელი იკითხება.

კასპეროვის ხატი ძველი ხატწერული სტილით, ზეთის საღებავებით შესრულებულია ტილოზე, რომელიც დაფაზეა დაკრული. ღვთისმშობელს ყრმა – ღმერთი მარცხენა ხელში უჭირავს, უფლის მარჯვენა ხელში კი გრაგნილია. ხატს მაღალმხატვრულად შესრულებული მარგალიტებით, ალმასებით, ბრილიანტებით, ლალებით და ზურმუხტებით მოოჭვილი ოქროს პერანგი მოსავს.

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი