მთავარისხვადასხვაკარტოფილის კატლეტი - ტრაპეზი

კარტოფილის კატლეტი – ტრაპეზი

სამარხვო რეცეპტები

კარტოფილის კატლეტი მასალა:

10 ც. კარტოფილი;
4 ს.კ. ზეთი;
1 ჩ.კ. შაქარი;
3 ც. ხახვი;
ნახ. ჩ.ჭ. ფქვილი;
უცხო სუნელი;
მარილი;
პილპილი;
წყალი;
ზეთი.

მომზადების წესი

კარტოფილი მოვხარშოთ კანიანად. გავაცალოთ კანი, გავხეხოთ მსხვილ სახეხზე (ან გავატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში), დავუმატოთ: ზეთი, შაქარი, გახეხილი ხახვი, ნახევარი ჩ.ჭ. ფქვილი, უცხო სუნელი, მარილი და პილპილი გემოვნებით. ავზილოთ ცომივით (თუ სქელი მასაა დავუმატოთ ანადუღარი წყალი). გავაკეთოთ ოვალური კვერები, ამოვავლოთ დაფხვნილ ორცხობილაში და და შევწვათ ადუღებულ ზეთში.

ავტორი: ირმა ტუხაშვილი
წიგნი “სამარხვო რეცეპტების კრებული”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები