მთავარიჯანმრთელობაკარტოფილის სასარგებლო თვისებები

კარტოფილის სასარგებლო თვისებები

ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ბოსტნეული – კარტოფილი, უამრავი სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა. კარტოფილი მის შემადგენლობაში შედის კალიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, რკინა, კალიუმი, კაროტინი, ორგანული მჟავები და ვიტამინები- C, B1, B2, B6, B9, PP, K, D, U.

კარტოფილი ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, ჭრილობის შემახორცებელი, სპაზმოლიტური და შარმდენი თვისებებით. კარტოფილი არეგულირებს კუჭში მჟავიანობას, ამიტომაც, კარტოფილის ახალი წვენი ეფექტურია კუჭის წვენის მომატებით გამოწვეული გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადებების სამკურნალოდ, როგორც გარეგანი საშუალება მწვავე და ქრონიკული რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ, ახლადმოხარშული კარტოფილის ორთქლის შესუნთქვის გზით.

კარტოფილი არეგულირებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის ფუნქციონირებას. ხელს უწყობს ორგანიზმში წყლის ბალანსის დაცვას და ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ ცხიმებს.

კარტოფილის წვენი ასევე ეფექტურად გამოიყენება თავის ტკივილის დროს, ამისათვის წითელი კარტოფილი უნდა გავხეხოთ კანიანად.

კარტოფილი

კარტოფილი სასარგებლოა შარდკენჭოვანი დაავადებების დროსაც, მის თხელ ანათალს დამწვარ კანზე აფენდნენ ტკივილის გასაყუჩებლად.

ეფექტურია კარტოფილის კომპრესების გამოყენება მზით დამწვრობისა თუ კანის სხვა ანთებითი დაავადებების დროს, რადგან მას ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს.

მართალია, კარტოფილი უამრავი სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ის საკმაოდ მაღალკალორიული ბოსტნეულია. კარტოფილის ხშირად მიღება არ არის სასურველი, რადგან იგი შეიცავს დიდი რაოდენობით სახამებელს, რომლის ბოლომდე შეთვისება ორგანიზმს არ შეუძლია.

სასურველია, ფრთხილად ვიყოთ კარტოფილის არჩევის დროს, რადგან ცუდი კარტოფილის მიღებამ შეიძლება მძიმე მოწამვლა გამოიწვიოს.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

ანა ტყებუჩავა

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები