კაპადოკია (ბერძნ. Καππαδοκία, სპარს. کاپادوکیه (Katpatuka, „ლამაზი ცხენების ქვეყანა“) აღმოსავლეთ მცირე აზიაში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული ოლქის სახელწოდებაა.
ძველი კაპადოკიის ტერიტორია ამჟამად განთავსებულია თურქეთის პროვინციების: ნევშეჰირის, კაისერის, აქსარაისა და ნიგდეს ტერიტორიებზე. ტერიტორია ხასიათდება განსაკუთრებით საინტერესო ვულკანური წარმოშობის ლანდშაფტებით,
კლდეში ნაკვეთი და მიწისქვეშა ქალაქებით, რომლებიც დაარსდა ძვ. წ. I ათასწლეულში. კაპადოკიაში მდებარე გორემეს ეროვნული პარკი და კაბადოკიის კლდეში ნაკვეთი დასახლება შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.


გმადლობთ საინტერესო ექსკურსისტვის, საკუთარი თვალით ვნახე ეს საოცრება და სხვებსაც ვურჩევ, წმინდა მიწაზე აუცილებლად წავიდნენ, არც ისე ძვირია ეს სიამოვნება, სამაგიეროდ, მთელი ცხოვრება საგზლად გეყოფათ