19 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარისხვადასხვაკაპადოკია - "ლამაზი ცხენების" ქვეყანა

კაპადოკია – “ლამაზი ცხენების” ქვეყანა

კაპადოკია

კაპადოკიას მსოფლიოს მერვე საოცრებადაც მიიჩნევენ. კაპადოკია სპარსულად „ლამაზი ცხენების ქვეყანას“ ნიშნავს. იგი მდებარეობს აღმოსავლეთ მცირე აზიაში, თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკაში. ძველი კაპადოკიის ტერიტორია ამჟამად განთავსებულია თურქეთის პროვინციების: ნევშეჰირის, კაისერის, აქსარაისა და ნიგდეს ტერიტორიებზე. ტერიტორია ხასიათდება განსაკუთრებით საინტერესო ვულკანური წარმოშობის ლანდშაფტებით. კლდეში ნაკვეთი და მიწისქვეშა ქალაქებით, რომლებიც დაარსდა ძვ. წ. I ათასწლეულში. კაპადოკიაში მდებარე გორემეს ეროვნული პარკი და კაბადოკიის კლდეში ნაკვეთი დასახლება შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. კაპადოკიიდან იყვნენ წმინდა ნინო და წმინდა გიორგი.

ფოტოგრაფი : ილმაზ შაჰინგოზი

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები