20 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიქრისტიანობაკანკელი - საეკლესიო ტერმინთა განმარტება

კანკელი – საეკლესიო ტერმინთა განმარტება

კანკელი კანკელი (იკონოსტასი) – არის მართლმადიდებელ ეკლესიაში ტიხარი, ზღუდე, რომელიც საკურთხეველს გამოყოფს ეკლესიის ძირითადი ნაწილისაგან. მას სამი კარი აქვს. შუა კარს აღსავლის, ანუ სამეფო კარი ჰქვია, აქედან შედიან საკურთხეველში მღვდელმსახურნი, ხოლო ჩრდილოეთისა და სამხრეთის კარიდან შედიან საეკლესიო მსახურნი და ერისკაცნი. ჩრდილოეთის კარიდან სრულდება დიდი და მცირე გამოსვლა წირვის დროს.

კანკელი ხის ან ქვისგან გაკეთებული კედელია და მასზე განლაგებულია ხატები. სამეუფო კარის მარჯვნივ მაცხოვრის, მარცხნივ კი ღვთისმშობლის ხატია. მაცხოვრის ხატის მარჯვნივ მოთავსებულია იმ წმინდანის ან დღესასწაულის გამომხატველი ხატი, რომლის სახელზეც არის ტაძარი ნაკურთხი. აღსავლის კარს ზემოთ ათავსებენ საიდუმლო სერობის ხატს. ჩრდილოეთისა და სამხრეთის კარებზე მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა ან დიაკონთა – წმინდა სტეფანე პირველმოწამისა და ფილიპეს ხატებს. კანკელს ზემოთ აღმართულია ჯვარი.

კანკელის წინ შემაღლებული ადგილია, რომელსაც ეწოდება ამბიონი, აქ ხდება ლოცვის წაკითხვა, ქადაგება.

პეტროზილო პიეროს “ქრისტიანობის ლექსიკონში” სიტყვა კანკელი ასე არის განმარტებული:

ხატებით დამშვენებული არქიტექტურული სტრუქტურა, რომელიც, განსაკუთრებით, ბიზანტიურ ტაძრებში, ერთმანეთისაგან ჰყოფს, ერთი მხრივ, მღვდლის სამყოფელს (პრესბიტერიუმს) და, მეორე მხრივ, მორწმუნეთათვის განკუთვნილ სივრცეს. კანკელს სამი კარი აქვს: მთავარი მათგანი ცენტრშია განთავსებული და წირვის აღმსრულებელთათვისაა განკუთვნილი, ორი დანარჩენი, უფრო მცირე ზომის კარი კი – საკურთხევლის მსახურთათვის.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები