მთავარიქრისტიანობა"კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე - 150"

“კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე – 150”

კალისტრატე 150 19 აპრილს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ორგანიზებით, ხელნაწერთა ინსტიტუტის ახალ შენობაში, კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის (1866-1952 წწ.) 150 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია „კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე – 150“ გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა,
მანგლელი მიტროპოლიტი ანანია, რუსთავის მიტროპოლიტი იოანე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

ღონისძიებაზე გაკეთდა მოხსენებები, საიდანაც სტუმრებმა მოისმინეს საინტერესო და ბევრისათვის აქამდე უცნობი დეტალები კათოლიკოს-პარტიარქის ცხოვრებიდან.

კონფერენციის ფარგლებში გაიხსნა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის საარქივო მასალები, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში არის დაცული – პატრიარქის პირადი მიმოწერა, ფოტოარქივი, მოგონებები და გამოკვლევები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები