
კალას წმ. კვირიკესა და წმ. ივლიტას სახელობის ეკლესია – სვანურად ლაგურკა, მესტიის რაიონის სოფ. კალაში მდებარეობს. იგი X-საუკუნეშია აშენებული. ეკლესია დარბაზული ტიპისაა. შუა საუკუნეებში იგი წარმოადგენდა სამონასტრო კომპლექსს. ეკლესია 1112 წელს მოიხატა მეფის მხატვარ თევდორეს მიერ, რომელსაც მანამდე 1096 წელს სვანეთში მოხატული ჰქონდა იფარის მთავარანგელოზის ეკლესია. ეკლესიაში დაცულია კალას თემის მთელი საგანძური ( X-XII-XIII) შუა საუკუნეების ჭედური და ფერწერული ხატები. აქვე ინახება მინანქრებით შემკული სანაწილე ხატი, როლელსაც სვანები “შალიანის ხატს” უწოდებენ.
ფოტო: თეონა ნოზაძე

დიდებული ეკლესია სვანეთში ერთ ერთიუწმინდესი ადგილი აქ ჩემიწინაპრები ლოცულობდნენ ფარავდეს სრულიად საქართველოს ლაგურკას მადლი