მთავარიეკლესია-მონასტრებიკაცხის სვეტი - ზეცისკენ მიმავალი საფეხური

კაცხის სვეტი – ზეცისკენ მიმავალი საფეხური

კაცხის სვეტი ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ის თანაბრად აოცებს როგორც ქართველ, ასევე – უცხოელ სტუმრებსაც. კაცხის სვეტზე ქალები არ დაიშვებიან.

სვეტის სიმაღლე 40 მეტრია. სვეტის ძირში გამოკვეთილია ბოლნური ტიპის ჯვარი, რომელიც არაუგვიანეს VI საუკუნით თარიღდება. პარალელები მას ბოლნისსა და სირიაში მოეპოვება.

ეკლესია კი აქ ორი-სამი საუკუნის შემდეგ აიგო.

კაცხის სვეტის მეცნიერული შესწავლა XX საუკუნის 40-იანი წლებიდან დაიწყო. 1944 წელს კაცხის სვეტზე პირველად ავიდა ექსპედიცია შემდეგი შემადგენლობით: ალპინისტი ალ. ჯაფარიძე, ხელოვნებათმცოდნე ვ. ცინცაძე, მწერლები ლ. გოთუა და ა. ბელიაშვილი.

მათ სვეტის თხემზე მცირე გათხრები ჩააატარეს და აღმოაჩინეს საკმაო რაოდენობის არქეოლოგიური მასალა. აღნიშნული ექსპედიციის მიერ ჩატარებული სამუშაოს ანგარიში გამოქვეყნებულ იქნა 1946 წელს ვ. ცინცაძის მიერ.

ფოტო – თეონა ნოზაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები