მთავარი » ეკლესია-მონასტრები

კაცხის მონასტერთან მიმდინარე სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.01.2017 | 3,077 ნახვა

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და კაცხი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – კაცხის მონასტრის – სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებსა და მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის ზონების მოწყობის სამუშაოებს აწარმოებს. პროექტის მიმდინარეობას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ფონდის აღმასრულებელი დირექტორთან-გალაქტიონ ბუაძესთან ერთად გაეცნო.

კაცხი რეაბილიტაცია, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. მისი ღირებულება მილიონ ლარს აჭარბებს.

კაცხის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები ითვალისწინებს: მონასტრის გარე ფასადსა და ინტერიერში დაზიანებული ადგილების აღდგენასა და საჭიროების შემთხვევაში დაკონსერვებას.

კაცხი

ძეგლის საკონსერვაციო სამუშაოების პარალელურად, სოფელ კაცხში, სამონასტრო კომპლექსის წინ შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტურისტული ცენტრი, რომელიც სრულად აღიჭურვება, გამართული საქმიანობისთივს საჭირო ავეჯით. პროექტი ითვალისწინებს ღია ტერასის მოწყობას, წყაროს აღდგენა-მოპირკეთებას, ეკლესიამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას, გარე წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემების მონტაჟსა და ფერდზე, ტურისტებისთვის გადასახედი, ღია აივნის მოწყობას. ასევე, გამოყოფილია ადგილი ავტოსადგომისთვის.

კაცხი

პროექტის დასრულების შემდეგ, რომელიც მიმდინარე წლის აპრილის თვეში იგეგმება, სამონასტრო კომპლექსთან გაუმჯობესდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც მეტ ტურისტს მოიზიდავს. ეს კი, თავისმხრივ ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის საოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი