12 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიქრისტიანობაჯვრის სამკაულად გამოყენება დაუშვებელია

ჯვრის სამკაულად გამოყენება დაუშვებელია

ნებისმიერი ქრისტიანი ატარებს გულზე დაკიდებულ ჯვარს, რაც არის ხილული ნიშანი და სიმბოლო ჩვენი ქრისტიანობისა. როგორ უნდა მოვიქცეთ ჯვრის დაკარგვის, ან დაზიანების შემთხვევაში, თუ აქვს მის მრავალფეროვნებას რაიმე დატვირთვა? ამის შესახებ “ამბიონს” წმიდა პანტელეიმონ მკურნალის ტაძრის მღვდელმსახური გიორგი კიკვაძე ესაუბრა.

რატომ ვატარებთ ჯვარს?

ჯვარიჯვარს იმიტომ ვატარებთ, რომ მასზე მოხდა ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მიერ კაცობრიობის გამოხსნა ცოდვის ტყვეობიდან. მაცხოვარმა ასეთი აღსასრულით ყველა ის ცოდვა იტვირთა, ვიდრე ადამიდან მოყოლებული მთელ კაცობრიობაში იყო და ადამიანებს სასუფევლის გზა, სამოთხის კარი გაუხსნა. სწორედ ეს გახლავთ მიზეზი, რომ ჯვარს ვცემთ თაყვანს, როგორც გამოსყიდვის იარაღს, ხილულ ნიშანსა და სიმბოლოს სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებისა. წმიდა მამები ამბობენ, რომ ისე არაფრის ეშინია ეშმაკს, როგორც ღვთაებრივი ჯვრის. ამიტომ აუცილებელია, ვატაროთ გულზე ჯვარი, რომელიც უნდა იყოს ნაკურთხი მოძღვრის მიერ მფლობელის სახელზე. მას ქრისტიანი არ იხსნის არასდროს, როგორც სიმბოლოს მარადიული და ურყევი რწმენისა. ჯვრის გამოყენება სამკაულად დაუშვებელია, რადგან ჯვარი სამკაული არ არის.

ჯვარი ცხოველმყოფელ ძელად იწოდება. რატომ?

ცხოველმყოფელი თვითონ ძველი ქართული სიტყვაა და ახალ ქართულად ითარგმნება, როგორც სიცოცხლის მიმნიჭებელი. მართლმადიდებლური გაგებით, ცოდვა სიკვდილთან ასოცირდება. როდესაც ადამმა და ევამ ჯერ კიდევ ედემის ბაღში ყოფნისას გააკეთეს არჩევანი და აკრძალული ხის ნაყოფი მიიღეს, ამით დაექვემდებარნენ ცოდვას და სამყაროში სიკვდილი დამკვიდრდა. ჯვრის მიერ კი მოხდა ცოდვაზე გამარჯვება, კაცობრიობის გამოსყიდვა ცოდვისა და შესაბამისად, სიკვდილის ტყვეობიდან. ჯვარმა სძლია სიკვდილს და კაცობრიობაში სიცოცხლე შემოვიდა. მარადიული სიცოცხლის მოპოვების შესაძლებლობა მიეცა თითოეულ ჩვენგანს და სწორედ ამიტომაც იწოდება ჯვარი სოცოცხლის, ცხოვრების მომნიჭებლად. “ძელი” ძველი ქართული სიტყვაა და თანამედროვე ენაზე ზოგადად ხეს ნიშნავს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჯვარს გულისხმობს.

ჯვარი მრავალგვარია. თუ არის მათში განსხვავება მადლისა და შემწეობის ძალის მიხედვით?

ნებისმიერი ჯვარი, რომელიც ჯდება მართლმადიდებლური კანონიკის ფარგლებში, შესაძლებელია, რომ მორწმუნემ ატაროს. ბოლნური ჯვარი იქნება ეს თუ ბერძნული, ან რუსული, რომელი ტრადიციის მიხედვით დამზადებული, ამას არ აქვს რაიმე დატვირთვა.

ნათლობის ჯვარი მუდმივად უნდა ვატაროთ?

ნათლობის ჯვარი წარმოადგენს განსაკუთრებულ სიწმიდესა და ღირებულებას მორწმუნისთვის, რადგან ადამიანს შეახსენებს, თუ რა დიდ საიდუმლოში აქვს მონაწილეობა მიღებული. ნათლობის დროს პიროვნებას მიმართავს მოძღვარი კითხვით: “განაგდებ სატანას?” მოსანათლი (თუ ჩვილია, მაშინ ნათლია) პასუხობს: “განვაგდებ სატანას” და დებს აღთქმას, რომ შეუდგება ქრისტეს. ეს აღთქმა ხშირად გვავიწყდება. ნათლობის ჯვარი კი არის ერთ-ერთი უდიდესი ძალის მატარებელი, რომელმაც მუდმივად უნდა შეგვახსენოს ნათლობისას ჩვენი, ან ნათლიის მიერ წარმოთქმული სიტყვები, რომ განვაგდებთ სატანას და შევუდგებით ქრისტეს. მის ყოველდღიურ ტარებას რაც შეეხება, არ არის აუცილებელი. ნათლობის ჯვარი რომ არ დაეკარგოს ადამიანს, შესაძლებელია გაიკეთოს მხოლოდ საუფლო დღესასწაულებზე, მისთვის განსაკუთრებულ დღეს, ან ყოველდღიურად. თავად როგორც სურს.

ჯვრის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ?

ჯვრის დაკარგვის შემთხვევაში ახალი ჯვარი უნდა მივიტანოთ ტაძარში და ვაკურთხოთ ჩვენს სახელზე. ამაში არ უნდა დავინახოთ განსაკუთრებული ტრაგედია, თუმცა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ჯვართან, რადგან მისი დაკარგვა, შეიძლება ითქვას, რომ ცოდვაა, ანუ გაუფრთხილებლობა და სასურველია ეს აღსარებაშიც მოინანიოს მორწმუნემ. ჯვარი თუ დაზიანდა, უნდა დავტოვოთ ეკლესიაში და მას ტაძრის სტიქაროსნები წესისამებრ მოექცევიან.

ყველა ადამიანს ცხოვრების განმავლობაში თავისი ჯვარი აქვს სატარებელი. ჯვრის სიმძიმეზე რას გვეტყვით?

სახარებაში მაცხოვარი ბრძანებს: თუ ვინმეს უნდა შემოდგომა ჩემდა, უარყოს თავი თვისი, აიღოს ჯვარი და გამომყვესო. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ადამიანს აქვს საკუთარი ჯვარი, მაგრამ უფალი ისეთი სიმძიმის ჯვარს არ დაგვაკისრებს, რის ზიდვასაც ვერ შევძლებთ, ანუ ჩვენი შესაძლებლობების ადეკვატურ ჯვარს გვანიჭებს, რომელიც არც წაგვაქცევს და გაგვსრესს და არც ისე დაგვამსუბუქებს, რომ ცოდვაში ჩაგვაგდოს. მაცხოვარი გვეხმარება კიდეც შემდგომ მის ზიდვაში, რათა მივაღწიოთ საბოლოო მიზანს – უფალთან თანამყოფობას, ანუ სულის ცხონებას.

თეა სულაბერიძე

მსგავსი სტატიები

12 COMMENTS

  1. jvars didi dzala aqvs,sakutar tavse gamovcade.ertxevari damizianda,maleve ver movaxerxe misi sheketeba da is dgheebi,iyo raghac sashineli.rogorc ki jvari shketda da gulse chamovikide ghmertis wyalobit,mwyobrshi chadga yvelaferi.om dghidan saertod aghar vicileb.ghmerti dagvexmaros da shgvimsubuqos chveni cxovrebis jvari,amin.

  2. ძალიან კარგი სტატიაა.ღმერატი იყოს ჩვენი მფარველი.

  3. სულ მაინტერესებდა და მინდოდა ეს ყველაფერი გამეგო ძალიან დიდი მადლობა ამ სტატიის ავტორს.შეგეწიოს უფალი და ჯვრის ძალამ გაგაძლიეროს.

  4. ძალიან კარგი სტატია დიდი მადლობა.ღმერთმა გაგაძლიეროთ….

  5. თუ შეიძლება ჯვრის შეცვლა,თუ მამანდე რომელსაც ვატარებდი არ დაზიანებულა.უბრალოდ რომ შევცვალო შეიძლება,ისევე ნაკუღტხი ოღონდ სხვა ვატარო.თუ ერთს რომ ვაკურთხებთ სულ ის უნდა გვეკეთოს ბოლომდე სანამ არ დაზიანდება

  6. მე 3 ჯვარი მაქ ჩემ სახელზე ნაკურტხი,დაბანის დროსაც არ შეიძლება მოიხსნა,ერტხელ ჩემ და სოფიოს გაუტხდა ჯვარი მონასტერში,დედაომ ახალი გამოუტანა და უტხრა ერტი წუტი არ შეიძლება ჯვრის გარეშეო

  7. იმშემთხვევაში თუ ნადლობის ჯვარი დაზიანდა? შეიძლება მისი შეკეთება?

  8. Xis jvars vatareb didixania clebia albat 11 celi mgoni metityara da calmxares chamotkda rogor moviqce

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები