13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარისხვადასხვაჯუა - "მისაბაძი ადამიანი" - თეო ფიცხელაური

ჯუა – “მისაბაძი ადამიანი” – თეო ფიცხელაური

თითოეული ჩვენგანი მისაბაძად თვლის ადამიანს, რომელშიც ხედავს იმ თვისებებს, რომლებიც მოსწონს, ადამიანს, თეო ფიცხელაურირომელთა მსგავსსაც ბევრს შემოიკრებდა გარშემო, ადამიანს, რომელსაც თავადაც სიამოვნებით მიემსგავსებოდა. “მისაბაძი ადამიანიო” – გავიგე და პარალელურად თვალწინ ბიძაჩემი დამიდგა – ჯუმბერი წიკლაური, რომელსაც ყველა ჯუას ეძახის მას შემდეგ, რაც მე, მისმა პირველმა დისშვილმა, ლაპარაკი ვისწავლე და მისი სახელი შევამოკლე.

მიყვარს და აღმაფრთოვანებს ეს ადამიანი საკუთარი ენერგეტიკით, იუმორის გრძნობით, სითბოსა და სიყვარულის უნარით. საკმარისია, თვალებში ჩახედო, მიხვდები, ის ყველას არ ჰგავს.ჯუა დიდთან დიდია, პატარასთან თავადაც ბავშვი ხდება… ძალიან ნიჭიერი და განათლებულია, შეგიძლია, ელაპარაკო ნებისმიერ თემაზე, არ არსებობს საკითხი, რომლის შესახებაც მან არ იცის. ჯუა არის ადამიანი, რომელიც ახერხებდა, ერთდროულად საუკეთესოც ყოფილიყო კლასში და თან მისი მშობელიც (ბებიაჩემი) ყოველ დღე სკოლაში დაებარებინათ მისი ცელქობის გამო, ის არის ადამიანი, რომელსაც შეეძლო, გართობას გადაჰყოლოდა და ამის გამო უნივრსიტეტში, გამოცდისთვის მხოლოდ ბოლო საათებშიღა ემეცადინა, თუმცა მაინც ყველაზე მაღალი შეფასება მიეღო.

დღეს ის ორმოცდასამი წლისაა, ჰყავს სამი უსაყვარლესი შვილი და მეუღლე ბელა, რომელიც ზღაპრული სიყვარულით უყვარს, ისინი არიან მსგავსად ჯუმბერ წიკლაურის ოჯახი „ერთ სულ და ერთ ხორც“, ჯუას შეუძლია, წელიწადის ერთ ჩვეულებრივ დღეს, ისე, უბრალოდ სიყვარულის გამო, მიუძღვნას ლექსი ბელას და შეახსენოს, რომ მისით ცოცხლობს და მისთვის ცოცხლობს. სტენდალის მსგავსად, ჯუასთვისაც ერთადერთი კანონი არსებობს: „გააბედნიეროს საყვარელი ადამიანი.“

ჩემთვის მისაბაძია, ახერხებდე ერთდროულად ორ უკიდურესობაში ყოფნას, ძიას ეს ყოველთვის გამოსდიოდა… მისაბაძია, ცხოვრობდე ოჯახისთვის, იყო ერთგული, თბილი, მხიარული… ჯუა არის ადამიანი, რომელც მხოლოდ მზერითაც კი შეიძლება შეიცნო, იმდენად კეთილია მისი თაფლისფერი ( საკუთარი მტკიცებით მწვანე) თვალები… ჯუა ჩემთვის უბრალოდ ბიძა არ არის, ის ჩემთვის ძმაა, ის ჩემთვის მისაბაძი ადამიანია…

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები