მთავარიჯანმრთელობაჯანმრთელი თმის საიდუმლო

ჯანმრთელი თმის საიდუმლო

თმასთან დაკავშირებული პრობლემები მსოფლიოში ათასობით ადამიანს აწუხებს. უმეტესობა თვლის, რომ სიმელოტე ასაკთან არის დაკავშირებული, მაგრამ მსოფლიოში ათობით მილიონი მელოტი ადამიანია, რომელთა წლოვანებაც 20 წელს არ აღემატება. თმა თმის მდგომარეობა ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზეა დამოკიდებული, მაგრამ თმის ცვენა ზოგჯერ ჯანმრთელ ადამიანსაც ეწყება. ამის მიზეზი თმის იშვიათი ვარცხნა, ბინძური სავარცხლის გამოყენება და სხვა მრავალი მიზეზი შეიძლება გახდეს. იმის გასაგებად, თუ როგორ უნდა მოვუაროთ თმას, რამდენიმე რჩევა ქ. თბილისის დერმატო-ვენეროლოგიური დისპანსერის დერმატოლოგებს – ირინა სამოკრანიანსა და სოსო კერესელიძეს ვკითხეთ:

ქალბატონო ირინა, რა სიხშირით უნდა დავიბანოთ თავი?

თმის ყოველდღიურად დაბანა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, წლის რომელი სეზონია. წესით, ნორმალური თმა ყოველ მე-3, მე-4 დღეს უნდა დაიბანოს, ცხიმიანი – დღეგამოშვებით. ყოველ დღე თავის დაბანა იწვევს თავის კანის გამოშრობას, რაც შეიძლება მრავალი პრობლემის, მათ შორის, ქერტლის გაჩენის მიზეზი გახდეს.

როგორ შევარჩიოთ წყლის ტემპერატურა და ჭავლის სიძლიერე?

სოსო კერესელიძე: “წყლის ტემპერატურა უნდა შეესაბამებოდეს ოთახის ტემპერატურას. ჭავლი არ შეიძლება ძლიერი იყოს. დიდხანს შამპუნის თმაზე დატოვება რეკომენდებული არ არის. ქაფი კარგად უნდა ჩამოირეცხოს წყლით”.

როგორ გავიშროთ თმა?

სოსო: “დაბანილი თმა პირსახოცით კარგად უნდა შეიმშრალოთ. არ შეიძლება ფენის ხშირი გამოყენება, რადგან ცხელი ორთქლი თავის კანს აზიანებს და თმას უფრო მტვრევადს ხდის. სუფთა ჰაერზე თმის გაშრობა საუკეთესო ვარიანტია”.

რამდენად მნიშვნელოვანია თმის სწორი ვარცხნა?

ირინა: “დღის განმავლობაში თმა რამდენჯერმე უნდა დაივარცხნოს. პირველ რიგში, აუცილებელია სწორად შეირჩეს სავარცხელი. ჯაგრისი უნდა იყოს მაგარი, მაგრამ ვარცხნისას არ აზიანებდეს თავის კანს, სავარცხელი – ყველასთვის ინდივიდუალური, რადგან არსებობს მრავალი დაავადება, რომელიც შეიძლება გადამდებიც გახლდეთ. თმის დავარცხნა უნდა დავიწყოთ ძირებიდან ბოლოებისკენ. ინდივიდუალური სავარცხლის ხმარება გამართლებულია ჰიგიენური თვალსაზრისითაც. ყოველი დავარცხნის წინ ჯაგრისი კარგად უნდა გაიწმინდოს”.

რა შეიძლება იყოს ჭაღარის გაჩენის მიზეზი ადრეულ ასაკში?

ირინა: “მიზეზი შეიძლება მრავალგვარი იყოს, მათ შორის, უმთავრესია ნერვული სტრესი, თმის ხშირი შეღებვა. საღებავში შემავალმა ქიმიურმა ნივთიერებებმა შესაძლოა გამოიწვიოს თმის სტრუქტურის დაზიანება და გაჩნდეს ჭაღარა. არსებობს სპეციალური ბალზამები, რომელთა შეღებვის წინ გამოყენებაც თმას ნაკლებად აზიანებს”.

შესაძლოა თუ არა ნერვული სტრესი გამოიწვიოს უძილობამ და ეს გახდეს თმის ცვენისა და გაჭაღარავების მიზეზი?

სოსო: “რა თქმა უნდა, შეიძლება. მშვიდი ძილი აუცილებელი პირობაა თმის ჯანმრთელობისთვის. უძილობამ შეიძლება გამოიწვიოს ემოციური დაძაბულობა. სტრესი კი, თავისთავად, თმის ერთ-ერთი მტერია”.

რა პროდუქტები უნდა შევიტანოთ კვების რაციონში იმისთვის, რომ თმაც კარგად გამოიკვებოს?

ირინა: “ყავა, ლიმონათი, ალკოჰოლი და სხვ. შეიცავენ ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც თმის მტრები არიან. სწორი კვება აუცილებელი პირობაა თმისთვის ისევე, როგორც მთელი ორგანიზმისთვის. მნიშვნელოვანია კვების რაციონში ჭარბი დოზით შედიოდეს რძის ნაწარმი და მცენარეული საკვები. არსებობს დამხმარე პრეპარატები, რომლებიც ეხმარებიან თმას. თმას განსაკუთრებით კარგად კვებავს ალოე”.

შეიძლება თუ არა დავაჩქაროთ თმის ზრდის პროცესი და როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ თმის ბოლოები იყოფა?

ირინა: “თმის ზრდის დაჩქარებისთვის არსებობს პრეპარატები, ვიტამინები, სტიმულატორი შამპუნები, რაც ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს ყველა პაციენტისთვის. დაზიანებული და გაყოფილი თმა აუცილებლად უნდა მოიჭრას. არსებობს თმის ზეთოვანი ნიღბები, რომელთა გამოყენების შემთხვევაშიც მსგავსი პრობლემები ნაკლებად იჩენს თავს. თმების სწორ მოვლას ადამიანი ბავშვობიდან უნდა მიეჩვიოს”.

არსებობს მოსაზრება, რომ ქუდით სიარული იწვევს თმის ცვენას. რა სიხშირით შეიძლება მისი გამოყენება?

სოსო: “დაბალ ტემპერატურაზე უქუდოდ სიარული არ შეიძლება ისევე, როგორც ზაფხულში – ქუდით. მაღალი ტემპერატურის პირობებში საკმარისია თხელი ქუდი, რომელსაც მხოლოდ დაჩრდილვის ფუნქცია აკისრია და არ იწვევს თავის კანის გადახურებას. არსებობს სეზონური თმის ცვენაც, რომლის შემცირება ისევდაისევ ექიმის მიერ დანიშნული სწორი მკურნალობითაა შესაძლებელი”.

და ბოლოს, რა შეიძლება გახდეს სიმელოტის მიზეზი? არის თუ არა შესაძლებელი, მივმართოთ რაიმე პრევენციულ ზომებს?

ირინა: “თანამედროვე ცხოვრების დაძაბულობამ შეიძლება ხელი შეუწყოს სიმელოტის განვითარებას. ეს შეიძლება გამოიწვიოს ენდოკრინულმა ფონმა, ჰორმონალურმა, ანდროგენულმა დარღვევებმა, რაც უფრო ხშირია მამაკაცებში. ამასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს გენეტიკაც. ასეთ შემთხვევაში სიმელოტის თავიდან აცილება, პრაქტიკულად, შეუძლებელია”.

სოფიკო აბულაძე

9 COMMENTS

  1. ძალიან საინტერესო და სასარგებლო ჟურნალია,

  2. Давид Нанобашвили
    REVITALIZER – ქალების ჭარბი თმიანობა ტანზე, თმის ცვენა თავზე, პროსტატის ადენომა და სიმსივნე დასრულდა!!! :)
    ყველა ამ პრობლემის მიზეზი, ქალებსა და მამაკაცებში დიჰიდროტესტოსტერონის სიჭარბეა, რომელიც ტესტოსტერონზე ფერმენტ 5a-რედუქტაზის ზემოქმედების შედეგად წარმოიქმნება! ტომ მაუერმა შექმნა გრანდიოზული მცენარეული, უსაფრთხო, ჰორმონების არ შემცველი ფორმულა – Revitalizer, რომელიც ბლოკავს დიჰიდროტესტოსტერონის პროდუცირებას. დაემშვიდობეთ ქალბატონებო ჭარბ თმიანობას ტანზე, თმის ცვენას თავზე, ფრჩხილების მტვრევას; ხოლო მამაკაცებო თავზე თმის ცვენას და რაც მთავარია პროსტატის ადენომებსა და პროსტატის სიმსივნეებს!

    • Qalbatono lamara sad sheidzleba tqven am we naxsemebi preparatis shedzena da aris jer saertod gayidvashi tu ara?

  3. თეოლოგიური თემები ამოწურეთ უკვე? :D:D:D

    • ძვირფასო, გუგა, რადგან აქ დააკომენტარეთ, ეს იმას ნიშნავს , რომ წერაც იცით და კითხვაც.. მაგრამ, ალბათ მხედველობის პრობლემა გაქვთ, რადგან გარკვევით და თვალსაჩინოდ წერია, “ამბიონი” არის რელიგიურ -ს ა ზ ო გ ა დ ო ე ბ რ ი ვ ი ინტერნეტჟურნალი.. :)მხოლოდ რელიგიური და თეოლოგიური თემებით არ შემოიფარგლება..

  4. Gamarjobat minda chemi problems gamo rcheva gkitxot. Dzalian txeli da cximiani tma makvs iseti rom yoveldge rom ar davibano sheudzlebelia ubralod. Uamrav dzviradgirebul shampuns da tmis movlis sxva sashualebebs vyidulob da atasgvar procedurebs vitareb . aseve chemit vamzadeb saxlis pirobebshi sxvadasxva nigbebs da sistematiurad viketeb magram rogorc vatyob tyuilad vxarjav dros puls da energias araperma shedegi ar gamoigo da amis gamo depresiashi var. İkneb mirchiot rame ra gavaketo minda rom es cximianoba cota mainc gamomishres tma gamiskeldes da male gamezardos agar vici ukve ra vkna yvelaperi vcade titkmis magram sgedegs ver mivagwie

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები