25 ივლისი 2024, ხუთშაბათი
მთავარიფოტორეპორტაჟიივერონის მონასტერი

ივერონის მონასტერი

asdasdasd

ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატი, საბერძნეთში, ათონის მთაზე არსებულ ივერიის მონასტერშია დაბრძანებული. ათონის მთაზე ხატი 999 წლიდან იმყოფება. ეკლესიის გადმოცემის თანახმად, ხატი წმ. ლუკა მახარებლის მიერაა დაწერილი. წმიდა ეკლესია, ათონელთა მიხედვით, სასწაულმოქმედი ხატის ხსნებას დღესასწაულობს 12 თებერვალს, 31 მარტს, 12 ოქტომბერს და ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს.

ივერთა მონასტერი X საუკუნის მიწურულს იოანე მთაწმინდელმა დაარსა. ეს მოხდა დიდი ლავრისა და ვათოპედის აგებს შემდეგ. წმიდა იოანე წმიდა ათანასე ათონელის თანამოსაგრე გახლდათ. მონასტერმა იოანეს სამშობლოდან მისი თანამოღვაწეები მიიზიდა. ივერთა მონასტრის აშენება შესაძლებელი გახდა იმპერატორის სამხედრო ნადავლითა და შემოწირულობების წყალობით. წმიდა იოანეს ვაჟი, წმიდა ექვთიმე, ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული ქართველი წმიდანი, მოგვიანებით მონასტრის იღუმენი გახდა.

დეკანოზი დავით დათუაშვილი

მსგავსი სტატიები

1 COMMENT

  1. დიდი მადლობა მამა დავით, ასეთი საოცარი მხატვრული ფოტოებისათვის, ისეთი განცდა მქონდა თითქოს მეც ვიყავი თქვენთან ერთად ათონის მთაზე მოსალოცად და ეს ატმოსფერო ძალუმად ვიგრძენი…
    კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით (მეორედ დავათვალიერე).

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები