მთავარისხვადასხვაიშხნის სამუშაოებზე ქართველი სპეციალისტები ჩაერთვებიან

იშხნის სამუშაოებზე ქართველი სპეციალისტები ჩაერთვებიან

მოლაპარაკებები ანკარაში

12 აპრილს ანკარაში თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის მარინე მიზანდარისა და თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და იშხნის რესტავრაცია ტურიზმის მინისტრის მოადგილის ოზგურ ოზასლანის ოფიციალური შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ 17 აპრილს, თურქეთში ქართველი სპეციალისტებისგან შემდგარი დელეგაცია გაემგზავრება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, თურქულმა მხარემ სრულად გაიზიარა ქართული მხარის პოზიცია, რომ მნიშვნელოვანი იქნება ქართველი სპეციალისტების ჩართვა რეკომენდაციებისა და მითითებების შესამუშავებლად, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს სამუშაოები იშხანზე და რა ხარვეზების გამოსწორებაა შესაძლებელი. თურქული მხარე თანახმაა გაითვალისწინოს ქართველი სპეციალისტების რეკომენდაციები იშხნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ყველა ეტაპზე.

მარინე მიზანდარისა და ოზგურ ოზასლანის შეხვედრაზე ასევე, შედგა სიტყვიერი შეთანხმება -თურქეთის მხარის კეთილი ნების ნიშნად, ქართველი სპეციალისტები იშხანთან ერთად ოშკსაც მოინახულებენ.

მოლაპარაკებებს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი მერაბ ბოჭოიძე, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, თურქეთის კულტურული მემკვიდრეობისა და მუზეუმების გენერალური დირექტორატის დირექტორი აბდულა კოჯაფინარი, საგარეო ურთიერთობისა და ევროკავშირთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი ონურ გოზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები