მთავარი » საზოგადოება

ისტორიული სიმართლის დამახინჯების ერთი მაგალითის შესახებ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.02.2012 | 4,365 ნახვა

ნ.ტოკარსკის წიგნის “ძველი სომხეთის არქიტექტურის” გამო

აკად. სიმონ ჯანაშიას კრიტიკული ნაშრომი – “ისტორიული სიმართის დამახინჯების ერთი მაგალითის შესახებ” (1947) დაიწერა ტოკარსკის წიგნზე – “ძველი სომხეთის არქიტექტურა” (ერევანი,1946).

პროფ. ნ.ტოკარსკის წიგნში მეცნიერულად დასაბუთებისა და არგუმენტაციის უგულებელყოფით ტაო-კლარჯეთის ძველი ქართული ტერიტორია სომხურად არის სახელდებული, ხოლო IX-X საუკუნეების დიდებული ქართული არქიტექტურის ძეგლები სომხურადაა წარმოდგენილი. საქართველოს რუკა იგნორირებულია, აგრეთვე, ქართულ ეკლესია-ტაძრებზე არსებული აურაცხელი სამშენებლო წარწერა. ამ წარწერებში გარდა იმისა, რომ ლაპარაკია ამა თუ იმ ქართული ეკლესიისა და მონასტრის აღმშენებლობის შესახებ, მოხსენიებულია ხუროთმოძღვართა ქართული გვარ-სახელებიც. ამ წიგნის გამოქვეყნებას ქართველ მეცნიერთა და საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება და გულისწყრომა მოჰყვა- “მაგრამ მაშინ, როდესაც ფაქტობრივად, აკრძალული იყო მეზობელი ხალხის წინააღმდეგ რამის დაწერა (ქართველებს აკრძალული ჰქონდათ სომხების “განაწყენება”), ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ტოკარსკის პასუხი გაეცემოდა, მაგრამ სიმონ ჯანაშიას დიდი ავტორიტეტი საშუალებას აძლევდა ბევრი რამ ისეთი გაეკეთებინა, რაც სრულიად შეუძლებელი იყო სხვებისთვის. და აი, გამოქვეყნდა მისი ნაშრომი, რომელშიც ქართული და უცხოური, და საკუთრივ სომხური წყაროების მონაცემთა საფუძველზე, ყველაფერი თავის ადგილზე იყო დაყენებული”, -იგონებს აკად. მ. ლორთქიფანიძე.

შეიძლება, ახლა ვინმეს გაუკვირდეს, მაგრამ ისე იყო მომზადებული ნიადაგი-ერევნელი და განსაკუთრებით რუსეთში მომუშავე სომეხი მეცნიერების და მათი რუსი მეგობრების მიერ, რომ ნ. ტოკარსკის ამ უხამს წიგნს სტალინურ პრემიაზე წარდგენას უპირებდნენ, მაგრამ აკად. ს. ჯანაშიას საპასუხო ნაშრომის წყალობით აღნიშნული გეგმა ჩაიშალა. ჩაიშალა, რადგან ქართველი მეცნიერის ეს ნაშრომი – “გამოდგება იმის ეტალონად, თუ როგორ უნდა გაეცეს პასუხი ისტორიული სიმართლის ისეთ დამახინჯებას, როგორიც ნ. ტოკარსკის წიგნშია წარმოდგენილი. ამ წიგნმა თავისი დანიშნულება კარგად შეასრულა. სომხეთში ტოკარსკი ასეთი აზრების გატარებისათვის გაიკიცხა და წიგნის გამომშვებ ინსტიტუტსაც საკმაოდ მოხვდა”,-წერს აკად. პ. ზაქარაია.

როგორც აღმოჩნდა, ნ. ტოკარსკის გაკიცხვა ამ წიგნის გამო მოჩვენებითი, ყალბი ღონისძიება იყო, რადგან იგი მეორედ გამოსცეს ერევანში… სიმონ ჯანაშია XX ს-ის უკანასკნელ მეოთხედში კი სომეხმა მეცნიერებმა კვლავ გააჩაღეს კამპანია ტაო-კლარჯეთის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების სომხურად გამოცხადების მიზნით. მათგან შეიძლება დავასახელოთ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ტიგრან მარუთიანი, რომელმაც გამოსცა ვრცელი მონოგრაფია – “სიღრმითა სომხეთი” (178,სომხ.ენაზე). მასში ტაო-კლარჯეთის ქართული ხუროთმოძღვრების ბრწყინვალე ძეგლები სომხურად არის წარმოდგენილი. ეს ანტიმეცნიერული წიგნი მკაცრად გააკრიტიკეს აკად. ვ.ბერიძემ, აკად. პ. ზაქარაიამ; ამ საკითხს მიეძღვნა მწვავე რეცენზია – “ქვანი კვლავ ღაღადებენ” – ავტ. ბონდო არველაძე.

დღესაც გრძელდება ეს ანტიქართული კომპანია ერევანსა და, სამწუხაროდ, მოსკოვშიც. ამის ნიმუშია “მართლმადიდებლური ენციკლოპედიის” 2003 წელს მოსკოვში გამოცემული III ტომი. მასში ტაო-კლარჯეთის ქართული არქიტექტურის ძეგლები კვლავ სომხურად არის გამოცხადებული. საჭირო იყო ამ ფსევდო მეცნიერული სიყალბის მხილება. კარგა ხნის ბჭობის შემდეგ გადაწყდა რომ ყველაზე კარგი პასუხი იქნებოდა, ქართულად გვეთარგმნა. სიმონ ჯანაშიას ნაშრომი, რომელიც თარგმნა თამაზ ებანოიძემ. თარგმანი ჯერ გაზ. “საქართველოს რესპუბლიკის” ფურცლებზე (2002,N 259-271), შემდეგ- მანგლელი მიტროპოლიტის ანანია ჯაფარიძის ლოცვა-კურთხევით ცალკე ბროშურად (2003) გამოქვეყნდა.

მიუხედავად იმისა, რომ სომეხმა ისტორიკოსებმა, ფაქტობრივად, დღემდე ვერ გასცეს პასუხი აკად. ს. ჯანაშიასა და სხვა ქართველ მეცნიერებს, ისინი მაინც კვლავინდებურად ცდილობენ “დაამტკიცონ” ტაო-კლარჯეთის მიწისა და არქიტექტურის სომხურობა. განსაკუთრებით იმის შემდეგ გააქტიურდნენ, რაც საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა, მისმა უწმიდესობამ ილიაII-მ თურქეთის მთავრობას მიმართა ტაო-კლარჯეთის რამდენიმე ქართული ეკლესია მონასტრის გადმოცემის თაობაზე.

არმენოლოგი ბონდო არველაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი