მთავარი » პოპულარული

ისტორიული მშენებლობა იწყება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.05.2011 | 3,537 ნახვა

მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარიწმ. ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს, მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის საძირკველი იკურთხება. ამ მოვლენასთან დაკავშირებით საქართველოში რამდენიმე ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიების სასულიერო პირები იმყოფებიან. მათ კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად, ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში აღვლენილ სადღესასწაულო წირვაში მიიღეს მონაწილეობა.

წირვის დასრულების შემდეგ, ფონდ “ივერიისა” და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობის, “დავითიანნის” ორგანიზებით, წმიდა სამების საკათედრო ტაძრიდან მახათას მთის მიმართულებით ლოცვითი მსვლელობა 15:00 საათიდან ეწყობა. თითოეულ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გახდეს ისტორიული ფაქტის მონაწილე.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II, მსოფლიო პატრიარქის წარმომადგენლები და სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციები ივერიის ღვთისმშობლის ტაძრისა და სავანის საძირკველს, მახათას მთაზე 18:00 საათზე აკურთხებენ.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • ძალიან კარგი ისტორიული ფაქტი ფიქსირდება დღევანდელ დღეს მართლაც საქართველოში… მე პირადად სამწუხაროდ ვერ მოვახერხე წასვლა, მაგრამ ვიმედოვნებ რომ აბიონის ჯგუფის მიერ წარმოდგენილი იქნება დღევანდელი სურათები : )))

  • თამუნა ქირია says:

    ბრწყინვალე დღე იყო, ივერიის ღმრთისმშობელი და წმინდა ანდრია მოციქული გვფარავდეს.

  • ირინა says:

    უდიდესი დგეა საქარტველოს ისტორიაში!! გმერტის ცყალობიტ,მალე აშენდება, ივერის გვტისმშობლის ძალა გვპარავდეს!! 4ემი ოცნება იყო 12-ში მახატას მტაზე ვყოპილიყავი ტქვენტან ერტად, 4ემო ქარტველებო,მაგრამ არა ვარ საქარტველოში,ვერაპრიტ მოვახერხე!! ვიცი და მჯერა,რომ უპალი გადაარ4ენს საქარტველოს!ამინ!!!

  • Gio McCluskey says:

    თქვენს პატრონს, ქუჩები სავსეა ობოლი და მშიერი ბავშვებით და ეკლესიების მშენებლობებში ხარჯავთ ამდენ ფულს რომ მიწაზე დამხობილებმა იფორთხიალოთ. წმინდა ანდრია მოციქული გფარავდეთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი