IRI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი ნდობით ეკლესია სარგებლობს.
გამოკითხვის თანახმად, ეკლესიას ნდობის 89%-იანი რეიტინგით ქართული არმია მოსდევს, 88%-ით პოლიცია, 69%-ით კი პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
მთავრობა – 66%; პარლამენტი – 65%; მედია – 64%; განათლების სისტემა – 61%; ეროვნული ბანკი-57%; პროკურატურა-56%; ადგილობრივი თვითმმართველობები-56%; სასამართლო-53%; პოლიტიკური პარტიები- 44%; ომბუდსმენის ოფისი-43%; გუბერნატორები- 43%; ცესკო- 42%; კონტროლის პალატა-35%, ხოლო პროფკავშირებს გამოკითხულთა 17% ენდობა.
