12 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიქრისტიანობაIRI-ის კვლევის მიხედვით, ინსტიტუტების რეიტინგში ეკლესია ლიდერობს

IRI-ის კვლევის მიხედვით, ინსტიტუტების რეიტინგში ეკლესია ლიდერობს

სამება IRI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობას ყველაზე მეტად ეკლესიის საქმიანობა მოსწონს. უფრო კონკრეტულად, შესაბამის რეიტინგში ეკლესია 88 %-ით ლიდერობს, რომლის საქმიანობასაც დადებითად სწორედ გამოკითხულთა აღნიშნული პროცენტული მაჩვენებელი აფასებს.

რეიტინგში მეორე ადგილი – 86 %-ით უკავია ქართულ არმიას, მესამე კი 74 %-ით ქართულ მედიას. შემდეგ 59 %-ით მოდის პოლიცია, 55 %-ით პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 52 %-ს განათლების სამინისტროს საქმიანობა მოსწონს, 45 %-ს კი პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის. 40 % აფასებს დადებითად ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობას, 39 % – სახალხო დამცველის აპარატის, ასევე 39 % კი პარლამენტის, ხოლო 38 % – მინისტრთა კაბინეტის.

გამოკითხვა 22 თებერვლიდან 8 მარტის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში 1 501 რესპონდენტი გამოიკითხა.

მსგავსი სტატიები

2 COMMENTS

  1. რატომ აქვეყნებთ ამ მასონური ორგანიზაციის კვლევებს, ამით გინდათ თქვათ რომ ეს ორგანიზაციები შეურყეველი აზრის არიან? მერ ეერთხელაც რო მოგიტრიალდეთ ეს თქვენი მოწონებული აირაი და 0 პროცენტიანი ნდობა დაგიფიქსიროთ, როგორც საზოგადოების აზრი, ამას სინამდვილედ ჩათვლით? თუმცა ამ შემთხვევაში კი ნამდვილად სწორია, მაგრამ რატომ უნდა ენდოთ კვლევებს, როცა თავად უკეთ ვხვდებით თქვენც და ჩვენც რა როგორაა, არ არიან სანდონი ეგ ორგანიზაციები.. უფალს არ ჭირდება პროცენტული მაჩვენებელი, მას სჭირდება ჩვენი სუფთა გული და კეთილი ნება.

    • ქალბატონო მართა, რა პრობლემას ხედავთ ამ ინფორმაციის გავრცელებაში? ყველა ადამიანს თავისი აზრი და ჭკუა უნდა ჰქონდეს და თავად განსაზღვროს რა და როგორ არის? ფანატიკურ მდგომარეობას კარგი არაფერი მოაქვს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები