მთავარისაზოგადოებაირაკლი ღარიბაშვილი ე.წ. რეიდებთან დაკავშირებით

ირაკლი ღარიბაშვილი ე.წ. რეიდებთან დაკავშირებით

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნლისტებთან ე.წ. რეიდებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

„მე ვიცი, რომ საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები ე.წ. რეიდებთან დაკავშირებით. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ეს ე.წ. რეიდი არ ყოფილა რეიდი, ეს იყო ჩვეულებრივი ერთკვირიანი გამკაცრებული პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც ჩვენ გავატარეთ. ირაკლი ღარიბაშვილი ამასთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე ორჯერ გავაკეთეთ განმარტება – გუშინ და დაახლოებით ერთი კვირის წინ. მინდა საზოგადოებას გულწრფელად მოვუხადო ბოდიში შექმნილი უხერხულობისთვის, მაგრამ აქვე დავამატო, რომ ჩვენ მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებები ემსახურებოდა ისეთი მძიმე დანაშაულების გამოვლენას, აღკვეთას და პრევენციას, როგორიც არის დიდი რაოდენობით ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის ამოღება, ნარკოდანაშაულის გამოვლენა და სხვა” -განაცახდა მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცახდებით სასაცილოა ის სპეკულაციები და ცინიზმი, რაც უმცირესობისგან, ე.წ. ოპონენტებისგან ისმის. „ეს იყო პრევენციული ღონისძიებები და არა კლასიკური გაგებით რეიდები. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო მოქალაქეებს თანამშრომლობისთვის. ამ ტიპის პრევენციული ღონისძიებები ყოველთვის შეიძლება გატარდეს, რაც რა თქმა უნდა, საჭიროებს განმარტებას საზოგადოებისთვის“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები