მესტიის რაიონში, მესტიიდან 9 კმ-ზე, ზღვის დონიდან 1360 მ-ზე სოფელი იანაში მდებარეობს. სოფელში გვხვდება XII-XIV სს-ის იონა წინასწარმეტყველის სახელობის მონასტერი.

სვანეთის მრავალრიცხოვან ეკლესიათაგან მხოლოდ აქ გვხვდება წინასწარმეტყველ იონას ცხოვრების ამსახველი ეპიზოდი – მისი ხსნა ვეშაპისგან.
ეკლესიაში დაცულია XI ს-ის მაცხოვრის დიდი ზომის ხატი, ოქროთი დაფერილი ვერცხლის მოჭედილი და დიდი ოსტატობით შესრულებული, ხატი პირვანდელი სახით არ არის მოღწეული.
ეკლესია რამდენჯერმე გაუძარცვავთ, მასში დაცული ძვირფასი ხატები და ნივთები მოუპარავთ.
ფოტო: თეონა ნოზაძე
