24 ივლისი 2024, ოთხშაბათი
მთავარიკონკურსიინგა ჩაჩუა - ''ჩემი სკოლა'' - სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფ. დაბლა გომის...

ინგა ჩაჩუა – ”ჩემი სკოლა” – სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფ. დაბლა გომის საჯარო სკოლა

ჩემი სკოლა მომავალი ცხოვრების სამჭედლოა. ამ სკოლის კედლებში გაივლის ის ლამაზი დღეები, რომელიც წარუშლელად დარჩება ჩემს ცნობიერებაში. ინგა ჩაჩუა აქ იწრთობა ადამიანის სულიერი სამყარო და ყალიბდება ღირსეულ პიროვნებად.

ვსწავლობ სამტრედიის რაიონის სოფელ დაბლა გომის საჯარო სკოლაში, რომელიც თავდაპირველად არასრული იყო, ხოლო 1995 წელს სკოლის ხელმძღვანელობის ინიციატივით გადაკეთდა საშუალო სკოლად, 2006 წელს კი- საჯაროდ.
დაბლა გომის საჯარო სკოლაში აღიზარდნენ: პარლამენტარი და ბიზნესმენი ტარიელ ჩაჩუა, ბიზნესმენი რაგული ჩაჩუა, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელი გურამ ამაღლობელი, ცნობილი ექიმი სოსო სანიკიძე. ჩვენი სკოლის აღზრდილია ამავე სკოლის ამჟამინდელი დირექტორი ომარ ჩაჩუა.

მასწავლებლები ძალას არ იშურებენ მოსწავლეთა წინსვლისა და წარმატებისათვის. იმედი მაქვს, რომ ჩვენი სკოლა კვლავაც ღირსეულ მამულიშვილებს აღზრდის.

ჩემი, როგორც დაბლა გომის საჯარო სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის, სურვილია მქონდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა. მართალია, განათლების სამინისტროს ინიციატივით ჩვენს სკოლაში შეცვალეს ფანჯრები, სახურავი და შეღებეს შენობის წინა ფასადი. ასევე, რეაბილიტირებული დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის „BP”-ის მიერ გაკეთდა სააქტო დარბაზი და ეზოში დაიდგა გრძელი სკამები, ხოლო სოფელში მცხოვრებმა კეთილმა ადამიანებმა სკოლას გარს შემოავლეს ღობე, თუმცა კვლავაც უამრავი პრობლემის წინაშე ვდგავართ. არ გვაქვს თანამედროვე სტანდარტის მქონე სპორტის დარბაზი და მოედანი. ამის მიუხედავად ჩვენი სკოლის მოსწავლეები რაიონის მასშტაბით არავის უთმობენ პირველობას სპორტულ შეჯიბრებებში.

ჩვენს სკოლაში არის კომპიუტერები, რაც გვიადვილებს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესწავლას, თუმცა არ გვაქვს კეთილმოწყობილი ბიბლიოთეკა და ვერ ვსარგებლობთ კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურით, სამტრედიის სკოლა რასაც მნიშვნელოვანი როლი აკისრია მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაში.

ზამთარი იწყება და კიდევ ერთი ახალი პრობლემა იჩენს თავს. არ გვაქვს მოწესრიგებული გათბობის სისტემა. თითქმის ოცნებად გვექცა ბუფეტი, რადგან სკოლის გარეთ გვიწევს გასვლა საკვებისთვის და ტერიტორიული სიშორის გამო გაკვეთილებზე გვაგვიანდება.

ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩვენს სკოლას ჰქონდეს დამხმარე ნაგებობები, რაც ბიბლიოთეკის ფართის, სპორტის დარბაზის და ბუფეტის პრობლემას მოაგვარებდა და დაბლა გომის საჯარო სკოლა იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა საქართველოში.

ინგა ჩაჩუა
სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლა გომის საჯარო სკოლის
მე-7 კლასის მოსწავლე

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები