მთავარი » ქრისტიანობა

ილია მეორის წერილი მსოფლიო პატრიარქსა და ყველა ადგილობრივი ეკლესიების წინამძღოლებს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.06.2016 | 4,166 ნახვა

ილია მეორე თქვენო ყოვლადუწმიდესობავ, ქრისტესმიერ საყვარელო ძმაო,

გულითადად მოგესალმებით და შევთხოვთ უფალს, რათა მოგანიჭოთ მშვიდობა, ჯანმრთელობა და მრავალჟამიერ სიცოცხლე; ამასთან დიდი პატივისცემით გვსურს თქვენ და ყველა მართლმადიდებელ ეკლესიათა უწმინდეს და უნეტარეს წინამძღოლებს გაცნობოთ, რომ 2016 წლის 10 ივნისს გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის სხდომა, რომელმაც განიხილა წმინდა და დიდი კრების ირგვლივ დღეს არსებული ვითარება და გადაწყვიტა, რომ საქართველოს ეკლესიის დეალეგაცია კუნძულ კრეტაზე დაგეგმილ წმინდა და დიდ კრებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. გაცნობებთ, თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, რომ ჩვენი ეს დადგენილება პირველ რიგში მომდინარეობს იმ სურვილიდან, რომ ნაწილობრივ მაინც ავიცილოთ ეკლესიაში სხვა და სხვა საკითხთან მიმართებაში პრობლემების გაღრმავება.

გამოვითხოვთ თქვენს წმინდა ლოცვებს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
13 ივნისი, 2016 წელი

წყარო: http://patriarchate.ge/


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი