25 ივლისი 2024, ხუთშაბათი
მთავარიქრისტიანობაილია მეორის სამძიმრის წერილი (07/06/2013)

ილია მეორის სამძიმრის წერილი (07/06/2013)

6 ივნისს ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო, საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს.

“დიდია ჩვენი მწუხარება და გულისტკივილი ავღანეთში ა.წ. 6 ივნისს გარდაცვლილი საქართველოს ჯარისკაცების გამო, ვწუხვართ დაჭრილთა და ყველა იმ დაზარალებულთათვის, რომელთაც მიიღეს სხეულის დაზიანება.

აღვავლენთ ლოცვებს თეიმურაზ ორთავიძის, გიორგი ადამოვის, ზურაბ გურგენაშვილის, მიხეილ ნარინდოშვილის, ბორის ცუგოშვილის, ზვიად სულხანიშვილის და გიორგი ღუჭაშვილისთვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სული, ხოლო მათ მშობლებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს მოანიჭოს ჭირსა შიგან სიმტკიცე და მშვიდობა.

პატივისცემით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი”, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები