მთავარი » ქრისტიანობა

ილია II-ის საახალწლო მილოცვა 2014

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.01.2014 | 3,576 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II მთელს საქართველოს ახალ წელს ულოცავს:

“ყველას მოგესალმებით. ღვთის წყალობით მოგვიახლოვდა ახალი წელი. ყოველ ახალ წელს ჩვენ დიდი იმედებით ვხვდებით. დღესაც ჩვენ იმედით ვუყურებთ ჩვენს მომავალს. უპირველეს ყოვლისა, ყოველმა ჩვენგანმა უნდა შეიცნოს თავი თვისი. პატრიარქი ჯერ ძველი რომაელები ამბობდნენ: “ნოსცეტე იფსუმ” – “შეიცანი თავი შენი”. ყველაზე დიდი საიდუმლოება ჩვენშია. ჩვენში დავინახავთ ჩვენ ღმერთს, სიკეთეს, ბოროტებას. ადამიანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ განიწმინდოს თავისი გული და გონება ბოროტებისგნ. ადამიანის გული უნდა გახდეს ტაძარი სულისა წმიდისა.

ჩვენ გამოვიარეთ რთული გზა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მომავალი ნათელია, საიმედოა. საქართველომ უნდა აირჩიოს ოქროს შუალედი და მე ვიტყოდი, მთელმა კავკასიამ უნდა აირჩიოს ოქროს შუალედი, ამიერკავკასია კი არ უნდა იყოს წინააღმდეგობისა და დაპირისპირების ასპარეზი, არამედ თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების ასპარეზი უნდა გახდეს.

მე დღეს გულითადად ვულოცავ ახალ წელს მთელს საქართველოს. ვულოცავ ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, ბერძნებს, რუსებს და ყველას, ვინც ცხოვრობს საქართველოში. ჩვენ იმედით ვხედავთ, ვუყურებთ მომავალს და ეს იმედი დამყარებულია ჩვენს რწმენაზე. მართლმადიდებელი სარწმუნეობა, სიყვარული და სასაოება უნდა სუფევდეს ადამიანის გულში.

დღეს მე განსაკუთრებული სიყვარულით ვულოცავ “უძლურებასა შინა მყოფთა”, ავადმყოფებს, საავადმყოფოში, თუ სახლში მყოფთა. მე ვულოცავ პატიმრებს, გაჭირვებულთ და გისურვებთ, რომ თქვენი გაჭირვება, თქვენი მწუხარება სიხარულით შეიცვალოს. ადამიანი რომ იყოს ბედნიერი, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა მადლი ღვთისა, წყალობა და მადლი წინაპრებისა და კეთილი საქმეები თვითონ ადამიანისა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების დალოცვას. მშობლებმა უნდა დალოცოთ თქვენი შვილები და ეს უნდა ხდებოდეს ყოველდღე. შვილი უნდა ღებულობდეს ლოცვა-კურთხევას თავისი დედისაგან და მამისაგან და უნდა ემთხვიოთ მშობლებს ხელზე. აი, ამ მთხვევის დროს ღვთის ლოცვა-კურთხევა გადმოვა თქვენზე.

ახლა კი მოვისმინოთ დალოცვის ლოცვა:

კურთხევა უფლისა თქვენს ზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა. ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ”.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი