მთავარი » ქრისტიანობა

ილია მეორის მისასალმებელი სიტყვა XXII საერთაშორისო კონფერენციაზე (სერბეთი 12.04.2016)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.04.2016 | 1,228 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მისასალმებელი სიტყვა XXII საერთაშორისო კონფერენციის („ლტოლვილთა პრობლემების ქრისტიანული გააზრება აქტუალური რეალობის ფონზე“, – სერბეთი, ქ.პიროტი, 2016 წ) მონაწილეებისადმი

კონფერენციაში, სხვა ქვეყნების წარმადგენლებთან ერთად, მოანაწილეობას იღებენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებიც. 12 აპრილს, ილია მეორე პატრიარქის მისასალმებელი სიტყვა წაიკითხა: დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა.

„გულითადად მოგესალმებით, თქვენო უნეტარესობავ, სერბეთის პატრიარქო ირინეოს, თქვენო აღმატებულებავ, სერბეთის პრეზიდენტო, ბატონო ტიმოსლავ ნიკოლოვიჩ, ამ კონფერენციის ორგანიზატორებო და მონაწილენო!

თემა, რომელსაც თქვენ განიხილავთ, ფრიად აქტუალურია, მითუმეტეს ისეთი პროცესების ფონზე, რაც დღეს სირიასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს.

იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც ომის სიმძიმე და ლტოლვილთა ხვედრის სიმწარე არც ისე დიდი ხნის წინ საკუთარ თავზე გამოსცადეს, სერბეთთან ერთად საქართველოცაა.

25 წელზე მეტი გავიდა, რაც საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს ეკლესია დროებით ვერ აკონტროლებს აფხაზეთის და სამაჩაბლოს (ე.წ. სამხრეთ ოსეთს), – ოდითგან არსებულ თავის ტერიტორიებს. მაგრამ რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს, რეალობა ერთია, – ეს არის ქართული მიწები და ადრე თუ გვიან ღვთის სამართალი მათ, ისევე როგორც, ნებისმიერი ქვეყნის უკანონოდ მითვისებულ სხვა მიწებს, თავის ნამდვილ პატრონს დაუბრუნებს. ხოლო ვიდრე სამართლიანობა აღდგება, ხელი უნდა შევუწყოთ დაპირისპირებულ მხარეთა შორის ურთიერთობების ნორმალიზებას.

ძალადობა და ბოროტება ბოროტებასვე შობს და ამრავლებს, სიკეთე და სიყვარული კი, განაქარვებს მტრობას და ქმნის საფუძველს სწორი ნაბიჯების გადასადგმელად.

ვფიქრობ, აღნიშნული კონფერენცია მრავალ საჭირბოროტო საკითხს განიხილავს და საინტერესო წინადადებებს შეიმუშავებს.

ღმერთმა დაგლოცოთ“.

ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

წყარო: www.patriarchate.ge


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი