მთავარიქრისტიანობაილია II-ის დაკრძალვის ცერემონიის განრიგი

ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიის განრიგი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიის განრიგი ცნობილია.

კვირის მსახურება დაიწყება 09:00 საათზე;

მსოფლიო პატრიარქის თვითმფრინავი 11:00 საათზე დაფრინდება თბილისის აეროპორტში;

მსოფლიო პატრიარქი სამებაში მიბრძანდება 12:00 საათზე და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას;

სამების საკათედრო ტაძრიდან გამოსვენება მოხდება, დაახლოებით, 15:00-დან 16:00 საათამდე.

პატრიარქს სიონის ტაძარში საკურთხეველთან დაკარძალავენ

22 მარტს, პატრიარქის დაკრძალვის დღეს, სამების საკათედრო ტაძარში შესვლა საშვებით იქნება შესაძლებელი

“ფიზიკურად ხედავთ რა ხდება, მეტროდან იწყება მოქალაქეების რიგები, უწყვეტად მრავალი საათის განმავლობაში და მით უმეტეს დაკრძალვის დღეს ბევრად მეტი ადამიანი იქნება. ალბათ, გადაჭედილი იქნება მთელი ტერიტორია, სამებიდან სიონის ტაძრამდე. ტაძარში შესვლაზე იქნება გარკვეული შეზღუდვები, მხოლოდ საშვებით იქნება დაშვება. სასულიერო პირებიც შეზღუდულად იმსახურებენ წირვის დროს და შესვლა იქნება მხოლოდ საშვებით. ეზოში მოქალაქეები, დიდი ალბათობით, ჩვეულებრივად იქნებიან. ეგეც გაირკვევა, დადგენის პროცესია, როგორ იქნება პროტოკოლი. ისევე როგორც მედიაზე. შიგნით არ იქნება დაშვება, გარეთ გექნებათ შესაძლებლობა იმუშაოთ.” – ამბობს ჟურნალისტებთან არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები