სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე სტამბულში, დელეგაციის წევრებთან, მათ შორის რამდენიმე მღვდელმთავართან ერთად, გაემგზავრა.

როგორც ცნობილია, ილია მეორე თურქეთში მსოფლიო პატრიარქს უწმინდეს ბართოლომეოსს შეხვდება. შეხვედრის დეტალები და თემატიკა უცნობია, ასევე უცნობია პატრიარქის ვიზიტის ხანგრძლივობა.
აღსანიშნავია, რომ მსოლფიოს პატრიარქთან ერთად საქართველოს პატრიარქი შაბათ-კვირას წირვა-ლოცვას ერთად აღავლენენ.
