12 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარისაზოგადოებაილია მეორე საფრანგეთის პრეზიდენტს ნიცაში მომხდარი ტრაგიკული ფაქტის გამო უსამძიმრებს

ილია მეორე საფრანგეთის პრეზიდენტს ნიცაში მომხდარი ტრაგიკული ფაქტის გამო უსამძიმრებს

ტერაქტი ნიცაში ნიცაში მომხდარი ტრაგიკული ფაქტის გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს უსამძიმრებს.

„თქვენო აღმატებულებავ, მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა ნიცაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და სხვა მრავალი დააზიანა.

სამწუხაროა, რომ დღეს მსოფლიო გახდა დაუცველი და მსგავსი საშიშროება ყველა ქვეყნის წინაშე დგას.

აღვავლენთ ლოცვებს მშვიდობისათვის და გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახებსა და ახლობლებს“, – ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები