მთავარი » სხვადასხვა

ილია II-მ და სოზარ სუბარმა პატიმრები მოინახულეს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.10.2012 | 1,592 ნახვა

ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა დღეს სასჯელაღსრულების №1 და №7 დაწესებულებაში მყოფი პატიმრები მოინახულეს.

“იმედი მაქვს, ხელისუფლება, პრეზიდენტი და სხვანი, მოიღებენ მოწყალებას და გაათავისუფლებენ პატიმრებს. იმედი მაქვს, ღვთის მადლითა და ჩვენი ლოცვით, ჩვენი ხელისუფლების ნებით, პატიმრები იქნებიან თავისუფლები. უნდა გავაგრძელოთ ლოცვები და შევთხოვ უფალს, რომ ვიხილოთ თავისუფალი პატიმრები. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე სურათია, როცა ამდენი ხალხია ციხეში, იმედი მაქვს, რომ გათავისუფლდებიან პატიმრები”, – ბრძანა პატრიარქმა სასჯელაღსრულების №1 დაწესებულების დატოვების შემდეგ.

სასჯელაღსრულების მინისტრის თქმით, სამინისტროს წარმომადგენლებმა მოინახულეს №1 დაწესებულებაში მყოფი მოშიმშილე პატიმრები და ამის შემდეგ მათ შიმშილობა შეწყვიტეს.

სოზარ სუბარის თქმითб პატრიარქი პატიმრებს პირადად გაესაუბრა და დალოცა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი