მთავარისაზოგადოებაID ბარათის უსაფრთხოება და სანდოობა

ID ბარათის უსაფრთხოება და სანდოობა

რამდენად სანდოა ახალი ტიპის პირადობის მოწმობა – ID ბარათი უსაფრთხოების თვალსაზრისით? გვესაუბრება იურისტი ლევან ბოძაშვილი (კიბერსამართლის ცენტრის დირექტორი):

ID “საქართველოში არსებული ID ბარათების იდენტურ ბარათებს ხშირად იყენებენ საზღვარეგარეთაც. ზუსტად მსგავსი ბარათები გამოიყენება დიდ ბრიტანეთშიც. დიდი ბრიტანეთის მთავრობა არაერთი ხერხით ამტკიცებდა, რომ აღნიშნული ბარათები სრულიად დაცული, ხოლო მათი ე.წ გატეხვა კი შეუძლებელი იყო.

2009 წელს ჰაკერმა და მკვლევარმა ადამ ლორიმ მოახდინა ზუსტად ამ ბარათების კლონირება და არსებული ინფორმაციით მანიპულირება.

ადამ ლორიმ განაცხადა, რომ მან მოახდინა ID ბარათის კლონირება და შეცვალა მასზედ არსებული პერსონალური ინფორმაცია, ამ მოქმედებებს კი ჯამში 12 წუთი დასჭირდა. ლორიმ ამის გაკეთება ჩვეულებრივი ლეპტოპისა და ტელეფონის გამოყენებით მოახერხა.

ამასთანავე, ჩიპის კლონირებისათვის ლორიმ გამოიყენა ფართო გაყიდვაში არსებული USB რადიო სიხშირის იდენტიფიკატორის ID წამკითხველი OMNIKEY 5321, რომელიც ინტერნეტ აუქციონ ebay.com-ზე 50 $ ღირს. ამის საშუალებით მოხდა ჩიპზე არსებული ინფორმაციის წაკითხვა.

ჰაკერს შეეძლო გამოეყენებინა ჩვეულებრივი ტელეფონი NOKIA 6131, რათა ინფორმაცია წაეკითხა, თუმცა მან იხმარა მოდიფიცირებული RFIDIOt მოწყობილობა.

ლორიმ განაცხადა, რომ მან შეძლო ყველა მონაცემის მოპოვება გარდა თითის ანაბეჭდებისა. თუმცა მან შემდგომ შექმნა ახალი თითის ანაბეჭდის მონაცემი CBEFF სტანდარტის მეშვეობით და შეიყვანა ბარათზე.

აღსანიშნავია, რომ პერსონალური მონაცემები ინახება პასპორტის სტანდარტის საშუალებით ICAO9303. ბარათზე მონაცემები დაყოფილია ე.წ “მონაცემთა ჯგუფებად”. ID გატეხვა სულ 16 ჯგუფია თუმცა, ყველა მათგანი არ გამოიყენება.

შეღწევისათვის მნიშვნელოვანია მხოლოდ 4 მათგანი DATA GROUP 1 (DG1), რომელიც შეიცავს ინფორმაციას პასპორტის წაკითხვად ზონაში; DG 2, რომელიც სურათს შეიცავს; DG 3, შეიცავს ანაბეჭდს; და DG 14, შეიცავს ციფრულ სერტიფიკატს აქტიური აუთენტიკაციისათვის.

მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა გერმანიაშიც 2010 წელს.

ტელეარხი ARD გაერთიანდა ჰაკერულ ორგანიზაცია Chaos Computer Club-თან, რათა გაეგოთ თუ რამდენად იყო დაცული ახალი RIHD ჩიპები, რომლებიც ID ბარათებში გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ ბარათის წამკითხველის საშუალებით, რომელიც ID ბარათების მომხმარებლოებს ურიგდებათ, ჰაკერებმა მოახერხეს ID ბარათიდან ინფორმაციის მოპოვება: 2 თითის ანაბეჭდი და ახალი ექვს ციფრიანი პინ კოდი, რომელიც გამოიყენება სამთავრობო და სამეწარმეო სფეროებში.

ამ კვლევებიდან გამომდინარე ფაქტია, რომ ID ბარათების უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ არის და ნებისმიერ პირს 50 $ ფარგლებში შეუძლია სხვისი მონაცემებით მანიპულირება.”

12 COMMENTS

  1. იმედია ახალი მთავრობა ამ ახალ პასპორტს მოგვაცილებს, რაც ძველი, სასტიკი მთავრობის ნაშთია! ქალბატონმა თეა წულწკიანმა თქვა, რომ სასულიერო პირებს დაველაპარაკები ამ თემაზე, რადგან ზოგი სასულიერო პირი ერთ წერს,ანუ აიღეთ ახალი პასპორტიო ეუბნება მრევლს, ზოგი კი მეორესო.
    ქალბატონო თეა,მე, როგორც მართლმადიდებელს ძალიან მიხარია, რომ ესეთი განწყობილი ხართ სასულიერო პირების მიმართ და მათთან შეთანხმებით გინდათ გადაწყვიტოთ ეს საკითხი, მაგრამ ვფიქრობ, რომ არ უნდა ჩარიოთ სასულიერო პირები ამაში, ვინაიდან ხალხს არ სურს ახალი პასპორტების მიღება, ყოველ შემთხვევაში უმრავლესობას არ სურს და თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელმაც თქვა: “მე დავიცავ იმას, რაც უმრავლესობას სურს და დავიცავ იმასაც,რაც უმცირესობას სურს”.
    ამჟამად უმრავლესობა და უმცირესობაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მე არ მსურს ახალი პასპორტი.

    • ხალხის სახელით ჯერ ნუ ვილაპარაკებთ. ამ თემასთან დაკავაშრიებით, იუსტიციის სამინისტრომ კვლევას ჩაატრებს და გამოჩნდება რამდენ პროცენტს უნდა და რამდენს არა.

      • იმედია, იუსტიციის მინისტრი ობიექტურად ჩაატარებს კვლევას და ჩემამდეც მოვა( ჯერ არავის უკითხავს). მეც არ მსურს ეს პირადობის მოწმობა და ჩემს გარშემოც არავის უნდა. მე ვერ ვხვდები სად გროვდება ამდენი მსურველი. სავარაუდოდ, ეს არის ყოველდღიურობის ორომტრიალში ჩაბმული ხალხი, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს, რას ნიშნავს აიდი ბარათი და ბრმად იღებს მას. პირადობის გარეშე ხომ ბლოკირებული ხარ თანამედროვე მსოფლიოში ( ლამის საპირფარეშოში შესვლის წინაც მოგთხოვონ და მალე, თუ ასე გაგრძელდა, ალბათ საკუთარ სახლშიც ვერ გადაადგამ მის გარეშ ნაბიჯს). სამწუხარო ისაა, რომ ამდენი ხნის მუშაობამ უშედეგოდ არ ჩაიარა და ქართველი ხალხი მართლაც გვარიანად გაგვხრწნეს და დაგვაჩიავეს, რადგან ყოველგვარი კითხვის და გაცნობიერების გარეშე ვღებულობთ ყოველგვარ სიმახინჯეს, ოღონდ დღევანდელი ლუკმა გვქონდეს!

  2. ამდენი რამე უნახია კაცს და 666 ვერ ნახა ნეტა მაგ ბარათზე? :))))

    აი აქედან უნდა დაგეწყოთ და არა რაღაც სულელურ 3×6 ზე საუბრებით.
    ბარათის კიბერ უსაფრთხოებაზე უკვე შეიძლება საუბარი.

    ისე მაგარ ეპოქაში ვცხოვრობ რა მადლობა ღმერთს – ეკლესია საზოგადოების კიბერ უსაფრთხოებაზე ზრუნავს :)))))

    • ვაი შენს პატრონს, ვითომ ოხუნჯობ და ეგეც არ გამოგდის… რას იზავ თქვენ და თქვენნაირი ცინიკოსები, სხვანაირად ვერ ხედავთ ამ საკითხის აქტუალობას!
      მართლაც მადლობა ღმერთს, რომ ასეთი მებრძოლი ეკლესია გვყავს!

  3. სწორედ ეგაა,რომ არანაირი უსაფრთხო არ არის და ამიტომაც განაცხადეს უარი ისეთმა ქვეყნებმა,როგორებიცაა ინგლისი და საფრანგეთი.ამ არამართლმადიდებლურმა ქვეყნებმა თქვეს უარი და ჩვენ რა გვჭირს ვითომ, რატომ ვაქტიურობთ ასე ამხელა ისტორიის მქონე მართლმადიდებლური ქვეყანა? ქვეყანა სადაც ამდენი ქრისტიანული სიწმინდეა?

    • არასწორ ინფორმაციას ფლობთ და რაც მთავარია, მეცნიერის ტონით ავრცელებთ. საფრანგეთს არაფერზე უთქვამს უარი მშვენივრად მოქმედებს იქ ეს ბარათები. ინგლისში სხვა ვითარება იყო სრულიად და იქ მართლმადიდბლობა და საერთოდ რელიგია არაფერ შუაშია.

      • და თქვენ რომელ მეცნიერულ ნაშრომებს ეყრდნობით იქნებ ჩვენც გაგვიმხილოთ?!
        და რაც შეეხება ინფორმაციას, რა არის თქვენთვის უფრო გამაღიზიანებელი, ის რომ ეკლესიამ ხმა ამოიღო ამ საკითხზე, თუ ის რომ ასე საცდელი ბაჭიებივით გვირიგებენ ამ ელექტრონულ ბარათებს?

  4. მოგვხედეთ დროულად, დაუშვით ალტერნატიული პირადობებიც, ვერაფერს ვეღარ ვაკეთებთ, ბანკის პროცენტსაც კი სხვისი სახელით ვიხდით. ასე ძნელია გაუგო საკუთარ მოქალაქეებს? რაღა შესწავლა უნდა. დაუშვით ალტერნატივა და შემდეგ შეისწავლეთ!!!!!!!!

  5. საერთოდ არ მანაღვლებს ჩემს შესახებ იმფორმაციას თუ გაიგებენ, საჭიროების შემთხვევაში ფეხის ზომასაც დაადგენენ. მე ის მანერვიულებს რომ ეშმაკის ბეჭედს მივიღებ, ეს კი ჩემი ნებით არასოდეს მოხდება….

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები