29 მაისს, 15 საათზე სახელმწიფო კანცელარიასთან ID ბარათების ალტერნატივის მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართება.
მართლმადიდებელთა საორგანიზაციო კრებულის ინფორმაციით, აქცია სასულიერო პირების, იურისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით გაიმართება და მისი ლოზუნგია – “მოვითხოვოთ ალტერნატივა და დავიცვათ ჩვენი თანამემამულენი მოქალაქეობიდან გაძევებისაგან!”.
აქციის შემდეგ, ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, სალიტანიო ანჩისხატით სანაპიროსკენ ლოცვითი სვლა მოხდება.
ამასთან, ხვალვე, 14:00 საათზე, პარალელური მხარდასაჭერი აქცია ქუთაისში, ქუთაისის იუსტიციის სახლის წინ გაიმართება.
