12 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარისხვადასხვაID ბარათების ალტერნატივის მოთხოვნით აქცია გაიმართება

ID ბარათების ალტერნატივის მოთხოვნით აქცია გაიმართება

იუსტიციის სახლი 29 სექტემბერს, 15:00სთ.-ზე ელექტრონული საბუთების იძულებასთან დაკავშირებით იუსტიციის სახლთან აქცია გაიმართება. აქცია სასულიერო პირების, იურისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით მოეწყობა, მოწოდებით – “მოვითხოვოთ ალტერნატივა და დავიცვათ ჩვენი თანამემამულენი მოქალაქეობიდან გარიყვისა და საშიში ექსპერიმენტისაგან!”.

“სასულიერო პირები და მოქალაქეები გამოხატავენ წყენას 100 000-მდე ხელმომწერთა დღემდე დაუკმაყოფილებელ მოთხოვნის გამო – ელექტრონული მოწმობების ალტერნატივასთან დაკავშირებით. ალტერნატიული საბუთების გზა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაშია მიღებული და რატომ უნდა იყოს საქართველოში ადმინისტრაციული იძულება?! დღეს ჩვენთან სხვადასხვა პროექტით ხდება ამ ბარათების მოქალაქეებისთვის თავზე მოხვევა – ბიომეტრიული არჩევნების საბაბით, ლტოლვილებისა და სტუდენტებისთვის უფასოდ და ამავე დროს ადმინისტრაციული იძულების წესით.ხოლო ალტერნატიული უჩიპო მოწმობები, მიუხედავად საქართველოს ეკლესიისა და ათიათასობით ხელმომწერთა ოფიციალური მოთხოვნისა – დღემდე არ იქნა დაშვებული! მთავრობამ რადგანაც უალტერნატივობის გამო უამრავი ადამიანი დატოვა პირადობის მოწმობების გარეშე და ამით საკუთარ მოქალაქეებს გამოუცხადა სრული ბოიკოტი, შეუწყვიტა რა ადამიანებს მოქალაქეობრივი უფლებები, გარიყა ყოფა-ცხოვრებისაგან და მოუსპო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება”, – აცხადებს მართლმადიდებელთა საორგანიზაციო კრებულის ხელმძღვანელი ზაზა ნანობაშვილი.

29 სექტემბერს აიდი ბარათების ალტერნატივის მოთხოვნით, აქცია გაიმართება ქუთაისის იუსტიციის სახლის წინ.

მსგავსი სტატიები

1 COMMENT

  1. ხალხნო გაიღვიძეთ!!! რატომ არავის გაგიჩნდათ კითხვა ან შეწინააღმდეგების სურვილი? რამ დაგაზომბათ ასე? რატომ არ გაწუხებთ თქვენი, თქვენი შვილების მომავალი? ნუთუ ვერ ხედავთ რომ ვიღუპებით?!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები