მთავარი » საზოგადოება

ID ბარათი – ნეგატიური დამოკიდებულება უსაფუძვლო არაა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.09.2011 | 16,365 ნახვა

თუ დადგინდება, რომ ID ბარათების შემოღება ადამიანის უფლების დარღვევის საფრთხეს შეიცავს, მათი დარიგება გაუმართლებლად უნდა ჩაითვალოს.

IDახალი ელექტრონული მოწმობების დარიგება საქართველოში უკვე აქტიურად მიმდინარეობს. ID ბარათები უალტერნატივო წესით გაიცემა, რასაც საზოგადოების ნაწილი უარყოფითად აფასებს.

რა დამოკიდებულება აქვთ სამართლის სპეციალისტებს ID ბარათებთან დაკავშირებით, ირღვევა თუ არა ადამიანის უფლებები აღნიშნული პირადობების დანერგვით და რა საფრთხეებზე მიანიშნებენ საზოგადოებას?

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი,კავკასიის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი ირაკლი კობახიძე:

როგორ შეაფასებდით ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობების შემოღებას?

ელექტრონული პირადობის მოწმობების შემოღებას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარე. ბიომეტრული მონაცემების დახმარებით პირადობის მოწმობისა და პირადი მონაცემების გაყალბების საფრთხე მცირდება. საჯარო დაწესებულებებსა და კერძო ორგანიზაციებს უფრო მარტივად შეეძლებათ ადამიანის იდენტიფიცირება, რაც მნიშვნელოვანია საერთო საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის, მათ შორის, დანაშაულის პრევენციის თვალსაზრისით. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ID ბარათები მნიშვნელოვნად გაუმარტივებს მოქალაქეებს სხვადასხვა საჯარო თუ კერძო მომსახურებით სარგებლობას. მაგალითად, ელექტრონული მოწმობით მოქალაქეს შეეძლება ინტერნეტის საშუალებით გახსნას საბანკო ანგარიში, ნოტარიულად დაამოწმოს დოკუმენტები, რეგისტრაციაში გაატაროს ქონება ან ორგანიზაცია, შეიცვალოს რეგისტრაციის ადგილი. გარდა ამისა, ID ბარათი მოქალაქეს გაუწევს სამგზავრო, საბანკო, დაზღვევის, სტუდენტური, სამსახურებრივი ბარათების მაგივრობას.

თუმცა გასათვალისწინებელია ის საფრთხეც, რომელიც ID ბარათების დანერგვას შეიძლება უკავშირდებოდეს. კერძოდ, ელექტრონული პირადობის მოწმობები შეიძლება იქცეს ტოტალური კონტროლის ინსტრუმენტად იმ სუბიექტების ხელში, რომლებიც მართავენ ბიომეტრულ სისტემებს. ID ბარათზე გროვდება დიდი მოცულობის ინფორმაცია ინდივიდისა და მისი საქმიანობის შესახებ (ეს ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს ფინანსურ ტრანზაქციებს, ქონებრივ მდგომარეობას, გადაადგილების მარშრუტს, სამსახურებრივ ურთიერთობებს და ა.შ.). ამ ყოველივეზე შეუზღუდავმა წვდომამ კი საჯარო დაწესებულებებს საზოგადოების მანიპულირების ძალზე ფართო შესაძლებლობა შეიძლება მისცეს. საქართველოს კანონმდებლობა, სამწუხაროდ, არ ადგენს საკმარის გარანტიებს ID ბარათზე დატანილი ინფორმაციით სარგებლობის თანაზომიერებისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. მოქალაქეები დაცული არ არიან მათი შეუზღუდავი „კატალოგიზაციისგან“, რაც სერიოზული საფრთხის შემცველ მოვლენად უნდა იქნეს აღქმული. აღსანიშნავია ისიც, რომ ID ბარათის ე.წ. ჩიპთან კავშირი შეიძლება დამყარდეს უკაბელოდ, რადიოტალღების მეშვეობითაც, რაც აღნიშნულ პრობლემას კიდევ უფრო აქტუალურს ხდის. ბიომეტრული სისტემების შემდგომმა განვითარებამ საჯარო დაწესებულებებს შეიძლება საშუალება მისცეს, განახორციელონ ადამიანების შეუზღუდავი თვალთვალი და აღრიცხონ მათი ნებისმიერი გადაადგილება.

დაბოლოს, ყურადღება უნდა გავამახვილოთ თავად ბიომეტრული სისტემების უსაფრთხოების პრობლემაზეც. დადგენილია, რომ ჩიპები აბსოლუტურად არ არის დაცული მანიპულირებისგან მესამე პირთა მხრიდან (მაგალითად, შესაძლებელია ჩიპსა და მის წასაკითხ აპარატს შორის კავშირის „მოსმენა“), რაც ID ბარათებთან დაკავშირებულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

არღვევს თუ არა ID ბარათების შემოღება ადამიანის უფლებებს?

იურისპრუდენციაში, სამწუხაროდ, დღემდე ჩამოყალიბებული არ არის ერთმნიშვნელოვანი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, არღვევს თუ არა ID ბარათების შემოღება ადამიანის ძირითად უფლებებს. თუმცა იურისტები ხშირად მიანიშნებენ იმ საფრთხეებზე, რომლებსაც ელექტრონული პირადობის მოწმობების შემოღება ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის კუთხით შეიცავს. ამასთან, იურისტების უმრავლესობა თანხმდება, რომ ადამიანის ღირსებისა და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებები ერთმნიშვნელოვნად დარღვეულად უნდა ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული პირადობის მოწმობის საშუალებით კონტროლის ტექნიკა ზედმეტად ფართოდ და ინტენსიურად იქნება გამოყენებული. სამწუხაროდ, ჩემთვის რთული შესაფასებელია, თუ რამდენად იძლევა ბიომეტრული სისტემების განვითარების ამჟამინდელი დონე ამგვარი გადამეტებული კონტროლის საშუალებას. ყველა შემთხვევაში, პოტენციური საფრთხე უსათუოდ მხედველობაშია მისაღები. თუ დადგინდება, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობების შემოღება ადამიანის ღირსების უფლების დარღვევის არსებით საფრთხეს შეიცავს, მათი დარიგება გაუმართლებლად უნდა ჩაითვალოს ნებისმიერი მოქალაქის მიმართ, თუნდაც მისთვის სუბიექტურად მისაღები იყოს ID ბარათით სარგებლობა. ადამიანის ღირსების უფლების შეზღუდვა გაუმართლებლად ითვლება იმ შემთხვევაშიც კი, თუ პიროვნება ამგვარ შეზღუდვაზე თანხმობას აცხადებს.

როგორ შეაფასებდით ID ბარათების გაცემის უალტერნატივო წესს?

ID ბარათების გაცემის უალტერნატივო წესი შეიძლება შეფასდეს, როგორც ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის, რწმენის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით იურისტებს განსხვავებული მოსაზრებები შეიძლება ჰქონდეთ. სასურველია, საქართველოში სამართლის კვალიფიციურ სპეციალისტებს შორის გაიმართოს დებატები ID ბარათებთან დაკავშირებით, რათა მოცემული პრობლემის შესახებ გარკვეული, შეჯერებული პოზიცია ჩამოყალიბდეს. აღსანიშნავია, რომ მთელ რიგ ქვეყნებში, სადაც შემოიღეს ელექტრონული პირადობის მოწმობები, ადამიანებს არჩევანის უფლება ენიჭებათ და მათ სახელმწიფო, ალტერნატივის სახით, ჩვეულებრივი მოწმობებით სარგებლობის შესაძლებლობასაც აძლევს.

ევროპის რამდენიმე ქვეყანამ უარი განაცხადა ID ბარათების შემოღებაზე, ვინაიდან ეს მოქალაქეების თავისუფლებას ზღუდავს. შესაძლებელა თუ არა, ჩვენმა ქვეყანამაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან საზოგადოება მისი შემოღების წინააღმდეგია?

ელექტრონული პირადობის მოწმობების შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღება შესაბამისი ქვეყნის პარლამენტის სუვერენული უფლებაა. საქართველოში პარლამენტმა უკვე მიიღო ამგვარი პრინციპული პოლიტიკური გადაწყვეტილება და უნდა ვივარაუდოთ, რომ მოქმედი საპარლამენტო უმრავლესობა მას საკუთარი ინიციატივით არ გააუქმებს. სამწუხაროდ, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება დღემდე არ არის იმდენად განვითარებული და კონსოლიდირებული, რომ მან პარლამენტის არჩევანზე სერიოზული გავლენის მოხდენა შეძლოს. ზოგადად, ესოდენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საზოგადოებასთან აქტიური კონსულტაციისა და დიალოგის საფუძველზე უნდა მიიღებოდეს. სამწუხაროა, რომ საქართველოში კანონშემოქმედების სხვაგვარი, ნაკლებად დემოკრატიული პრაქტიკაა დანერგილი. ინგლისისა და საბერძნეთის მაგალითები ადასტურებს, რომ ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ნეგატიური დამოკიდებულება ID ბარათების მიმართ არ არის რაციონალურ საფუძველს მოკლებული.

რა შესაძლებლობა გააჩნიათ საქართველოს მოქალაქეებს, წინააღმდეგობა გაუწიონ მოდერნიზებული პირადობის მოწმობის აღების უალტერნატივო წესს?

საქართველოში პირადობის მოწმობების გაცემის წესი ნორმატიული აქტებით რეგულირდება. აქედან გამომდინარე, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, კონსტიტუციური სარჩელით მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ იგი მიიჩნევს, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღების უალტერნატივო წესი არღვევს მის ძირითად უფლებებს. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში პარლამენტს დაეკისრება ვალდებულება, გადასინჯოს პირადობის მოწმობების გაცემის მოქმედი წესი.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • სოსო says:

    მოგესალმებით, მე წინა სტატიაზე ID ბარათების შესახებ დაგიტოვეთ კომენტარი თხოვნის სახით რომ იქნებ ეკლესიის და საპატრიარქოს აზრი გაგვაგებინოთ ამ საკითხთან დაკავშირებით რადგან ჩვენ არ ვართ საქართველოში ჩვენთითონ ვერ მოვიპოვებთ ინფორმაციას და დიდი თხოვნით მოგმართავთ რომ ეკლესიის აზრი შეგვატყობინოთ და მიუძღვნათ ერთი სტატია ამ თემას, დიდი მადლობა წინასწარ, ველოდებით მოუთმენლად

    • თეა says:

      როდესაც ათონის წმინდა კინოტი იღებდა გადაწყვეტილებას ისინიც არ იყვენენ ერთი აზრის,მაგრამ ხუთწლიანი მუშაობის შედეგად შეჯერდნენ ერთ აზრზე.იმედია ჩვენი ერი და ბერიც იმუშავებს ამ საკითხზე და მივალთ საერთო გადაწყვეტილებამდე.

  • ანი says:

    როგორც ვიცი საპატიარქოს მხრიდან ჯერ არ არის დაფიქსირებული რაიმე ერთიანი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

  • თამარი555 says:

    მე ეს იპ ბარათები საშინლად არ მომწონს მაგრამ თუ არ აიღო ხალხმა ვერ იცხოვრებს გავიგე უკვე 15 ათას ადამიანს აუღია და გული მეტკინა რამდენს შეუძლია აირჩიოს მატერიალური,მე მგონია რომ ყველამ უნდა თავი დავდოთ უფლისათვის.

  • ხვიჩა says:

    ეხლა სამწუხაროდ ყურს არავინ იბერტყავს და მერე დაიწყება, გულში მჯიღის ჩარტყმები და სინანულები აქამდე სად ვიყავითო.
    მახსენდება ერთი გერმანელი კათოლიკე მღვდელის ნათქვამი, რომელიც ჰიტლერის დროინდელ გერმანიაში მოღვაწეობდა:
    – როდესაც კომუნისტებს იჭერდნენ, ხმა არ ამომიღია.
    – როდესაც ებრაელებს იჭერდნენ, ასევე ხმა არ ამომიღია.
    – როდესაც რეჟიმით უკმაყოფილო ჩემს მეზობელ გერმანელებს იჭერდნენ, არც მაშინ ამომიღია ხმა.
    – ეხლა როდესაც ჩემს დასაჭერად მოდიან, აღარაფერი მეშველება, რადგან ირგვლივ აღარ დარჩა არავინ, ვისაც შეიძლება დახმარება ვთხოვო.

    დაფიქრდით!!! … ძალიან ბევრისთვის ცოტა ხანში, შესაძლოა ეს ისტორია აქტუალური გახდეს.

  • ნატალია says:

    ჩემი აზრით ეს ნებაყოფლობითი უმდა იყოს,ვისაც სურვილი ექნება აიღოს და ვისაც არ გვინდა თავი დაგვანებონ, უმჯობესია საერთოდ არ მივიღოთ და ყველამ ერთად ვიღონოთ რამე გადარჩენისათვის

  • ანი says:

    ჩვენს ქვეყანაში ატარებენ ექსპერიმენტს.. ყველაზე დაბალი განვითარების ქვეყნებშიც კი აქვთ მოსახლეობას იმის საშუალება და უფლება რომ არჩევით აიღონ ესა თუ ის საბუთი.
    ჩვენ კი დაზომბირებული საზოგადოება ვართ.

    • ალეკო says:

      ზოგი იძულებულია,აი რომ არ აიღონ რა ქნან სწავლა უნდათ მუშაობა.რა, საზოგადოება დაეხმარება ვინმეს?.უნდა შეიცვალოს რეალობა,მარტო წუწუნი არ გვიშველის,ჩვენ ავირჩიოთ მომავალი და არა ვიღაცეებმა ჩვენს მაგივრად, რომ წყვეტენ რა გვსიამოვნებს რა არა და ა.შ რა საბავშვო ბაღია თუ ფსიქიატრიული?იდიოტოკრატია.უფალის დიდებით გავალთ სამშვიდობოს!!!

      • ხათო says:

        კი ალეკო მართალი ხარ, მაგრამ ამჟამად არის დანაწევრებული, გაუნათლებელი, დახარბებული, ზარმაცი, მოუთმენელი, არადამთმობი, უზრდელი, უგუნური, გარყვნილი, ენაგარყვნილი, კაცთმოძულე(ჩემს უბანში სულ ჩხუბია, ყოველ ღამე, და სად უნდა წავიდე რომ იგივე სიტუაცია არ იყოს, მაფრთხილებენ პასუხი არ გაცეო არავისო)
        კარტის მოყვარული, გინების მოყვარული, ლოთობის მოყვარული, ჭამაზე გაგიჯებული, არაფერი არ აკმაყოფილებს არავის, ბედნიერები არიან და ვერ ატყობენ იმიტომ რომ ბევრი ფული უნდა, ლატარიის მოთამაშენი(არადა ქრისტიანი თავისი შრომით უნდა ჭამდეს და არა მოგებით და უსაქმური ფულით,ქურდობით, თან ვინ იგებს ხალხი თუ ვინც ლატარიის ბიზნესშია?)რა ხდება საქართველოში, გეთანხმებით, ექსპერიმენტს ატარებენ, მერე ჩვენ ვნებდებით და ვაყენებინებთ ჩვენს თავს? ქრისტიანული ცხოვრება დაიწყეთ ხალხო! ყველამ, როგორც ქრისტე და მისი მოციქულები ცხოვრობდნენ ისე უნდა ვიცხოვროთ,ბოროტი იკან დაიხევს და ნამდვილად გაბრწყინდება საქართველო! ამინ

  • ეს რიცხვებს რომ აბრახუნებენ 15 000-მა აიღო ჩიპიანი პასპორტიო, ნუ გჯერათ!ხალხს აბოლებენ, ყველაფერში პირველი გამყალბელები ეგენი არ არიან?! მაგათი გამოთვლებით საქართველოს 30% კმარაა, 20% გომოსექსუალისტი და 45% კი გლობალისტი-სუყველაერთად 95% კი ნაციონალები…მათი ოცნებაა რომ ქართველი მართლმადიდებლები დარჩნენ 5% – ოცნება სხვაა და რეალობა სხვა, ვერ ეღირსებიან, კიდევ დაიქუხებს საქართველო!!!

  • თიკო says:

    მე ავიღე ახალი პირადობის მოწმობა სხვა გზა არ მქონდა ძველს ვადა გაუვიდა და რა მექნა? საპატრიარქოს აზრი მაინტერესებს თუ იტყვიან რომ არ ავიღოთ არ ვაიღებთ.გამოსვლებიც რომ გახდეს საჭირო გამოვალთ.ძალიან ვნერვიულობ რადგან უამრავი ადამიანი იღEბს ამ ბარათშ ყოველ დღე და ძAლიან მეშინია მირჩიეთ რა ვქნა?

    • ალეკო says:

      არაა სახარბიელო მაგრამ შემდეგი ეტაპიც აქვს ანტიქრისტეს მოსვლის წინაპირობას, აი ის კი სულისწარმწყმედია.არის ეგეთი რეფლექსი ბაყაყზე ჩატარებული ცდაა თუ ადუღებულ წყალში ჩააგდებ ამოხტება და გადარჩება.თუ ცივში და აადუღებ მოიხარშება ისე რომ აზრზეც არ მოვა!! დაახლოებით ესეა რა

  • ნ. says:

    თაკო ვეაფერს ვერ გირჩევთ, ერთადერთი გაოსავალი ისაა რომ ხლისუფლებამ ალტერნატიული პასპორტების აღების საშუალებაც უნდა მისცს ხალხს, როგორც ეს უკრაინასა და რუსეთშია. ევროპის ქვეყნბმა საერთოდ არ მიირეს ეს პასპორტები. ჩვეზე ექსპერიმენტ ატარებენ თვითონ ევროპლებიც.(((

  • მანანა says:

    როგორ უნდა ვიყოთ ასეთი დაუცველები,ჯერ გატარებული წინა რეფორმების წყალობით მუშაობის უფლება წაგვართვენ,გაგვაღატაკენ. ოჯახების გადასარჩენად უკიდურესობაში ჩაცვენილები გადმოვიხვეწეთ,იმედით რომ შვილებს უკეთესობა ეკნებოდა,მაგრამ ახალგაზრდები ჩვენზე უარესს დღეშია,სწავლის,შრომის ცხოვრების უპლება წართმეულები,მშობლების სითბოს მოკლებულები…ახლა პირადობის მოწმობის აღებაც სანერვიულო გაგვიხდა,არჩევანს არაფერში გვიტოვებენ,რა ხდება? ესაა დემოკრატია?! ხალხის დაუკითხავად ამდენი ექსპერიმენტები არსად არ ხდება ჩვენ რატომ უნდა გავხდეთ ერთი გუნდის მართულნი პირად ცხოვრებაშიც?სად მივყავართ ამ გუნდს? რას მოგვცემს ეს გზა უახლოვეს მომავალში გავიგებთ, მაგრამ გვიან იქნება.ღმერთო შეგვიწყალე…გამოგვაფხიზლე,გაგვაზლიერე!!!

  • ირმა says:

    გეთანხმებით ქალბატონო მანანა.თუ ესე დზალიან უნდათ ჰქონდეთ ეს პირადობები ამ მთავრობას,ხალხს კი მისცენ არჩევანის უფლება.კი დზველი პირადობა დზალაშია მაგრამ ვისაც ვადა გაუვიდა,ან ახალგაზრდობას რომელიც პირველად იგებს პირადობას იმათთვის რეატოა სავალდებულო ეს ბარათები ხომ შეიდზლება ჰქონდათ მათაც არშევანის უფლება?მე მგონი ყველამ უნდა ხმა ავიმაგლოთ ამ უმსგავსობის შესახებ.

  • ლელა ქემოკლიძე says:

    მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს ჯერ უნდა ეკითხა ხალხისთვის და შემდეგ შემოეღო ეს ჩიპიანი პასპორტები. რახან არ გვკითხა , მაშინ ნებაყოფლობითი მაინც იყოს. ვისაც სურს მიიღოს თავისი ნებით, მეშინია სავალდებულო არ გახადონ. აი მაშინ კი მოგვიწევს არჩევნის გაკეთება (ალბათ საბოლოო). ღმერთმა არ ქნას. ხალხო ამოვიღოთ ხმა, არჩევნის უფლებას ნუ გვართმევენ.

  • თავისუფალიაზრი says:

    თუ შავ-ბნელი ძალა არ ხარ რატო უნდა გეშინოდეს შენს შესახებ გაცემული ინფორმაციის?!

  • თემურ მაისურაძე says:

    ID ბარათი გაცილებით მეტ უარყოფით თვისებას და საფრთხეს შეიცავს ვიდრე დადებითს. ეს საკითხი ძალიან სერიოზული განსჯის საგანი უნდა გახდეს. თუ მხარდამჭერთა რიცხვი აღმოჩნდება საგრძნობლად დიდი, მაშინ უნდა ამოქმედდეს მხოლოდ ნებაყოფილობითი აღების წესი . სავალდებულო წესი, ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია. მომავალში, შესაძლო საფრთხეების ნუსხა გაცილებით მეტი იქნება ვიდრე აღნიშნულ სტატიაშია ცამოთვლილი.

  • მე ვფიქრობ რომ მსგავსი პირადობის მოწმობის აღება არ აღება ნებაყოფილობითი უნდა იყოს და ადამიანმა თვითონ გადაწყვიტოს აიღოს თუ არ აიღოს, მაგრამ აქვე ვაეიქსირებ, რომ ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ ქართული პირადობის მოწმობის აღებაში. ყველაფერი იუნფორმაციობისა და უმეცრების ბრალია, ჩიპი დღეს ნებისმიერ ბანკის პლასტიკურ ბარათზეა, ყველა ქვეყანაში მოქმედებს პროდუქციის კოდირების ერთიანი სისტემა, ეგრეთწოდებული შტრიხკოდები, მაშინ გამოდის მაღაზიაშიც არაფერი აღარ უნდა იყიდო, პენსია აღარ უნდა აიღო, ჭამალი აღარ უნდა იყიდო. მე თვითონ მორწმუნე ადამიანი ვარ, მაგრამ იოანეს სახარების 5 თავის 39 მუხლში დაწერილია: “გამოიძიეთ წერილები….” თუ გამოიძევთ გაიგებთ ჭეშმარიტებას და შესაბამისად ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებთ ყოველგვარი შიშისა და ეჭვისაგან. ყველა ეს ელექტრონული სისტემები, მიუხედავად იმისა, რომ წინამორბედი და წინასახეა იმისა, რასაც ანტიქრისტეს სისტემა ქვია, ეს მაინც არ არის მხეცის ნიშანი. თუ წმინდა წერილს გამოიკვლევთ მხეცის ნიშნის მიღების ერთერთი აუცილებელი პირობაა ერთიანი მსოფლიო წესრიგი, ერთიანი მსოფლიო საბანკო სისტემა, ერთიანი მსოფლიო უნაღდო ანგარიშსწორების შემოღება, ანუ ერთიანი მსოფლიო ელექტრონული ვალუტა და ბევრი სხვა პირობა. რომლისკენაც შესაძლოა მივდივართ, მაგრამ ეს დრო ჯერ არ დამდგარა. უმთავრესი განმასხავავებელი ნიშანი ანტიქრისტეს სისტემისა იქნება ის, რომ ის იქნება აშკარა ღვისმგმობი, ღმერთისა და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული და ეს იქნება პირდაპირ. რაც ასევე არ ჩანს. ასე რომ დასკვნა თქვენ თვითონ გააკეთეთ. ცნობისთვის მე არ მაქვს ID ბარათი.

  • რაც არ მომწონს ID ბარათში ეს არის ის რომ, ბარათი მეტი კონტროლის საშუალებას აძლევს სახელმწიფოს, მაგრამ თუ სახელმწიფოს დაჭირდა ის ამ კონტროლს ბარათის გარეშეც განახორციელებს, ბარათი უბრალოდ საქმეს უმარტივებს. მაგარამ დღეს მთელ მსოფლიოში კეთდება არჩევანი: სრული თავისუფლება და დაუჩველობა თუ კონტროლი და უსაფრთხოება. მე თუ შემეკითხებით მირჩევნია სრული თავისუფლება და ასევე სრული უსაფრთხოება, მაგრამ ასე ვერ ხერხდება. ყველაზე მნიშვნელოვანი გულით გწამდეს ღმერთის, მიენდო მას, მიყვე მის სიტყვას და შესაბამისად დროს უპასუხო ადეკვატურად ღმერთი არ გაწირავს თავის შვილებს!!!!!!

  • ია იაკობაშვილი says:

    მოგესალმებით.ძალიან დაინტერესებული და შეწუხებული გახლავართ ID ბარათების საკითხით.გახლავართ საჯარო მოხელე,ვმუშაობ სკოლაში.ვფიქრობ ამ ბარათის აღებით ირთვევა ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის უფლება რამოდენიმე მუხლით,შრომის კოდექსი დამსაქმებელ-დასაქმებულს შორის ურთიერთობის შესახებ,რწმენის შეზღუდვისა და სხვათა და სხვათა შესახებ.ძალიან გთხოვთ მირჩიოთ როგორ მოვიქცე,რა ძომებს მივმართო?წინასწარ გიხდით მადლობას

    • ალეკო says:

      ოქტომბრამდე მოიცადე და მოიქეცი ისე როგორც სინდისი გკარნახობს და აღარ გექნება ეგეთი ტიპის შეკითხვები.თუ არა და გავაგრძელოთ დეგრადაცია და ვადანაშაულოთ ჩვენს უბედურებებში სხვები,სწორი არჩევანი რომ არ გააკეთეს ჩვენს მაგივრად.

  • natia says:

    cnobila, rom id baratebi antiqristes seqtis, msoflio dampkroblebis-masonebis shemogebulia da misi ageba-migeba nisnavs antiqristes bechdis dasmas, rac adamianis warsawkmedejia.

    asi atasi qartveli ewama ert dges imisatvis, rom antiqristes-eshmakis mona-morchili ar kofiliko. mat qriste gmertis sikvarulit udidesi gmiroba chaidines, rac tvitoeuli qartvelistvis misabadzi unda ikos.

    mama giorgi basiladzis sityvebi maxsendeba ,, qartveloba dznelia, magram aucilebeli,, da tu vart qartvelebi, qristes mokvaruli eri, vemsaxurot mas da nu gavxdebit antiqristes da misi mimdevrebis mona. tu ertad davdgebit da gamovichent simtkices am sakitxis mimart, mteri veras dagvishavebs da gadavrchebit. archevani chveni da chveni shvilebis gadarchenisa, chvens tavisufal gadawkvetilebazea damokidebuli. am sikvaruls qriste gmerti sheiwiravs da shegveweva.

    • ანნა says:

      მაინტერესებს წმინდა სინოდმა რა გადაწყვეტილება მიიღო ID ბარათებთან დაკავშირებით დაზუსტებით ხომ ვერ მეტვით.? ასევე მაინტერესებს ნამდვილად აღიარეს თუ არა ID ბარათი ანტიქრისტეს ბეჭდის წინამორბედად?

  • ;) says:

    me mitxre rom alternative piradobebi ar iqnbao operatorma samistros da yvelm id baratebi unda aigos da ara survilis mixedvit aucilblad id baratebio axali infomaciaaaa

  • sbina says:

    es piradoba aranair safrtxe ar shicavs, sashishia chipi implatanti , romlic orgnizmshi adaptirdeba , vtxov zogeiert adamins rom nu manikulireben am temit da nu ashineben xalxs, roca es eleqronuli chveulbrivi barati araa sashishi sainteresoa ras emsxureba mati moqmedeba surt tu ara mat zogirti gulubyvilo adaminis gagijebas?im adminebis romlmbmac ar ician sad aris damamluli namdvili safrtxe . ratom cdiloben es adaminebi tavgza aubnion xalxs?

  • mariami says:

    id ze vinc id ze idzaxis araperiao da ironiuli damokidebuleba akvt am sakitxisadmi,darwmunebuli var aseve umtkivneulod daichipaven tavs.vinc id is winaagmdegebi vart xalxs tav gzas ki ar vubnevt aramed vurchevt ra aris swori.zogi modzgvari mrevls adzlevs kurtxevas aigon id .aseti iyo MAMA TEODORE GIGNADZEC,am kitxvas ro usvamdnen sheidzleboda tu ara id is ageba brazdebodasavit da aigeto ambobda.exlaxans vnaxe video elia.ucoz.com ze, sadac idzaxis ar sheidzlebao.ase ro sheicvalon azri tkvenma modzgvrebmac romlebic agebaze tanaxma arian ra unda knat mere?

  • mariami says:

    lazeri romelic shubls anatebs, im yutshi potos gadagebisas, wvavs im wertils shublis shignit, romelic tavisupali nebis gamgebelia.es patara tkivils iwvevs romelsac ver agikvams organizmi.es chemi sityvebi ar aris ,atonis mtis berisaa,romelic gamokveynebulia kvakutxedshi

  • mariami says:

    SWAVLA ID IS GARESHE <UPIRADOBOTAC SHEIDZLEBA.wina wels da am welsac daishva gvyis wyalobit purceli romelsac piradobis mowmobis punkcia ak .erovnuli gamocdebis centrshi mixvalt da ik yvelapers kargad agixsnian ra tipis urceli unda aigot.wina wels egre chairicxa da exla studentia erti gogo es tviton ganatlebis erovnul centrshi mitxres .gmerti gparavdet kristianuli cxvrebistvis mebrdzolno.

  • მარიამი says:

    რამდენად უსაფრთხოა ამ ბარათების ასაღებად ფოტოს გადაღების პროცესი,ხომ არ ხდება ამ დროს ადამიანის გონებაზე უარყოფითი ზეგავლენა?ჩვენ ხომ საცდელი ცხოველები ვართ ამ წუთისოფლის ძლიერთათვის

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი