“არსებობს სასურველი შედეგის მიღწევის რამდენიმე საშუალება, მათ შორისაა საკანონმდებლო ორგანოში – პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა, რომლის უფლება არანაკლებ 30 000 ამომრჩეველსაც აქვს”
ახალი თაობის პირადობის მოწმობის გაცემა 1-ლი აგვისტოდან დაიწყო და სამოქალაქო რეესტრის ინფორმაციით, ამ დრომდე მისი მფლობელი უკვე 10 000–მდე მოქალაქეა. სექტემბრის ბოლოს ID ბარათების გაცემა მთელი საქართველოს მასშტაბით მოხდება.
ახალი თაობის პირადობის მოწმობის გაცემის არეალიც გაფართოვდა. თავდაპირველად, ბარათები თბილისის ტერიტორიულ სამსახურებში, ბათუმისა და რუსთავის იუსტიციის სახლებში გაიცემოდა. ამჯერად, აღნიშნულ რეგიონებს დაემატა: გურიის, სამეგრელოს, შიდა და ქვემო ქართლის, კახეთის, მთიანეთის ტერიტორიული სამსახურები და სხვ.
საზოგადოების ინტერესი ID ბარათებთან დაკავშირებით ყოველდღიურად იზრდება. მოგვმართავს არაერთი ადამიანი კითხვით, – არის თუ არა საფრთხის შემცველი მისი აღება და ერთი შეხედვით, გაყალბებისგან მაქსიმალურად დაცული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი იქცევა თუ არა მოქალაქეთა კონტროლის მექანიზმად?!
რა ფუნქციებს შეიცავს ID ბარათი, ერთმევა თუ არა ადამიანს არჩევანის უფლება და რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ახლის ნებაყოფლობით და კვლავ ძველი მოწმობების აღება? ამჯერად “ამბიონის” ამ და სხვა კითხვებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტი, ქეთი კრაწაშვილი პასუხობს:
განგვიმარტეთ, რა არის ID ბარათი და რატომ გახდა აუცილებელი მისი შემოღება?
ID ბარათი წარმოადგენს პირადობის დამადასტურებელ ელექტრონულ მოწმობას, რომლის გაცემაც, ს.ს.ი.პ. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ, გარდა რამდენიმე გამონაკლისი შემთხვევისა, ხდება მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით. ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელზე ელექტრონული ფორმით დაიტანება (ჩაიწერება) პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მონაცემები.
რაც შეეხება შემოღების აუცილებლობას, აღნიშნული საკითხი ცდება საქართველოს კანონმდებლობით მოწესრიგებულ სფეროს.
რამდენიმე ქვეყანამ (საბერძნეთი,ინგლისი..) უარი თქვა ID ბარათების შემოღებაზე, იმ მიზეზით რომ ეს მოქალაქეების თავისუფლებას ზღუდავს. შესაძლებელი იყო თუ არა, ჩვენ ქვეყანასაც მსგავსი გადაწყვეტილება მიეღო. მითუმეტეს, რომ პროტესტი, მისი შემოღების წინააღმდეგ ათასობით ადამიანმა ხელმოწერების შეგროვებითაც გამოხატა?
ID ბარათების შემოღებაზე გადაწყვეტილება, საკანონმდებლო ცვლილებების სახით მიღებულ იქნა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს – საქართველოს პარლამენტის მიერ და მის შესასრულებლად შეიქმნა რამდენიმე კანონქვემდებარე აქტი. რაც შეეხება საქართველოს მიერ საბერძნეთისა და ინგლისის მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, აღნიშნული საკითხი ცდება საქართველოს კანონმდებლობით მოწესრიგებულ სფეროს.
არსებობს მოსაზრება, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობები შეიცავს ფუნქციებს, რომლის მეშვეობითაც, ფარული კონტროლის ფორმით, პიროვნების გაშიფვრა თავისუფლად იქნება შესაძლებელი… ამის კვალობაზე, ხდება თუ არა ადამიანური უფლებების დარღვევა?
“საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად: ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს უნდა ჰქონდეს საკმარისი ტევადობა და თვისებები, რათა გარანტირებული იყოს მონაცემთა ერთიანობა, ავთენტიკურობა და კონფიდენციალურობა.
ელექტრონული პირადობის მოწმობით ფარული კონტროლის ფუნქციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობაში არაფერია მითითებული. რაც შეეხება ადამიანის უფლებების შეზღუდვას, ადამიანის ძირითადი უფლებები წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ სიკეთეს და მათი ნორმატიული აქტით შეზღუდვის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესით, შეიძლება დადგეს ნორმის არაკონსტიტუციურობის საკითხი.
რეალურად, ID ბარათი არის თუ არა “ტოტალური ზიანის მომტანი” და ადამიანების დასაზომბირებელი საშუალება? ერთმევა თუ არა ადამიანს თავისუფლება?
აღნიშნული საკითხის შეფასება ცდება ჩემი უფლებამოსილების სფეროს. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ID ბარათი არის მოქალაქის პირადობის მოწმობა, რომელიც უნდა შეიცავდეს კონკრეტული მოქალაქის შესახებ შემდეგ ინფორმაციას: სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, დაბადების ადგილს, პირად ნომერს, ფოტოსურათს, პირად ხელმოწერას, მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას, მოწმობის გაცემის თარიღს, მოწმობის მოქმედების ვადას, ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს. ამასთან, ეს არის დოკუმენტი, რომლის მიმართ არსებულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოთხოვნას წარმოადგენს დატანილი ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა.
ევროპის ქვეყნების კვლევით აღმოჩნდა, რომ ID ბარათის მეშვეობით, მოქალაქეების საიდენტიფიკაციო მონაცემები დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომი იქნება. შესაბამისად, სახელმწიფოს შეეძლება გააკონტროლოს ამა თუ იმ მოქალაქის ყოველდღიური ცხოვრება..
მოცემულ შემთხვევაში დაინტერესეებულ პირში არ უნდა ვიგულისხმოთ ნებისმიერი პირი, რომელსაც უბრალოდ დააინტერესებს, ან გარკვეული საქმისთვის დასჭირდება სხვა პირის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია. საქართველოს ზოგადი ადმინსიტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის “თ” პუნქტის თანახნად პერსონალური მონაცემები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, რომელიც პირის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა; ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, კი “საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას. განცხადებაში აუცილებელი არ არის მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი. სხვისი პერსონალური მონაცემების ან კომერციული საიდუმლოების მოთხოვნის თაობაზე განცხადების შეტანისას, განმცხადებელი, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წარადგენს შესაბამისი პირის სანოტარო წესით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებულ თანხმობას”.
შესაბამისად, პერსონალური მონაცემები, ნებისმიერი პირისთვის ხელმისაწვდომი არ უნდა გახდეს.
სამოქალაქო რეესტრის განცხადებით, ID ბარათების აღება სავალდებულო არაა, ძველი მოწმობები ვადის გასვლამდე ძალაში რჩება, თუმცა ახალი დოკუმენტების აღების შემთხვევაში მოქალაქე მიიღებს ID ბარათს. ფაქტობრივად, ადამიანს არჩევანის საშუალებაც აღარ ექნება, შესაბამისად, ის იძულებული გახდება აიღოს ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობა… მოქალაქეს არჩევანის უფლება არ უნდა ჰქონდეს?
“საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად: “სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა” რაც შეეხება პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირადობის მოწმობას, მასში სწორედ ჩვეულებრივი პირადობის მოწმობა იგულისხმება.
აქვე საჭიროდ მიმაჩნია აღინიშნოს “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანების 25-ე მუხლი, რომელიც პირადობის მოწმობის ერთადერთ სახედ ასახელებს ელექტრონულ პირადობის მოწმობას და ადგენს რამდენიმე გამონაკლის შემთხვევას, როდესაც შესაძლებელია პირადობის მოწმობა, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაისცეს. აღნიშნული შემთხვევებია:
ა) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით;
ბ) სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით (მეტეოროლოგიური პირობები, ფორსმაჟორული გარემოებები და სხვ.) შეუძლებელია დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიწოდება/გადაცემა მისი გამცემი ტერიტორიული სამსახურისათვის ან/და დაინტერესებული პირისათვის.
გ) თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია იმ პირის გადაადგილება (ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება), რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი;
დ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი;
ე) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გადაცემის შეუძლებლობის თაობაზე სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირი, დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, გამოსცემს წერილობით გადაწყვეტილებას. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაიცემა “საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ქართულ და ქართულ-აფხაზურ ენოვანი ბლანკების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 16 მარტის №455 და “საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა ბინადრობის მოწმობის ბლანკის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 23 ივნისის №616 ბრძანებებით განსაზღვრული ფორმების შესაბამისად.
ნიშანდობლივია ისიც, რომ გამონაკლის შემთხვევებში გაცემული პირადობის მოწმობების მოქმედების ვადა მაქსიმუმ 6 თვეა.
შესაძლებელია თუ არა დაკმაყოფილდეს მრევლის მოთხოვნა, გაიცეს კვლავ ძველი მოწმობები და ნებაყოფლობით, – არასავალდებულო წესით მოხდეს პლასტიკური ბარათის აღება?
როდესაც კანონმდებლობით დადგენილი კონკრეტული საკითხები, პირთა განსაზღვრული კატეგორიისთვის არის მიუღებელი, არსებობს სასურველი შედეგის მიღწევის რამდენიმე საშუალება, მათ შორისაა საკანონმდებლო ორგანოში – პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა. ამისთვის საჭიროა საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტი. საქართველოს კონსტიიტუციის 67-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად:
საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, მთავრობას, პარლამენტის წევრს, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის კომიტეტს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს, არანაკლებ 30 000 ამომრჩეველს.
ხოლო, ადამიანის კონსტიტუციით დაცულ უფლებებთან, თითოეული ნორმატიული აქტის შესაბამისობის საკითხს, დაინტერესებული პირის კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო.
თუ შეიძლება თქვენი რეკომენდაცია აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით?
რაც შეეხება რეკომენდაციას, მოცემული საკითხის სამართლებრივი პრობლემურობა, საკანონმდებლო ცვლილებებების სიახლის გამო, ჯერ პრაქტიკაში არ არის გამოკვეთილი, შესაბამისად, ამ ეტაპისთვის რთული იქნება კონკრეტულ რეკომენდაციებზე საუბარი.
თემის აქტუალურობიდან გამომდინარე “ამბიონი” ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებს. შევეცდებით, ჩვენს მკითხველს სხვადასხვა სპეციალისტთა მოსაზრებები მივაწოდოთ.
თეონა ნოზაძე

აუცილებლად უნდა მივაღწიოთ იმას რომ არჩევანის უფლება არ წაგვართვან
გთხოვთ მოგვაწოდოთ ეკლესიის აზრი და საპატრიარქოს აზრი ამასთან დაკავშირებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს, მოუთმენლად ველით ეკლესიის აზრს, დიდი მადლობა
ვფიქრობ აუცლებელია არჩევანის უფლება გვქონდეს, სხვაგვარად იძულებითმოგვიწევს ელექტრონული პირადობის მოწმობები აღება. ხალხო ხმა ამოვიღოოოთ!!!
25 სექტემბერს, კვირას 14.00 სთ-ზე მეტეხის ხიდზე ის მართლმადიდებლები იკრიბებიან ვისაც ხელი აქვს მოწერილი უჩიპო საბუთების დატოვების მოთხოვნაზე, ან ვისაც არ სურს ID მოწმობის აღება.ყველა მივიდეთ და იქ გამოვხატოთ ჩვენი მოთხოვნა. ვიცი, რომ 15 ათასამდე ხელმოწერა აქვს მართლმადიდებელთა კრებულს შეგროვილი. კიდევ ერთი მაგდენის მოგროვებაშიც მოვეხმაროთ და ოფიციალურად მოვითხოვოთ.
ქეთი აშკარად თავს არიდებს ხელისყფლების მხრიდან ძალადობის დაფიქსირებას, თუმცა ეს ისედაც ჩანს…
ეს ყველაპერი არგევს ადამიანის პსიქოლოგიას და დამოკიდებული ხდება ტვიტ ადამიანი ადამიანისვე შექმნილ ნივტზე რომელიც სრულად განაგებს ადამიანის ცხოვრებას და ხდება მისი მოდუნება რის შედეგად მარტივდება ადამიანის მარტვა რაც სრულიად დაუშვებელია მარტმადიდებელი ადამიანისატვის ყველას მოვუწოდებ რომ შეიკავოს ტავი მისი აგებისაგან
რაგაცა ძაან არალოგიკურ პასუხებს სცემს, კითხვაზე პირდაპირ არ პასუხობს შორიდან უვლის
ჩვენ აუცილებლად უნდა გხკონდეს არჩევანის გაკეთების უფლება.
gvainteresebs saqartvelos patriarqis azri,ID baratebis shesaxeb,aris ru ara aucilebeli ageba,da tu ar gvinda rim avigot ra xerxs mivmartod?
ვადა გამდის პირადობის მოწმობაზე 25 მარტს, ძალიან არ მინდა აგება და რა ვქნა? საპატრიარქო რა აზრისაა ძალიან გთხოვთ მომწერეთ თქვენი აზრი?
დახმარემა მიჯირს
ეს ID ბარატები უნდა აიკრდზალოს ხალხნო ხმა ავიმაგლოთ ამის შესახებ. ჩემსას ვადა გაუვიდა და იძულებული ვიყავი ამეგო. ესე ერ უნდა ხდებოდეს!!!
arvici ra vtkva. mxolod imis tkma shemidzlia rom upro mosaxerxebelia amis gamoyeneba, meti arapris
arc me mindoda ageba, magram vada gauvida chemsasac da sxva gza ar mkonda