5 ივლისის წმინდა სინოდის სხდომის განჩინება, მედიას გორისა და სამთავისის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრია გვაზავამ გააცნო.
მისი თქმით, სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილებოდა, მათ შორის ID ბარათების თემაც:
“სადღეისოდ წარმოდგენილი ID ბარათების ვერსია საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი, აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია. თუმცა, ვინაიდან ეს საკითხი საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ეთხოვა საქართველოს მთავრობას, თუ არის შესაძლებელი, დაშვებული იყოს ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები,”- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ვისაც არ უნდა მაგათვის უნდა იყოს ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთი
არასწორადაა განცხადება გაკეთებული თუ შესაძლებელია მასე კიარ უნდა ეთქვა მეუფე ანდრიას კატეგორიულად უნდა მიემართა მთავრობისთვის რო შეიცვალოს,მაგრამ აქ სხვა რაღაცას აქვს ადგილი…გამოვფხიზლდეეთ ხალხნოოო
კი იყოს ალტერნატიული საბუთები,მაგრამ ნუ გაფთხობტ ID ბარათები.მაშინ არ ისარგებლოთ აღარც “მეტრომანით”.ბანკში არ გახსნათ ანგარიშები და ნურც კომპიუტერთან სხედხართ.ცოტა რეალურად შევაფასოთ.ჩემზე მეტად არამგონია ბევრი შეწუხებულიყო მაგისი აღებით.აბიტურიენტი ვიყავი და მჭირდებოდა აუცილებლად.აქეთ-იქით დავრბოდი,მამაოებს ვეკითხებოდი… ცოტა აზროვნებასაც თუ დავაყოლებთ ყველა ჩვენგანი მიხვდება რომ ხანდახან ფანატიზმში გადაგვდის ეს ყველაფერი. მე მაქვს ID ბარათი ,მაგრამ სიყვარული არ გამნელებია და ამითი არაფერი შეცვლილა….. ძAლიან კარგი,უნდა იყოს ალტერნატიული საბუთები ,მაგრამ სხვა რაღაცებს ნამდვილად არ აქვს ადგილი!
საკუთარ აზრს სანამ დავაფიქსირებთ ჯობს ზოგჯერ მამებსაც დავეკითხოთ ურიგო არ იქნება—ესეც მეგობრულ რჩევად მიიღეთ
ნამდვიალდ ასეა და ჩვენ არავინ ვართ რომ წმიდნა სინოდს ვასწავლოთ რა განცხადება როგორ უდნა გააკეთოს
წმინდა სინოდს რა თქმა უნდა ვერ ვასწავლით ვერაფერს მაგრამ რაც გადაწყდა სინოდზე და მოეწერა ხელი ის უნდა გამოვიდეეს ხალხში და არა შეცვლილი ვარიანტი..ეტყობა თქვენ კიდევ არ იციიით ბევრი რაამ…;)
ღმერთმა ქნას უფალმა შეცვალოს მათი გონება.. მემგონი დევნა პირველ რიგშო საქართველოში დაიწყება.. სადაც მეტი მადლია იქაა ეშმაკი.. აქ არის სიწმინდეთა უმრავლესობა..
მე ის მაინტერესებს რატომ შეგვქმნა ღმერთმა თუ ერთ დაცემულ ანგელოზს უნდა ჩაუგდოს დასაღუპად ჩვენი თავი? ღმერთს ვუყვარვართ და არ მგონია მასე გაგვწიროს
ადამიანის უდიდესი საჩუქარი ღმრთისგან, ესაა არჩევანის გაკეთების უფლება,ანუ ე.წ. თავისუფლება. ანტიქრისტეს ამოცანა კი სწორედ ამ არჩევანის უფლების წართმევაა ჩვენთვის, ანუ თავისუფლების შეზღუდვა და საბოლოოდ ნებაყოფლობით დამონება, რაც საბოლოოდ ადამიანის ყველაზე სუსტ წერტილზე, კუჭზე გადის. მსგავს საქციელებს დღესდღეობით სხვადასხვა სახით ვხვდებით, ამ შემთხვევაში ესაა მხოლოდ ერთი ალტერნატივის არსებობა რაც (ID) პირადობის მოწმობებით აისახება, ფაქტიურად ადამიანის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას გავს, არჩევანის უფლების.ესაა და ეს, ბოლო ჟამისთვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი მოვლენაა და სულ არაა საჭირო სასოწარკვეთა. საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, ჯერჯერობით. ვილოცოთ, ვიმარხულოთ,და შეწევნაც არ დააყოვნებს. ღმერთმა დაგვლოცოს და გაგვაძლიეროს, ამინ!
მამა თეოდორემ სწორად თქვა, ძალიან ბევრია ბიომეტრული პასპორტიტ და სუფთა გულით და საქმით და ბევრიც ამ პასპორტის გარეშე,თუმცა დამძიმებული სულის პატრონი