მთავარისაზოგადოებაID ბარათებთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართა (14.07.2013)

ID ბარათებთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართა (14.07.2013)

ორგანიზაცია “მართლმადიდებელთა კრებული” საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ელექტრონული პირადობის მოწმობის ალტერნატივის ზაზა ნანობაშვილი დაშვების თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართავს.

როგორც ზაზა ნანობაშვილმა განაცხადა, “მართლმადიდებელთა კრებულის” კომისია ბოლო პერიოდში კვლევას აწარმოებდა და უცხო ქვეყნებში ელექტრონულ მოწმობებთან დაკავშირებით მიმდინარე სახელმწიფო გადაწყვეტილებებს ეცნობოდა.

ზაზა ნანობაშვილი (“მართლმადიდებელთა კრებულის” ხელმძღვანელი): “დღეს ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ 2013 წელს გამოშვებული უჩიპო პირადობის მოწმობები, რომელსაც გასცემს მთელი რიგი ევროპული განვითარებული ქვეყნები როგორიცაა: ინგლისი, საფრანგეთი, იტალია, ხორვატია, მოლდოვეთი და სხვა მრავალი ქვეყანა.

ასევე მოვაწყეთ ფილმის ჩვენება, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა განვითარებული ქვეყნების მაგალითი, აღმოჩნდა, რომ ამ ქვეყნებში ელექტრონული პირადობის მოწმობების აღება სავალდებულო საერთოდ არ არის. და რაც მთავარია, არც ერთ ქვეყანაში არ არის იძულება”,- ამბობს ზაზა ნანობაშვილი.

8 COMMENTS

  1. ესეთი რამე მხოლოდ აქ ხდება…დაბალი დონის მაჩვენებელია …ქართველები ვერ იცავენ თავიანთ უფლებებს…
    ეს იმიტომ ხდება,რომ ვისაც არ სურს წესების დაცვა ვერც სხვას მოთხოვს ამას! აი ეს არის სენი საქართველოში…
    მე ჯერ არ მინახავს ქუჩაში ნაგავი სანაგვეში ჩაეგდოთ!!! ასეთმა ადამიანებმა სხვას რა წესრიგი უნდა მოთხოვონ, თორემ აქამდე ამაზე იქნებოდა საუბარი?! მოითხოვდა ერი და მაშინვე დააკმაყოფილებდნენ!

  2. მე და ჩემი ოჯახი არ ავიღებთ id ბარათს რატომ? მაგაზე არ ვილაპარაკებ, ეგ ცოტა სხვა თემაა. მაინტერესებს რას უპირბს ჩვენი მოამაგე მავრობა ჩვენნაირ მოქალაქეებს? ყველანაირი იურიდიული უფლება დავკარგე ამისგამო.ეხლა კი ვაჟი მეთორმეტე კლასში გადადის,კარგად სწავლობს,გპიში აპირებს სწავლის გაგრძელებს,დიდი პროგრამისტი უნდა რომ გახდეს! ცოტა ხნის წინ სკოლაში დაიბარეს ჩემი მეუღლე და გააფრთხილეს! თუ id ბარათს არ აიღებთ სექტემბრამდის ოქტომბერში გამოცდაზე არ დაუშვებთ თქვენ ვაჟსო.აი ასეა საქმე.მე იძულებული ვარ ვიფიქრო ისეთ ქვეყანაში წავიდე სადაც ალტერნატივა მექნება და ალბათ ჩემნაირად ბევრი ფიქრობს.არ მოვყვები ბევს მოკლედ ვიტყვი ეს ჩემთვის ტრაგედიაა და განაჩენია,ამის ღირსი თუ გავხდებოდი ვერას დროს ვერ წარმოვიდგენდი.ისე მიყვარს ჩემი დედა-საქართველო რომ,მარტო დარდით მოვკვდები მის გარეშე, მე ეს გამოცდილი მაქვს და კიდევ ერთხელ ამას ვერ გავუძლებ . ვინ აწყობს ასეთ მზაკვრულ შეთქმულებას ვის უნდა ეს? სადაც კი უჭირდა ჩემს სამშობლოს ყველგან წინ ვიდექი. შედეგი კი რა გვაქვს ბუნდოვანი მომავალი უცხო მხარეში….. გამცეს ამაზე პასუხი თეა წულუკიანმა,გამცეს ამაზე პასუხი ბიძინა ივანიშვილმა, თუ სულ არ დაბრმავდენ და დაყრუვდენ,მე ვარ ეროვნული მოძრაობის ერთი რიგითი ჯარისკაცი რომელსაც არასდროს ხმა არ ამომიღია და ჩემს დედა-სამშობლოს სიყვარულისგულისთვის ვუმსახურები. დავით ხუბულური გორიდან.

  3. ერთად უნდა დავდგეთ ბატონო დავით ამის წიმააღმდეგ და არა მარტო ამის არამედ ყველა უსამართლობის წინააღმდეგ რაც ხდება მთავრობიდან ახალი,ძველი თუ მომავალი!სანამ ერთად დგომას არ ვისწავლით, საქმე ესე იქნება ყოველთვის…შენი სახლი მოსაწყობად სხვას,უცხოელს რატომ უნდა გადააბარო?…სანამ შენს სახლს თვითონ არ დაალაგებ, ასე ორომტრიალში იქნება!!!…ხელისუფლება ხალხია და ამას ვერ მიმხვდარა, იმიტომ რომ ერთად არ დგას სიმართლის მოსათხოვად, არამედ მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნებში მიაჩნია გამოსვლა…ამის გამოს ვერ ღებულობს ვერანაირ წინსვლას და ერთ ადგილას ტრიალებს!ნუთუ მთავრობა შეიცვალა???
    და კიდევ ერთი…ვინც აიღებს იმან ინაღვლოს!!!
    უფალი მეფობს!

  4. mec ar vigeb id barats,velodebi raime saxis cvlilebas,da arc aranair aucileblobas ar warmoadgenda id baratis shemotanas chven qveyanashi,vimedovneb meqneba sashualeba imis,rom avigo iseti piradobis mowmoba rogoric adre mqonda.

  5. იმედია ამ ყოველივეს შემდეგ, წულუკიანი სწორ არჩევანს გააკეთებს და მოგვეცემა ყველას საშუალება ავიღოთ ისეთი პირადობის მოწმობები,როგორიც გვინდა.აუცილებლად უნდა გვქონდეს არჩევის უფლება ქალბატონო თეა:)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები