მთავარი » პოპულარული

“იავნანა” საქველმოქმედო კონცერტს პარიზში მართავს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.05.2012 | 1,585 ნახვა

იავნანა პარიზში 18 მაისს პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “იავნანა” პარიზის “სალ პლეიელ”-ის საკონცერტო დარბაზში უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ს აღსაყდრებიდან 35 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საქველმოქმედო კონცერტს გამართავს.

პატრიარქის მიერ შექმნილ ნაწარმოებებს მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოლისტები შეასრულებენ და ასევე წარმოგვიდგენენ ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის საუკეთესო ნიმუშებს.

პროგრამაშია ქართული საგალობლებიც საპატრიარქო გუნდის, თბილისის ოპერისა და ბალეტის გუნდისა და საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის შესრულებით.

კონცერტში მონაწილეობენ პაატა ბურჭულაძე, ბადრი მაისურაძე, იანო ალიბეგაშვილი, ნანა ქავთარაშვილი, ანიტა რაჭველიშვილი, თამარ გვერდწითელი, მარიამ როინიშვილი, სოფო ნიჟარაძე, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, თეონა დვალი, ანსამბლი “შვიდკაცა” და სხვები.

კონცერტზე შემოსული თანხა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს მოხმარდება.

დასაწყისი 20.00 საათზე
პარიზი. სიტე დე ლა მიუზიკ- სალ პლეიელ
ფობურ სენ’ტ’ ონორე 252, 75008


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი