მთავარი » საზოგადოება

იაპონიის ტრაგედია საზოგადო ტკივილად იქცა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.03.2011 | 3,480 ნახვა

დამანგრეველი მიწისძვრები, ქარიშხარი, წყალდიდობა… მსოფლიოს მასშტაბით ბუნებრივი კატაკლიზმები ბოლო დროს სულ უფრო გახშირდა. 2011 წლის 11 მარტს კი მათ რიცხვს იაპონიაში მომხდარი დამანგრეველი ძალის მიწისძვრა შეემატა, რომელმაც ცუნამი გამოიწვია. სტიქიურმა უბედურებამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

თუ რატომ უშვებს უფალი ასეთ განსაცდელს ადამიანებზე, გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი დიონისე გვიმრაძე:

მამა დიონისე (გვიმრაძე): ,,ეს არის ღვთის რისხვა და გაკვეთილი არა მარტო იმ ერისადმი, რომელსაც თავს დაატყდა ეს უბედურება, არამედ მთელი კაცობრიობისადმი. უფალი მზრუნველი, აღმზრდელი და გამომცდელია. მისი რისხვა კი საკმაოდ პირობითია, რადგან იგი არასდროს მრისხანებს. მომხდარი აღნიშნულ შემთხვევაშიც ამ კუთხით უნდა დავინახოთ.

იაპონია თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანაა. ეს ფაქტი კი ალბათ იმის მიმანიშნებელია, რომ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური ზესწრაფვის სურვილი. ღმერთი არ გვიშლის, რომ ცხოვრებაში რაღაც შევქმნათ, აღვასრულოთ კეთილი საქმე. პირიქით თავად უფალია შემოქმედი და როდესაც მან ადამიანი თავის ხატად შექმნა, ეს თვისებაც უბოძა. შესაბამისად, ადამიანი რაღაცას უნდა ქმნიდეს, მაგრამ როგორც სჩანს და ვხედავთ, ღმერთს არ სურს ისეთი შემოქმედება, რომელიც მასთან ურთიერთობაში ხელს შეგვიშლის. ამას ადასტურებს ბაბილონის გოდოლის მშენებლობის მაგალითიც. ეს ჩვენმა ერმაც უნდა გაითვალისწინოს, რადგან თითქმის ყველაფერს, რასაც აღვასრულებთ არა ღვთის ნებაზე მინდობითა და ადამიანისთვის სულის სარგებლობის მინიჭებით არის ნაკარნახევი, არამედ მხოლოდ მიწიერისადმი კეთილდღეობის მოხვეჭის სურვილით.

არავინ იცის, რა იქნება ხვალ. არც ჩვენ ვართ დაზღვეულები და არ გვაქვს უფლება პირდაპირ განვაცხადოთ, რომ მიწისძვრა იაპონელი ხალხის უსჯულოების გამო მოხდა, თუნდაც ასე იყოს. თუკი ადამიანს არ გააჩნია მოყვასის განსჯის უფლება, როგორი დაცემაც არ უნდა ჰქონდეს მას, მითუმეტეს, მიუღებელია რომელიმე ერის განსჯა. არც ჩვენ გვაკლია უღმერთობა და უსჯულოება. ხოლო სხვის მაგალითზე ჩვენც უნდა ვისწავლოთ ჭკუა.

თუ შევეცდებით იმის დაწვრილებით ახსნას, რაც ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება, გამოდის, რომ ღმერთიც უნდა ავხსნათ, რაც ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელია. უფალი არის სიკეთე და სიყვარული. არ ვიცით, ეს ამ ხალხს რატომ დაემართა, მაგრამ ადამიანი მარადიული ცხოვრებისთვის არ მოსულა ამქვეყნად. მაცხოვარმა უკეთ იცის, ვინ როგორ და როდის უნდა გაიყვანოს ამ წუთისოფლიდან. დიდი ალბათობაა იმისა, რომ ბევრი დაფიქრდეს.

თუმცა ბაბილონის გოდოლის მშენებლობა მაინც გაგრძელდება, მაგრამ შეიძლება ბევრმა მშენებლობაში მონაწილეობა აღარ მიიღოს.’’

ქართველები დაიმედებულნი ვართ, რომ საქართველო რადგან ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, დედა ღვთისა დაგვიფარავს და აქ მსგავსი არაფერი მოხდება…

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ისტორიამ და უახლოესმა წარსულმა მრავალი უბედურება მოგვიტანა. მართალია, კი გადავურჩით საბოლოო განადგურებას, მაგრამ ჭირი ხომ გადავიტანეთ.

მეორეც, მართლმადიდებელი ადამიანის ცნობიერება წმიდა წერილსა და სამოციქულო გადმოცემას უნდა ეფუძნებოდეს. იქ კი არსად გახლავთ მოცემული სწავლება იმის შესახებ, რომ საქართველო გამორჩეული იქნება და ამ ყველაფერს გადაურჩება. ღვთის წინაშე ჩვენც ისეთივე ერი ვართ, როგორც სხვა. ასე რომ, ამ მხრივ უპირატესობა არ გვაქვს.

საეკლესიო გადმოცემა იმის შესახებ, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, არ გულისხმობს მის განსაცდელების გარეშე ყოფნას, რადგან თავად ღვთისმშობელს მოუწია უდიდესი ტკივილის გადატანა. მისი მფარველობა კი იმაში გამოიხატება, რომ საუკუნეების მანძილზე ჩვენმა ერმა გაუძლო ყოველგვარ ავბედითობას. დღეს კი, როდესაც ასე მძიმე მდგომარეობაში ვართ ჩვენ და მთელი მსოფლიო უფრო მეტი დაფიქრება და ყურადღება გვართებს. მარტო იმის ძახილი, რომ ღვთისმშობელი მფარველობს ჩვენს ქვეყანას, არ გვაძლევს გადარჩენის და მშვიდად ყოფნის პირობას. მითუმეტეს, რომ ქართველების ნახევარი საქართველოში აღარ ცხოვრობს. ხოლო რადგან სხვა ქვეყნებს მოციქულები მფარველობენ, ამიტომ გასწირავს მათ უფალი?!

ქრისტე ყველას ღმერთია. ის თანაბრად მოვიდა თითოეული ჩვენგანისათვის და არავის არ არჩევს. ,,რადგან ღმერთთან არ არსებობს მიკერძოება (რომ.2:11).’’

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II წმიდა სინოდის წევრებთან ერთად, იაპონიაში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით, თანაგრძნობის გამოსახატად იაპონიის საელჩოში იმყოფებოდა. სამძიმრის წერილები გაეგზავნათ იაპონიის იმპერატორსა და იაპონიის ეკლესიის მეთაურს.

უწმინდესმა დიდი გულისტკივილი გამოთქვა იაპონიაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელიც საზოგადო ტკივილად იქცა. დალოცა იაპონია და მისი მკვიდრნი, რომელთაც, პატრიარქის თქმით, მსოფლიოს უჩვენეს მაგალითი სიმტკიცისა, შინაგანი სიძლიერისა და ორგანიზებულობისა, თუ როგორ ღირსეულად შეუძლიათ ამ ქვეყნის მკვიდრთ, გაუძლონ ურთულეს პრობლემებს.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • ანი says:

    ძალიან კარგი სტატიაა! დიდი მადლობა.მართლაც საჭიროა ეს ყველამ წაიკითხოს, განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, ვისაც ჰგონია რომ ქართველები განსაკუთრებულები ვართ და ჩვენ არ მოგვეთხოვება და არც მოგვეკითხება საკუთარი ცოდვები, რადგან ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართო და შეგვიძლია არხეინად ვიყოთო..

  • მანანა says:

    მართლაც საყურადსაღებოა ყველა ადამიანისათვის,განსაკუთრებით მცირედ მორწმუნეებისათვის.საშინელი ტრაგედიის მხილველები გავხდით.უფალმა დაგვიფაროს და გაგვაძლიეროს!

  • სოსო says:

    თითეულმა ჩვენგანმა უნდა გავაცნობიეროთ,თუ რატომ დატრიალდა უბედურება იაპონიაში?
    ღმერტის რისხვის უნდა გვეშინოდეს და უნდა მოვინანიოთ ჩვენი ცოდვები უფლის წინაშე

  • ანია says:

    ნათელი გონებია ნააზრევია…იაპონიის ტრაგედია საზოგადოების ნაწილის, მათ შორის სასულიერო პირების ნაწილის მხრიდანაც აღქმული იქნა, როგორც სასჯელი ამ ერის მიმართ.. ისე გამოვიდა, თითქოს იაპონელები დასაჯა უფალმა მათი არასწორი წესით ცხოვრების გამო.. არავინ იცის როდის რომელ ერს დაატყდება თავს მსგავსი რამ… მამა დიონისეს სტატია, როგორც ყოველთვის, ბრძნული და მიუკერძოებელია…

  • თაველა says:

    უფალო გვიხსენ ჩვენ ცოდვილნი……..

  • მზაღო ნინო says:

    ვწუხვარ ამ ამბით! უცხადებ სამძინარს,ვიზიარებ ამ მწუხარებას შექმნილი სიტუაციის გამო.და აქვე მინდა ვთქვა არ შეიძლება ბუნებას ასე შეეჭიდო რომ აღარაფერი ვთქვა ღმერთზე,

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი