მთავარი » პოპულარული

ჰიპერტენზიის კვირეული (1-ლი- 7 აპრილი)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.04.2013 | 2,290 ნახვა

წნევა 1-ლი აპრილიდან ერთი კვირის განმავლობაში ჰიპერტენზიის კვირეული აღინიშნება. “აიცილე თავიდან ინფაქტი და ინსულტი-აკონტროლე წნევა”-ამ ლოზუნგით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარებას გეგმავს.

2013 წელს პრიორიტეტულ თემად არტერიული ჰიპერტენზია დასახელდა.

საქართველოში, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ “2013 წლის” არტერიული ჰიპერტენზიის კონტროლის წლად და “7 აპრილის” არტერიული ჰიპერტენზიის დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით, 2013 წლის 1-7 აპრილს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ატარებს არტერიული ჰიპერტენზიის კონტროლის კვირეულს.

ჯანმო-ს მონაცემებით მსოფლიოში ხუთიდან ორ ზრდასრულ ადამიანს აღენიშნება სისხლის მაღალი წნევა. მსოფლიოში ჰიპერტენზიით ყოველწლიურად 1,5 მილიარდი ადამიანი ავადდება და 7 მილიონი კვდება.

ქართული რეალობა მეტად მძიმეა. დაავადებათა კონტროლისა ცენტრის მონაცემებით ჰიპერტენზიის გავრცელების მაჩვენებელი ბოლო 12 წლის განმავლობაში დაახლოებით გასამმაგდა (გაიზარდა 220%-ით). ყოველი 10 გარდაცვალებიდან 5 ჰიპერტენზიას უკავშირდება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით საქართველო იმყოფება მსოფლიოს იმ 5 ქვეყანას შორის, რომელთა მოსახლეობაშიც აღინიშნება არტერიული წნევის ყველაზე მაღალი ციფრები; არტერიულ ჰიპერტენზიას წამყვანი ადგილი უჭირავს სიკვდილიანობის მიზეზებს შორის და შეადგენს 48.8%-ს საერთო სიკვდილობაში, 10 ძირითად რისკ ფაქტორს შორის.

კვირეული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაარსებასა და მისი კონსტიტუციის მიღებას უკავშირდება.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი