პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების საკითხზე იმსჯელა.
კანონპროექტის მიხედვით, “საგზაო უსაფრთხოების შესახებ” კანონის დარღვევა, მეხრეს, ან მესაკუთრის 10 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
„მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვის გადაადგილების წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით. მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის დაჯარიმებაზე პასუხისმგებელი პირი არის მეხრე, მწყემსი, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველის გადაადგილებას და უსაფრთხოებას. მეხრეს არარსებობის შემთხვევაში კი ეს არის მესაკუთრე. აქედან გამომდინარე ცხადია, რომ ცხოველი ვერ დაჯარიმდება და პასუხისმგებლობა პატრონს უნდა დაეკისროს მესაკუთრეს ან მეხრეს“, – აცხადებენ პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში.
