13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიქრისტიანობაღვთისმსახურებისას ტაძარში საუბრის შესახებ

ღვთისმსახურებისას ტაძარში საუბრის შესახებ

წმინდა იოანე ოქროპირი ღვთისმსახურებისას ტაძარში საუბრის შესახებ

მსოფლიო მოძღვარი წმინდა იოანე ოქროპირი ღვთისმსახურებისას ტაძარში საუბრის შესახებ ბრძანებს: „მოვედით და ისმინეთ ჩემი, ძმანო ჩემნო საყვარელნო, რომელნი-ეგე ეკლესიასა ღმრთისასა შეხუალთ, და გითხრა თქუენ, რაჲთა მრავლითა კრძალულებითა აღვასრულოთ ჟამი იგი წმიდისა ჟამისწირვისაჲ.

შიში ღმრთისაჲ გაქუნდინ გულთა შინა თქუენთა და ნუმცა ვის ზრახავთ კაცსა ეკლესიასა შინა ღმრთისასა, და არცაღა მეგობართა თჳსთა, დაღაცათუ მრავლით ჟამითგან არა გუეხილვოს იგი.

რამეთუ ვითარცა მეფისა წინაშე დგანედ კაცნი, არა შიშით და კრძალულებით დგანედა, რაჲთა არა მეფისა მიერ ბრალი თავთა თჳსთა მოაწიონ? და ესევითარსა სრბასა და ღუაწლსა ქუეყანისათჳს და საწუთროჲსა მეფისათჳს ვჰყოფთ, რამეთუ წინაშე მეფისა არცა ძმაჲ ძმასა ჰკადრებს სიტყუად, ხოლო თუ მოუგოს, მეყსეულად რისხვითა მეფისაჲთა მოისრას.

რაოდენ უფროჲს, ძმანო ჩემნო საყვარელნო, მდგომარენი ეკლესიასა შინა ღმრთისასა ნუვინ იკადრებნ ზრახვად ვისთანამე, გარნა ხოლო ქონებად გონებაჲ ფსალმუნებასა და ლოცვასა, და ნუ შეურაცხ-ჰყოფთ ეკლესიასა, ვზრახავთ, ვიცინით, გუძინავს“.

მოამზადა გიორგი მეტრეველმა

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები