Home » ნათლისღება

ნათლისღება

გვპასუხობს მოძღვარი

პასუხის სანახავად დააკლიკეთ კითხვას.

[DDET 1. მაინტერესებს თუ შეიძლება უარის თქმა ისეთ წმინდა შემოთავაზებაზე როგორიცაა მირონით დანათესავება, ანუ თუ შეიძლება ადამინმა უარი განაცხადოს ბავშვის ნათლიად გახდომაზე? ცოდვაში ხომ არ ჩავარდება ამით?]
ვერავინ დაგვაძალებს ნათლიობას. ჩვენი ნებაა, დავეთანხმებით, თუ არა. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ. თუ მოსანათლავი სრულწლოვანია და მას არ აქვს განზრახული ნათლობის შემდეგ ქრისტეანული (ეკლესიური) ცხოვრება, ალბათ აჯობებს უარიც ვუთხრათ, ავუხსნათ, რომ ქრისტეანობა ეკლესიურობის გარეშე არ არსებობს. თუ მოსანათლავი მცირეწლოვანია, უმჯობესია მივიღოთ შემოთავაზება და ვიზრუნოთ ბავშვის ქრისტეანულ აღზრდაზე – ნათლიობა სწორედ ამას გულისხმობს. თუმცა აქაც არჩევანი ჩვენზეა.
[/DDET]

[DDET 2. მაინტერესებს კათოლიკური ნათლობისას თუ ეძლევათ გარდაცვლილებს მფარველი ანგელოზი?]
გარდაცვლილებს არავითარი ანგელოზი არ ეძლევათ, ღმერთი ადამიანს მხოლოდ მართლმადიდებლური წესით ნათლობისას მიუჩენს მფარველ ანგელოზს.
[/DDET]

[DDET 3. მყავს მეგობარი რომლესაც უყვარს მამამისის ნათლულის ბიძაშვილი აქვთ თუ არა უფლება იყვნენ ერთად?]
ამ შემთხვევაში ხორციელი შვილი უკავშირდება სულიერი შვილის ბიძაშვილს რაც არ შეიძლება. რიგ შემთხვევებში კი ეპისკოპოსები აძლევენ რჩევა დარიგებებს და ლოცვა-კურთხევას. სჯობს მიაკითხოთ ეპისკოპოსს საპატრიარქოში.
[/DDET]

[DDET 4. როდესაც პატრიარქი მესამე შვილს ნათლავს და მასთან ერთად კიდევ ორი ნათლიაა, აუცილებელია, რომ ეს ნათლიები სქესით ერთნი იყვნენ?]
სასურველია, ნათლიები სქესით იყვნენ ერთნი და ბოლო ხანებში სწორედ ასეც ხდება.
[/DDET]

[DDET 5. მამაჩემი არის კათოლიკურად მონათლული, დანარჩენი ოჯახის წევრები კი ქრისტიანულად (მართმადიდებლურად) მონათლულები ვართ. ვიცი, რომ არ შეიძლება და მირჩიეთ რამე. ეკლესიურად არ ცხოვრობს, პირჯვარს ქრისტიანულად იწერს.]
თქვენი მშობლის (მამის) მართმადიდებლურად მონათვლა შესაძლებელია. პირჯვრის გამოსახვით ჩვენ წმიდა სამებას ვადიდებთ. მოუნათლავი ადამიანი კი ამას გაუცნობიერებლად აკეთებს და შესაბამისად, მასზე უფლის მადლი არ გადმოდის.
[/DDET]

[DDET 6. დამლოცეთ, მამაო. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა ნათლიასა და ნათლულის ბიძას (დედის ძმას) შორის ქორწინება.]
ნათლია არის სულიერი მშობელი. სულიერი მშობლის ქორწინება ხორციელი მშობლის დედმამიშვილთან მიუღებელია.
[/DDET]

[DDET 7. მოგესალმებით. დაგვლოცეთ, მამაო. რა სიმბოლოს მატარებელია სამი სრული შთაფლვა ნათლობის დროს? არის თუ არა საეკლესიო წესით ეს აუცილებელი ნათლობისას? გმადლობთ წინასწარ.]
ღმერთმა დაგლოცოთ. სამჯერ შთაფლვა არის ღვთისაგან დამტკიცებული აქსიომა სამებისა და სულიწმიდის გარდამოსვლის აღსანიშნად. XII საუკუნის მიწურულს მართლმადიდებელ ეკლესიასა და კათოლიციზმს შორის მოხდა დაპირისპირება. კათოლიკე სიტყვა ნიშნავს “საყოველთაოს”. კათოლიკეები სინამდვილეში ვართ ჩვენ. ისინი არიან პაპისტები და ამის გამო მოხდა განხეთქილება. შთაფლვა არის აუცილებელი. როდესაც დაბანა გინდა რაიმესი ადამიანს, ბოლომდე უნდა ჩახვიდე წყალში და იბანაო. როდესაც სულიერად უნდა მოხვიდე ამქვეყანაზე და ანგელოზი დაიმკვიდრო ცათა სასუფეველში, რომ მან გაგიწიოს მფარველობა, უნდა იყო სრულიად განბანილი. ამიტომ აუცილებელია შთაფლვა. თუმცა, საუბედუროდ, დღესდღეობით არ სრულდება ეს. არც ერთი მონათლულად არ ითვლება, ვისი ნათლობაც შთაფლვით არ არის შესრულებული. საერთოდ, არსებობს ნათლობა წყლით, ნათლობა სულიწმინდითა და ნათლობა მირონით – მირონცხება. მაგალითად, თუ ვინმე არ არის შთაფლვით მონათლული, მე ყოველწლიურად ნათლისღებას ჩემი მრევლი მიმყავს თბილისის ზღვაზე და შთაფლვას იქ ვასრულებთ. *
[/DDET]

[DDET 8. სად შემიძლია ავიღო ნათლობის ცნობა დამადასტურებლად იმისა, რომ ვარ მონათლული, მართლმადიდებელი ქრისტიანი?]
პირველ რიგში, უნდა მიაკითხო იმ ტაძარს, სადაც მოინათლეთ. თუ ის მოძღვარი არის გარდაცვლილი, ვინც მოგნათლათ, მაშინ ამ ტაძრის ღვთისმსახურები მოგცემენ ნათლობის მოწმობას. თუ ეს ტაძარი აღარ მოქმედებს, მაშინ სხვაგან მიდით. (სამების საკათედრო ტაძრის დეკანოზი თეოდორე გოგოლაძე)
[/DDET]

[DDET 9. დამლოცეთ, მამაო. მაინტერესებს, თუ შეიძლება მეჯვარეების ან ერთი ნათლიის ნათლულების შეუღლება?]
მეჯვარე ითვლება მოწმედ და ამასთან ერთად – ოჯახის შინაურ წევრად. მართლმადიდებლურად არ არის რეკომენდირებული, რომ მეჯვარეები შეუღლდნენ. ერთი ნათლიის ნათლულების შეუღლებაც არ შეიძლება. *
[/DDET]

[DDET 10. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა ჩემი ნათლულის მამიდაშვილზე ქორწინება და თუ – არა, რატომ?]
არ შეიძლება , რადგან ნათელმირონობა თორმეტ თაობაზე გადადის. ქრისტიანულად ასეა. *
[/DDET]

[DDET 11. გამარჯობა. მინდა ბავშვის მონათვლა, მყავს არჩეული ნათლიაც. ის იყო ჩემი მეჯვარე და არის მამაჩემის ბიძაშვილის შვილი. შეუძლია თუ არა მას მომინათლოს ბავშვი? მეუბნებიან, რომ არ შეიძლება. მართალია თუ არა. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას.]
ასეთ საკითხებზე უნდა მიმართოთ საპატრიარქოში ქორეპისკოპოს მიტროპოლიტ თეოდორე ჭუაძეს და ამის შესახებ იქ გაგცემენ პასუხს. (ქაშუეთის წმიდა გიორგის ტაძრის მოძღვარი დეკანოზი დავით დელიბაშვილი)
[/DDET]

[DDET 12. მამაო, სამჯერ შთაფლვის შესახებ გვიამბეთ.]
ნათლისღების დროს ხდება ადამიანის სამჯერ შთაფლვა, მაგრამ ეს კითხვა რა მხრივ არის დასმული, მესმის. ზოგჯერ ხდება, რომ მოძღვარი ხელით ასხამს წყალს მოსანათლს. ხშირად არ არის იმისი საშუალება, ადამიანი შთაფლო წყალში და ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. სასულიერო პირის მიერ ხელითაც შეიძლება ესხუროს წყალი სამჯერ. განსაკუთრებული გადამწყვეტი მნიშვნელობა არ გააჩნია, შთაფლავ თუ არა მოსანათლს ნათლობისას. (ქაშუეთის წმიდა გიორგის ტაძრის მოძღვარი დეკანოზი დავით დელიბაშვილი)
[/DDET]

[DDET 13. დამლოცეთ. ჩემი ნათლობის სახელია თამარი. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ საიტზე ვნახე ყოველთა წმიდათა ხსენების დღეს ქართველ წმიდანთა სახელები, სადაც “თამთა” სახელიც ეწერა და მაინტერესებს, როცა ვკითხულობ ლოცვას წმიდანისადმი, რომლის სახელიც მქვია, წმიდა თამარს უნდა მივმართო, თუ წმიდა თამთას? ან შეიძლება ორივეს მიმართ წავიკითხო ლოცვა?]
ამას პირადად ადამიანის მოძღვარი წყვეტს ლოცვა-კურთხევით, რომელი სახელია საეკლესიო და რომელი წმიდანი არის მისი მფარველი. (ქაშუეთის წმიდა გიორგის ტაძრის მოძღვარი დეკანოზი დავით დელიბაშვილი)
[/DDET]

[DDET 14. დამლოცეთ. ჩემი ნათლობის სახელია თამარი. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ საიტზე ვნახე ყოველთა წმიდათა ხსენების დღეს ქართველ წმიდანთა სახელები, სადაც “თამთა” სახელიც ეწერა და მაინტერესებს, როცა ვკითხულობ ლოცვას წმიდანისადმი, რომლის სახელიც მქვია, წმიდა თამარს უნდა მივმართო, თუ წმიდა თამთას? ან შეიძლება ორივეს მიმართ წავიკითხო ლოცვა?]
ამას პირადად ადამიანის მოძღვარი წყვეტს ლოცვა-კურთხევით, რომელი სახელია საეკლესიო და რომელი წმიდანი არის მისი მფარველი. (ქაშუეთის წმიდა გიორგის ტაძრის მოძღვარი დეკანოზი დავით დელიბაშვილი)
[/DDET]

[DDET 14. შეიძლება თუ არა, რომ ჩემმა ძმამ მონათლოს ჩემი განმბანავის ძმისშვილის შვილი?]
განმბანავი მირონით ნათესავი არ არის. ეს ფორმა ადრე კომუნისტურ დროში იყო დაწესებული. ახლა მირონი განიბანება ნათლობის დროს და არანაირი განბანვა არ სჭირდება ადამიანს. ასე რომ, მირონით ნათესავად არ მოიაზრება და შესაძლებელია. (ქაშუეთის წმიდა გიორგის ტაძრის მოძღვარი დეკანოზი დავით დელიბაშვილი)
[/DDET]

[DDET 15. დამლოცეთ, მამაო. ასეთი კითხვა მაქვს: ვარ 16 წლის ბიჭი და მინდა მოვნათლო დედაჩემის ძმისშვილი, 1 წლის გოგონა. შეიძლება თუ არა?]
დიახ, შეიძლება. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)
[/DDET]

[DDET 16. დამლოცეთ, მამაო. გვყავს ერთი წლის გოგონა და მშობლებს გვინდა, ჩემი მეუღლის დისშვილმა, 16 წლის ბიჭმა, ანუ გოგონას მამიდაშვილმა მონათლოს. თუ შეიძლება, რომ მოვანათლინოთ? წინასწარ ძალიან დიდ მადლობას გიხდით.]
კი, შეიძლება. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)
[/DDET]

[DDET 17. დამლოცეთ, მამაო. 2007 წელს მოვინათლე. მას შემდეგ ვცდილობ, ეკლესიურად ვიცხოვრო, დავდივარ ტაძარში, ვაბარებ აღსარებას, ვეზიარები. რამდენიმე დღის წინ კი ჩემმა ნათლიამ მითხრა, რომ თურმე მისი ნათლია არ ყოფილა მონათლული, ანუ ნათლიაჩემი მონათლა მოუნათლავმა ქალმა. მაინტერესებს, მე ახლა ვარ თუ არა მონათლული და რა უნდა ვქნა? მეთვლება თუ არა ეს ნათლობა? უღრმესი მადლობა.]
კი, გეთვლებათ. თქვენი ნათლიაც მონათლულად ითვლება, მაგრამ ნათლიად არ მიიჩნევა ის პიროვნება, რომელმაც იგი მონათლა. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)
[/DDET]

[DDET 18. დამლოცეთ, მამაო. გთხოვთ მიპასუხოთ, გათხოვების შემდეგ გავიგე, რომ ჩემი დედამთილი ჩემი ნათლიის დის მონათლული ყოფილა. არის თუ არა ჩემსა და ჩემს მეუღლეს შორის მირონით ნათესაობა? და თუ არის, რა ვქნა? გმადლობთ.]
კი, არის ნათესაური კავშირი. ვერაფერს გააკეთებთ. წინასწარ უნდა დაფიქრებულიყავით. პირად მოძღვარს დაელაპარაკეთ და ის გირჩევთ უფრო კონკრეტულად, რა უნდა გააკეთოთ. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)
[/DDET]

[DDET 19. რატომ ინათლება პატარა ბავშვი? იესომ თავის მოწაფეებს უთხრა, მოიმოწაფეთ და მონათლეთ ხალხიო. პატარა ბავშვი ხომ ვერ იქნება მოწაფე?! უნდა თუ არა, ინათლება თავისი არჩევანის გაკეთების გარეშე. გთხოვთ მიპასუხოთ. წინასწარ გიხდით მადლობას.]
სანამ პატარაა ბავშვი, მისი მოვალეობა გადადის მშობელზე. ბავშვს სუსტი ფსიქიკა აქვს და ბოროტი ადვილად ეუფლება. იგი რომ დაცული იყოს ბოროტისაგან, ამიტომ უნდა მონათლოს მშობელმა. ბავშვი მეორმოცე დღეს უნდა მოინათლოს, თუმცა კი ყოველთვის შეიძლება მისი მონათვლა. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)
[/DDET]

[DDET 20. შეიძლება თუ არა დეიდაშვილის შვილის მონათვლა?]
დიახ, შეიძლება. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)
[/DDET]

[DDET 21. დამლოცეთ, მამაო. გამიტყდა ნათლობის ჯვარი და ძალიან განვიცდი ამას. მივიტანე შესაკეთებლად, მაგრამ იმდენად სიფრიფანა ნაკეთობაა, შეუძლებელი გახდა აღდგენა. შეიძლება თუ არა გადავადნო, კიდევ მივამატო ოქრო და ახლიდან გავაკეთებინო? თუ კი, ექნება თუ არა მას ნათლისღების მადლი? წინასწარ გიხდით მადლობას პასუხისთვის.]
თუ ჯვარი დაზიანებულია და აღდგენა არ ხერხდება, შეიძლება მისი დადნობა და ახალი ჯვრის ჩამოსხმა. ამის შემდეგ ჯვარი უნდა იკურთხოს. რაც შეეხება ნათლობის მადლს, იგი უნდა ჰქონდეს ადამიანს და არა – ნივთს, რადგანაც ჯვარი კი არ ინათლება, არამედ პიროვნება; ჯვარი კი არის ნიშანი და სიმბოლო ჩვენი ქრისტიანობისა. თქვენ ნუ დაკარგავთ ნათლობის მადლს ცოდვილი ცხოვრებით. (გლდანის ლომისის წმ.გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი ნოზაძე)
[/DDET]

[DDET 22. მოვინათლე ხაშურში იმ მღვდლის მიერ, რომელზეც ამბობენ, რომ ლოცვაში ადგილებს ტოვებდა და მისი მონათლულები თავიდან უნდა მოინათლონო, ბევრი მოინათლა და ნათლიებიც დაიმატა. მეც მინდა მონათვლა და ნათლიის დამატება. მაქვს ამის უფლება? თან ნათლიას არ ვიცნობ.]
მონათვლა ხდება ერთხელ, არაფრით არ შეიძლება მეორედ ნათლობა. თუ ეს თქვენი ნათქვამი ამ ეპარქიის მღვდელმთავარმა სიმართლედ მიიღო, აუცილებლად უნდა მოინათლოთ. ასე რომ, თქვენი მეორედ ნათლობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რას იტყვის მღვდელმთავარი და არა – რომელიმე სხვა. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)
[/DDET]

[DDET 23. დამლოცეთ მამაო. შეიძლება თუ არა მოვნათლო დედაჩემის დეიდაშვილის შვილისშვილი?]
შეიძლება. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)
[/DDET]

[DDET 24. ჩემი მეგობრის შვილის ნათლია ვარ, გარკვეული მიზეზების გამო ნათლობას ვერ დავესწარი, მომიხსენიეს ჩვეულებრივად და მაინტერესებს, ვითვლები თუ არა ნათლიად?]
დიახ, თქვენ ითვლებით ნათლიად. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)
[/DDET]

[DDET 25. შემომთავაზა შვილის მონათვლა ოჯახმა. ამ ოჯახის ძმის ოჯახს მონათლული ჰყავს ჩემი შვილი. შეიძლება ახლა მე მოვნათლო შვილის ნათლიის ბიძაშვილი?]
კი, შეიძლება. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)
[/DDET]

[DDET 26. დამლოცეთ, მამაო, შეიძლება თუ არა, ნათლიები იყვნენ ერთი სქესის წარმომადგენლები? მაგ.: გოგოს ჰყავდეს მარტო გოგო ნათლიები და ბიჭს – ბიჭი და აქვს თუ არა ნათლიების რაოდენობას რაიმე მნიშვნელობა? ზოგიერთი მამაო 3 ნათლიაზე მეტის ყოლის უფლებას არ იძლევა.]
უმჯობესია, გოგოს ჰყავდეს გოგო ნათლია და ბიჭს-ბიჭი. ნათლიის უპირველესი მოვალეობაა, იცხოვროს უფლისმიერად და მისცეს მაგალითი ნათლულს. ხშირად აზიაროს თავისი ნათლული. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)
[/DDET]

[DDET 27. მე და ჩემი დები მოვინათლეთ გლდანის ეკლესიაში მამა ბასილ მკალავიშვილის მიერ. მაინტერესებს, ვითვლები თუ არა მონათლულად? ზოგი მოძღვარი ამბობს, რომ მაშინ მოძღვარი იყო მამა ბასილი და ე.ი. მონათლული ვარ, ზოგი კი მპასუხობს, არაო. ინტერნეტში წავიკითხე, რომ ერთ-ერთ მის მონათლულს ჯვარი არ დასწერეს, სანამ არ მონათლეს მეორედ. მეც ვაპირებ, ჯვარი დავიწერო მალე, გარდა ამისა, ქრისტიანი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნათლობა. თავს მშვიდად ვერ ვგრძნობ. სად გავარკვიო, აღარ ვიცი.]
თქვენ უნდა გამოიკვლიოთ, ჯერ ერთი, რომელ წელს მოინათლეთ და მეორე – იმ წელს გახლდათ თუ არა იგი სასულიერო პირი. თუ იყო, ითვლება, თუ არა – აუცილებლად უნდა მოინათლოთ. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)
[/DDET]

[DDET 28. მაინტერესებს, როგორ ხდება ნათლობის ჯვრის დაბრუნება? აღარ მინდა, ის ადამიანი ჩემი შვილის ნათლია იყოს და თუ არის ეს შესაძლებელი?]
ადამიანს თავისი მშობლები რომ არ მოსწონდეს, შეძლებდა მათ შეცვლას?! ასევეა ნათლობის შემთხვევაში. ნათლობა ხდება ერთხელ, როგორც ადამიანის ხორციელად მოვლინება. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი)
[/DDET]

[DDET 29. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა შეყვარებულმა წყვილმა მონათლოს ერთი და იგივე ადამიანი? ან ცოლ-ქმარმა?]
ცოლ-ქმარმა შეიძლება, როგორ არა, მაგრამ შეყვარებულები გაურბიან ხოლმე ამას, შეუღლების პრობლემა რომ არ წარმოიქმნას. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი)
[/DDET]

[DDET 30. ვარ 16 წლის და მალე ჩვიდმეტის ვხდები. ახლახან მამაჩემის მეგობარს შეეძინა ვაჟი და დიდი სურვილი აქვს, რომ მომანათლინოს. მე, პირადად, ვთვლი, რომ ასეთი საპასუხისმგებლო საქმისთვის მზად არ ვარ. ვიცი, რომ ნათლიას უდიდესი მოვალეობა ეკისრება. მან უნდა იზრუნოს ნათლულის სულიერ ცხოვრებაზე. ჯერჯერობით თვითონ ვიკვლევ გზას უფლისაკენ და სხვას ვერ დავეხმარები ამის გაკეთებაში. მშობლებს ვუთხარი, რომ ამას ვერ გავაკეთებდი, მაგრამ, ასე ვთქვათ, ეგოიზმში ჩამითვალეს. დედამ მითხრა: აქ მხოლოდ შენზე კი არა, მამაშენის რეპუტაციაზეცაა საუბარი და საერთოდ, ასეთ შემოთავაზებებზე უარს არასოდეს ამბობენ, სირვხვილიაო. რა გავაკეთო? არავის მონათვლა მინდა ჯერჯერობით. მეუბნებიან, მაგ ბავშვს შენ გარდა კიდევ 10 ნათლია მაინც ეყოლება და შენ უბრალოდ მონათლე, რადგან გთხოვეს, არ გაანაწყენოო. როგორ გავაგებინო მათ და მათ მეგობარსაც, რომ ეს უფრო ბევრად მნიშვნელოვანი საკითხია, ვიდრე მათ ჰგონიათ? თვითონ 3 ნათლია მყავს და არც ერთთან მაქვს ურთიერთობა, რაზეც ძალიან მწყდება გული. არ მინდა იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდეს ვინმე და მით უმეტეს, ჩემ გამო. მირჩიეთ რამე.]
სწორად აზროვნებთ, მართლაც, დიდი პასუხისმებლობაა ნათლიობა. ყველაფერი უფლის ნებაა. მშობლებს არ აქვთ უფლება, რომ ეს გაიძულონ. ნათლიების ასეთი სიმრავლე არ არის მისაღები, რადგან ისინი 9 თაობაზე ახლობლები არიან და არ შეიძლება ერთმანეთში აირიონ. თუ რამდენიმე ნათლია ჰყავს, შეგიძლია უარი უთხრა. (სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი თამაზ ესიტაშვილი)
[/DDET]

[DDET 31. ჩემი ბიძაშვილი 2010 წელს მონათლა ბასილ მკალავიშვილმა. არ ვიცი, როდიდან აღარ ითვლება ეს პიროვნება სასულიერო პირად. გთხოვთ, მირჩიოთ და მითხრათ, იყო თუ არა იმ დროს იგი სასულიერო პირი და არის თუ არა ჩემი ნათესავი ხელახლა მოსანათლი?]
ეს საკითხი უმჯობესია საპატრიარქოში მეუფე თეოდორესთან გაარკვიოთ. რა კურთხევასაც მოგცემთ, ისე მოიქეცით. (სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი თამაზი ესიტაშვილი)
[/DDET]

[DDET 32. მოვინათლე 4 წლის ასაკში, როდესაც პაპა გარდამეცვალა. ახლა 19 წლის ვარ და გავიგე, რომ მამაომ, რომელმაც მომნათლა, მირონი არ გამოიყენა. რას მირჩევთ, თავიდან უნდა მოვინათლო, თუ როგორ მოვიქცე?]
არსებობს ნათლობის გასწორება, რომლის დროსაც ნათლიები იგივე რჩება და არა ხელახლა ნათლობა. თუმცა ასეთ შემთხვევაში უმჯობესია, მოძღვარს პირადად მიმართოთ. (ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხას წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიის დეკანოზი მიქაელ ელიაძე)
[/DDET]

[DDET 33. ჩემი მეუღლის ნათლულმა მთხოვა შვილის მონათვლა და თუ შეიძლება, რომ მოვნათლო?]
არ შეიძლება, რადგან თქვენი მეუღლის ნათლული ითვლება სულიერ შვილად. (გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავით დათუაშვილი)
[/DDET]

[DDET 34. ჩემს ბიძაშვილს უნდა, მისი ნათლია ვიყო და შეიძლება თუ არა, რომ მოვნათლო?]
ზოგადად, ახლო ნათესავებს შორის სასურველი არ არის ნათლობა. თუმცა ჩვენ ვუშვებთ ხოლმე გამონაკლისს, როცა სასწრაფოდ მოსანათლია ადამიანი, რომ ერთი მხრივ, ნათესავებმა მოახდინონ ნათლობა. აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ ყოვლად დაუშვებელია ცოლ-ქმრული კავშირის ნათესაობით მონათვლა – ერთი მხრიდან მეორე მხრისა. (გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავით დათუაშვილი)
[/DDET]

[DDET 35. მაინტერესებს, შეუძლია თუ არა ბერს, გახდეს ბავშვის ნათლია?]
კი, შეუძლია. (სამების საკათედრო ტაძრის იღუმენი – მამა დანიელ წულაია)
[/DDET]

[DDET 36. მე და ჩემს მეგობარს მონათლული გვყავს საერთო მეგობრის შვილი, მაქვს თუ არა უფლება, მასაც მოვუნათლო შვილი, ჩვენ ხომ სულიერ დებად ვითვლებით?]
კი, შეგიძლია მონათლო. (სამების საკათედრო ტაძრის იღუმენი – მამა დანიელ წულაია)
[/DDET]

[DDET 37. ჩემი მეგობრის განმბანავი ვარ. შეიძლება თუ არა, მან ჩემი შვილი მონათლოს?]
შეიძლება. (ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ღვთისო შალიკაშვილი)
[/DDET]

[DDET 38. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა ნათლობის ჯვრის მოხსნა, შენახვა და სხვა ჯვრის ტარება?]
შეიძლება. ნათლობის ჯვარი არის სიწმინდე, ის უნდა იყოს შენახული და განსაკუთრებულ დღეებში, მაგ.: დაბადების დღეებზე, აღდგომა დღესა და საუფლო დღესასწაულებზე უნდა ვიკეთებდეთ. ხოლო ყოველდღიურად შეიძლება ვატაროთ ჩვეულებრივი სამკერდე ჯვარი. (დეკანოზი დავით დათუაშვილი – გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი)
[/DDET]

[DDET 39. ჩემს ბიძაშვილს, დედის ძმის შვილს ჰყავს მონათლული ჩემი დაქალის ძმა. ეს ჩემი დაქალი მინდა, რომ მეჯვარედ წავიყვანო და შემდეგ შვილიც მოვანათლინო. თუ შეიძლება ასე მოვიქცე? რამე პრობლემა ხომ არ იქნება?]
მეჯვარეობას ხელს არ უშლის თქვენ მიერ აღწერილი მდგომარეობა, მაგრამ უმჯობესია ბავშვი უცხო ადამიანმა მონათლოს. (დეკანოზი დავით დათუაშვილი – გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი)
[/DDET]

[DDET 40. მონათლული მყავს დეიდაშვილის ბავშვი, ამასთანავე, ვიყავი მისი მეჯვარეც. მაინტერესებს, არის თუ არა ეს დიდი ცოდვა და როგორ უნდა მოვიქცე?]
ზოგადად, ნათლობა ჯობია იყოს უცხო ადამიანის მიერ, მეგობრის, მეზობლის, თანამშრომლის და ა.შ. სამწუხაროდ, ჩვენთან არის ასეთი პრაქტიკა, რომ ახლო ნათესავები ხდებიან ისევ თავიანთი ნათესავების ნათლიები. ეს აკრძალული არ არის საეკლესიო რჯულის კანონით, მაგრამ სასურველიც არ გახლავთ. (დეკანოზი დავით დათუაშვილი – გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი)
[/DDET]