24 ივლისი 2024, ოთხშაბათი
მთავარიქრისტიანობამოძღვრის პასუხები აქტუალურ კითხვებზე – გვპასუხობს იღუმენი დანიელ წულაია

მოძღვრის პასუხები აქტუალურ კითხვებზე – გვპასუხობს იღუმენი დანიელ წულაია

სამება

მკითხველის კითხვა:

მე და ჩემი ოჯახი ახალი მრევლი ვართ. ექვსი წლის ბიჭი მყავს და მინდა სტიქაროსანი გახდეს. მაინტერესებს, როგორ ხდება ეს ყოველივე?

პასუხი:

ბიჭი, რომელიც სტიქაროსნობაზე ფიქრობს, უნდა დადიოდეს ტაძარში, ჰყავდეს მოძღვარი. უნდა იყო ზრდილობიანი, მშვიდი, მოწესრიგებული, რომ ვინმეს შეურაცხყოფა არ მიაყენოს, ან რამე არ გააფუჭოს.

მკითხველის კითხვა:

მახათას მთაზე არსებული პატარა მონასტერი ვისი სახელობისაა?

პასუხი:

მონასტერი არის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის.

მკითხველის კითხვა:

მორჩილი (ქალი) რამდენი წელი შეიძლება იყოს მორჩილებაში? თან ერში ყოფნის კურთხევა აქვს. არის თუ არა ამასთან დაკავშირებით კანონები?

პასუხი:

ჩვენ მთელი ცხოვრება ვართ მორჩილებაში. არ აქვს მნიშვნელობა, მონაზონი იქნები თუ ბერი. დრო არ არის აქ განსაზღვრული. მონაზონი ბერძნული სიტყვაა და მონო “მარტოდ მყოფს” ნიშნავს. მონაზვნობის დროს ხდება აღთქმის დადება, მაგრამ შეიძლება 10 წელი ცხოვრობდე მონაზვნად და აღთქმა არ გქონდეს დადებული. ერში ყოფნა ხდება კურთხევით.

მკითხველის კითხვა:

მაინტერესებს, შეუძლია თუ არა ბერს, გახდეს ბავშვის ნათლია?

პასუხი:

კი, შეუძლია.

მკითხველის კითხვა:

რატომ არ შეიძლება სხვა სარწმუნოების ადამიანის ლოცვებში მოხსენიება ?

პასუხი:

პირად ლოცვებში შეგვიძლია მოხსენიება სხვა სარწმუნოების ადამიანისაც. ლიტურგიის დროს, როდესაც იწირება ქრისტეს სისხლი და ხორცი, მოიხსენიებენ მხოლოდ მათ, ვინც უშუალოდ მართლმადიდებელი და ეკლესიის წევრია, ხოლო ეკლესიის წევრი ვხდებით ნათლობის საშუალებით, ანუ მირონცხებით.

მკითხველის კითხვა:

ვარ მართლმადიდებელი. ჩემი შეყვარებული კათოლიკეა. ნებას დაგვრთავენ, რომ ჯვარი დავიწეროთ მართლმადიდებლურ ეკლესიაში?

პასუხი:

თუ ჯვრის დაწერა გინდათ, ის ადამიანი, რომელიც კათოლიკეა, უნდა გახდეს მართლმადიდებელი ქრისტიანი. სხვა შემთხვევაში საქართველოს ეკლესიებში ვერ დაიწერთ ჯვარს.

მკითხველის კითხვა:

მაინტერესებს, შეიძლება თუ არა წყვილმა მეჯვარეების გარეშე დაიწეროს ჯვარი და მათი სახელი უბრალოდ მიეთითოს ჯვრისწერის მოწმობაში?

პასუხი:

არ შეიძლება, რადგან მოწმეების, ანუ მეჯვარეების დასწრება აუცილებელია.

მკითხველის კითხვა:

ჩემი სახელია მაია. მაინტერესებს, რომელია ჩემი სახელობის წმიდანი?

პასუხი:

არსებობს წმიდანი მაია. 24 დეკემბრის დღესასწაულზე შეგიძლია მოძებნო მისი სახელი.

მკითხველის კითხვა:

მე და ჩემს მეგობარს მონათლული გვყავს საერთო მეგობრის შვილი, მაქვს თუ არა უფლება, მასაც მოვუნათლო შვილი, ჩვენ ხომ სულიერ დებად ვითვლებით?

პასუხი:

კი, შეგიძლია მონათლო.

მსგავსი სტატიები

1 COMMENT

  1. mamao mainteresebs romelia gvtismshoblis kanoni?romelic ikitxeba gansacdelis jams romeli kanonia es?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები