მთავარიკონკურსიგვანცა ტურაბელიძე-"ჩემი სკოლა"- სსიპ სერგეი მესხის სახელობის სოფ....

გვანცა ტურაბელიძე-“ჩემი სკოლა”- სსიპ სერგეი მესხის სახელობის სოფ. რიონის საჯარო სკოლა

სსიპ  სერგეი მესხის სახელობის სოფ. რიონის საჯარო  სკოლა

ჩვენი სკოლა მდებარეობს წყალტუბოს რაიონის სოფელ რიონში. სკოლა არის სამსართულიანი. გვაქვს სპორტული დარბაზი და ნახევრად გამწვანებული ეზო.

რიონის სკოლა „სერგეი მესხის“ სახელობის არის. იგი ერთი ჩვეულებრივი, სოფლისთვის დამახასიათებელი სკოლაა და სასწავლო გარემოც არაფრით გამოირჩევა. გამორჩეული არიან ჩემი თანაკლასელი მეგობრები, რომლებიც ძალიან მიყვარს. მათთან ურთიერთობა მეხმარება კარგის და ცუდის გარჩევაში. აქ არიან ჩემი საყვარელი მასწავლებლები, რომლებიც ყოველდღე ზრუნავენ რაიმე ახალი და კარგი ვისწავლოთ.

სსიპ  სერგეი მესხის სახელობის სოფ. რიონის საჯარო  სკოლა

შემოდგომაზე ჩვენი სკოლის ეზოში დავრგეთ ხილეულის: ვაშლის, მსხლის და კარალიოკის ნერგები. ეზო ძალიან დიდია და მზიანი და გაზაფხულზე ვაპირებთ კიდევ ბევრი მცენარე შევმატოთ. იქნებ ჩემი სკოლის დამთავრებამდე ჩვენმა დარგულმა ხეებმა ნაყოფიც გამოიღოს.

გვანცა ტურაბელიძე
სსიპ სერგეი მესხის სახელობის სოფელ რიონის საჯარო სკოლა
IV კლასი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები