ბევრი ვიფიქრე, სანამ წერას დავიწყებდი. ვფიქრობდი, თუ ვინ იყო ის ადამიანი, ვისი მიბაძვაც თავად მსურდა. და იცით, მივხვდი, რომ თითოეულ ადამიანს აქვს ისეთი რამ,
რის გამოც მისი მიბაძვა შეგვიძლია..
მისაბაძია ის,ვინც მოწყალების სათხოვნელად გამოსულ ადამიანს დახმარების ხელს გამოუწვდის..
მისაბაძია ის,ვინც თავად შექმნის რაიმეს.არ აქვს მნიშვნელობა როგორ გამოუვა ეს ყველაფერი,მთავარია,რომ მასში მთელ გულს და სულს ჩააქსოვს…
მისაბაძია ყველა მწერალი,ვინც საკუთარი სულისთვის წერს…
მისაბაძია ყოველი დედა…
მისაბაძია ყოველი მეეზოვე…
მისაბაძია ყოველი მოხუცი,რომელსაც წლები ნაოჭებად ამჩნევია სახეზე…
მისაბაძია ყოველი
და მისაბაძი ხართ თქვენ.
არც კი ვიცი რატომ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაგიკეთებიათ ისეთი რამ, რის გამოც მე შემიძლია მოგბაძოთ თქვენ…
თქვენშიც არის დამარხული ის განძი, რომელსაც ოდესმე ვინმე აუცილებლად იპოვის და თქვენი მობაძვის სურვილი გაუჩნდება.
და მე მიხარია, რომ იმ სამყაროს ნაწილი ვარ, სადაც ადამიანებს არ ავიწყდებათ სიტყვა “სიკეთე”..
მივბაძოთ ერთმანეთს და გავამრავლოთ კეთილი საქმე.
სიკეთე ხომ გადამდებია…
გვანცა გეთიაშვილი
ვინ არის თქვენთვის მისაბაძი, სამაგალითო ადამიანი? მოგვწერეთ თქვენც: ambioni@ymail.com
„მისაბაძი ადამიანი“ შეიძლება იყოს საზოგადო მოღვაწე, ხელოვანი, მეცნიერი, პოლიტიკოსი, ან თქვენი ოჯახის წევრი, მეზობელი, შორეული წინაპარი და ა.შ. ადამიანები, როგორც შორეული წარსულიდან, ასევე – თანამედროვეობიდან.

Zdalian kargi iyo yochag !