22 ივლისი 2024, ორშაბათი
მთავარიკულტურაგურული კალანდა

გურული კალანდა

გურული კალანდა საქართველოში შობა-ახალი წლის დღესასწაულს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და გამორჩეულადაც აღნიშნავდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ ახალი წელი ყოველივე ახლის, სიკეთის, ბარაქის და იმედის მომცემი იყო.

ეს ფოტო, რომელიც გურიაში XX საუკუნის 40-იან წლებშია გადაღებული, ტრადიციულ გურულ ახალ წელს – კალანდას ასახავს. ეს ერთგვარი დადგმული სცენაა, რომლის მეშვეობითაც ფოტოგრაფი ცდილობს, საახალწლო ტრადიციები და მეკვლის ფენომენი გაგვაცნოს. ფოტოზე ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი ვაჟი სადღესასწაულოდ არიან გამოწყობილნი. ოჯახის უფროსს ცალ ხელში გასალოცი გობი უჭირავს, რომელიც ღორის თავით, ტკბილეულით, უმი კვერცხით, საახალწლო ღვეზელებით და ნუგბარითაა დატვირთული, ხოლო მეორე ხელს ჩიჩილაკი უმშვენებს, რომელსაც გურულები წინასაახალწლოდ საგანგებოდ თლიდნენ თხილის, წაბლის ან ლეღვის ახლად მოჭრილი ღეროებისაგან. ჩიჩილაკს რთავენ კურკანტელებით, სუროს ყლორტებით, დაჩამიჩებული ყურძნის აკიდოებით, ჩურჩხელებით, ვაშლით და ბროწეულით. ვაჟიშვილს ხელში ღვინის დოქი და სანთელი უჭირავს. ოჯახის უფროსი ერთგვარად მეკვლესაც განასახიერებს, რომელიც ახალი წლის პირველი სტუმარია და მასპინძელ ოჯახს ბარაქა, სიხარული და ბედნიერება უნდა დააბედოს.

ავტორი – მაია მაკარიძე

ეროვნული მუზეუმის ფოტო-ფონო-ვიდეო კოლექცია

მასალა დაიბეჭდა Natioanal Geographic საქართველოს 2018 წლის იანვრის ნომერში

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები