21 ივლისი 2024, კვირა
მთავარიკულტურაგურამ ოდიშარიამ თურქეთში ვიზიტი შეაჯამა

გურამ ოდიშარიამ თურქეთში ვიზიტი შეაჯამა

culture.gov.ge

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარიამ 4 ნოემბერს პრესკონფერენცია გამართა. მან 28-29 გურამ ოდიშარია ოქტომბერს თურქეთში აბრეშუმის გზის საერთაშორისო კონგრესზე მონაწილეობისა და თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრთან ომერ ჩელიქთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

გურამ ოდიშარია სტამბოლში აბრეშუმის გზის კონგრესზე მოხსენებით წარდგა და ხაზი გაუსვა აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის რეგიონული თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობას და საქართველოს როლს ამ კონტექსტში; მინისტრმა ისაუბრა ახლო, კეთილმეზობლური ურთიერთობის შესახებ მასპინძელ თურქეთთან და იმ წარმატებულ თანამშრომლობაზე, რომელიც შედგა ამ ორ ქვეყანას ზიარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით; მან მადლობა გადაუხადა კოლეგა მინისტრს, ომერ ჩელიქს ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობისათვის, ძეგლებთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემების გადაჭრის მხრივ.

ვიზიტის ფარგლებში, გურამ ოდიშარია პირველად შეხვდა პირისპირ თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრს ომერ ჩელიქს (არაერთი სატელოფონო კავშირისა და მოლაპარაკების შემდეგ). მხარეებმა ისაუბრეს არა მარტო ზიარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საკითხების, არამედ კულტურის სხვა სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერის აუცილებლობას, აღინიშნა როგორც ქართველი, ისე თურქი სპეციალისტების ჩართულობისა და გამოცდილების გაზიარების აუცილებლობის საკითხი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები