მთავარი » კულტურა

გუდაურსა და ბაკურიანში დიდველზე ზაფხულის სეზონი იხსნება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.07.2014 | 1,541 ნახვა

გუდაურსა და ბაკურიანში დიდველზე 19 ივლისს პირველად ზაფხულის სეზონი გაიხსნება. აქტიურ დამსვენებელს შეეძლება გუდაურის დიდველი და დიდველის გზები ველოსპორტისთვის გამოიყენოს და ასევე, ლამაზი ხედებით ისიამოვნოს.

ველობილიკების მოსაწყობად დასრულდა გზების ქვებისგან გაწმენდითი სამუშაოები. ველოსიპედისტებისთვის გუდაურსა და დიდველზე მოეწყო მარტივი, საშუალო და რთული ველობილიკები. მოხდა აღნიშნული ბილიკების მარკირება და საინფორმაციო და უსაფრთხოების ნიშნებით აღჭურვა.

გუდაურში ველომარშრუტების საერთო სიგრძე 12 კმ-ს შეადგენს, ხოლო ბაკურიანში დიდველზე 28 კმ-ს. ველოსპორტის გარდა, დამსვენებელს შესაძლებლობა ექნება მოაწყოს ლაშქრობა და კემპინგი, იხილოს ლამაზი ბუნება და ისიამოვნოს თვალწარმტაცი ხედებით. გუდაურში საბაგიროები დამსვენებელს მოემსახურება შაბათ-კვირას, ხოლო დიდველზე მთელი კვირის განმავლობაში 11:00-დან 17:00 საათამდე. ველომოყვარულებისთვის აგვისტოს თვეში მოეწყობა შეჯიბრი, რომლის პირველი ეტაპი ჩატარდება გუდაურში, ხოლო დასკვნითი ტური დიდველზე. ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველა მსურველს.

გუდაურსა და დიდველზე ზაფხულის სეზონის ორგანიზატორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებული მთის კურორტების მართვის კომპანია.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი