წყარო: www.ncdc.ge
გრიპი მწვავე ვირუსული ინფექციაა რომელიც ადვილად გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს. იგი ცირკულირებს მთელს მსოფლიოში და იწვევს ეპიდემიებს.
მას აქვს უნარი დააინფიციროს ადამიანები ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში. სეზონურ ეპიდემიებთან ერთად, გრიპის ახალი ქვეტიპის აღმოცენებისთანავე შესაძლებელია გრიპის პანდემიის დაწყება.
გრიპი ადვილად მოგზაურობს. ჩვეულებრივ, ჰაერის საშუალებით ვრცელდება დახველების ან დაცემინებისას, ასევე დაბინძურებული ხელებით. ადამიანებმა შესაძლებელია გაავრცელონ გრიპის ვირუსი ჯერ კიდევ მანამდე, სანამ გაიგებენ რომ ავად არიან, რომელიმე სიმპტომის გამოვლენამდე ერთი დღით ადრე და შემდგომი 5-7 დღის განმავლობაში.
როგორც წესი, გრიპის შემთხვევების უმეტესი რაოდენობა ყოველგვარი სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების გარეშე მთავრდება გამოჯანმრთელებით. თუმცა, გრიპი ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია გართულდეს, უფრო იშვიათად კი – გამოიწვიოს ლეტალური გამოსავალიც კი.
გრიპის სიმპტომები
სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს:
დაავადების მოულოდნელი დაწყება;
მაღალი ცხელება (38 გრადუსზე მეტი);
საერთო ინტოქსიკაცია (თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი);
ხველა;
იშვიათად ყელის ტკივილი ან ცხვირის „გაჭედვა“.
რეკომენდაციები გრიპით დაავადებულთათვის:
როგორც წესი, გრიპის შემთხვევების უმეტესი რაოდენობა ყოველგვარი სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების გარეშე მთავრდება გამოჯანმრთელებით. თუმცა, გრიპი ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია გართულდეს, უფრო იშვიათად კი – გამოიწვიოს ლეტალური გამოსავალიც კი
გართულებების განვითარების რისკ- ჯგუფებს მიეკუთვნებიან:
გულისა და სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებით შეპყრობილნი;
დიაბეტით დაავადებულნი;
მცირედახანდაზმული ასაკი;
ორსულები
გრიპით გამოწვეული გართულებების თავიდანაცილების მიზნით, რეკომენდებულია: დაავადებულებმა დაიცვან წოლითი რეჟიმი და ისეთი სიმპტომების გამოჩენისას, როგორიცაა:
• სუნთქვის გაძნელება;
• ქოშინი;
• ციანოზი;
• ტკივილი გულმკერდის არეში;
• სისხლიანი ან მოვარდისფრო ნახველის გაჩენა;
• გახანგრძლივებული (3 დღეზე მეტი) მაღალიცხელება (38 გრადუსზე მეტი);
• ბავშვებში – ღებინება ან ყლაპვის გაძნელება, კრუნჩხვები
სასწრაფოდ მიმართონ ექიმს, სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით.
გრიპის გართულების თავიდან აცილების მიზნით, დაავადების პირველი ნიშნების გაჩენისთანავე, სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების მიწოდება რეკომენდებულია იმადამიანიებისთვის, რომელთაც აქვთ:
• გულისა და სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადები;
• დიაბეტით არიან დაავადებულნი;
• არიან მცირე და ხანდაზმულ ასაკში;
• არიანორსულად.
როგორ შევაჩეროთ გრიპის გავრცელება
გრიპის ვირუსისგან თავისდაცვის საუკეთესო საშუალებად აღიარებულია გრიპისსაწინააღმდეგო სეზონური ვაქცინაცია.
გრიპის ფართო გავრცელებისას რეკომენდებულია არაპირდაპირი დაცვის საშუალებების გამოყენება, კერძოდ:
• უმჯობესია დაავადებული ადამიანები დარჩნენ სახლში: ამით დაიცავენ თავს მოსალოდნელი გართულებისგან, ხოლო საზოგადოებას – დაავადების გავრცელებისგან;
• ჯანმრთელებმაც და დაავადებულებმაც შეძლებისდაგვარად ხშირად დაიბანონ ხელები საპნით და გამდინარე წყლით, რათა შემცირდეს ხელით ვირუსის გადატანის შესაძლებლობა;
• რაც შეიძლება ხშირად გაანიავეთ საცხოვრებელი ადგილი;
• გამოიყენეთსველიწესითდალაგება;
• იმ შემთხვევაში თუ დაავადება მიმდინარეობს მძიმედ და უჩვეულო ან დაავადებული მიეკუთვნება გრიპის გართულების მაღალი რისკის ჯგუფს, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების მისაღებად.
2014-15 წლების გრიპის აქტიურ სეზონზე ეპიდზედამხედველობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები
2014-15 წლების გრიპის აქტიური სეზონის (წლის 40 კალენდარულიკვირიდან-მომდევნოწლის 20 კალენდარულკვირის ჩათვლით)დაწყებასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებისა და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებების ურთიერთანამშრომლობით, ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს მძიმე მწვავე რესპირაციული ინფექციების, გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების ეპიდ ზედამხედველობის მიზნით.
2014-15 წლის გრიპის სეზონისთვის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო)რეკომენდაციით მოწოდებულია გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინის გამოყენება რომელიც შეიცავს შემდეგ კომპონენტებს:
· A/California/7/2009 (H1N1) pdm09 – მსგავსივირუსი;
· A/Texas/50/2012 (H3N2) – მსგავსივირუსი;
· B/Massachusetts/2/2012 – მსგავსივირუსი.
2014-2015 წლების სეზონისთვის გრიპის საწინააღმდეგო იმუნიზაცია ჯანმო-ს მიერ განსაკუთრებით რეკომენდებულია გრიპისგართულების განვითარების მქონე პირთათვის და მათი მომვლელებისთვის.
ჯანმო რეკომენდაციას იძლევა წლიური ვაქციანაცია ჩაუტარდეს (პრიორიტეტის მიხედვით)
თავშესაფართა სახლების რეზიდენტებს;
ქრონიკული დაავადების მქონე პირებს;
ხანდაზმულებს; დასხვაჯგუფებს, როგორიცაა ორსულები, ჯანდაცვის მუშაკებს, სოციუმში განასკუთრებული მნიშვნელობის მქონე პირებს, ასევე 6თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებს.
2014-2015 წლების სეზონისთვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის სახელმწიფოს მიერ მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა:
ქრონიკული დაავადების მქონეპირთაგან: 18 წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებულნი, დიალიზზე მყოფნი;
ბავშვთა სახლების, მოხუცთა თავშესაფრების ბინადარნი და მათი მომსახურე პერსონალი;
სასწრაფოს, მიმღები განყოფილებების, რეანიმაციის, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების, დიალიზის განყოფილებებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების მომსახურე პერსონალი;
ორსულები.
წყარო: www.ncdc.ge

კარგი რჩევებია, გავითვალისწინებ